ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
2 მარტი, 2023


მარტის პირველში...

მარტის პირველში ქალაქგარეთ გასვლა უყვარდა,
ჩვენც თან მივყავდით ბებერ „კოლხოზნიკს“.
მერე დაგვსვამდა ბუნებაში გაშლილ სუფრასთან,
ყოჩივარდებსაც  მგონი, მოვწონდით...
წავიდა მამა, საკუბოვე შავი პიჯაკით,
დატოვა სითბო, გულ-ხელნაკეთი.
მოუცლელობა ძალიანაც რომ გამიჯავრდეს,
დარდს ვიმეორებ, როგორც გაკვეთილს...
წელს როგორ მინდა გამიმართლოს მარტის პირველმა,
მზეს წავყვებოდი  ყოჩივარდებთან...
მე მაინც წავალ ეს ამინდიც თუ აირევა,
მამა იგრძნობს და გაუხარდება...
28.02.23

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები