 | ავტორი: დიოტიმა ჟანრი: პოეზია 3 მარტი, 2023 |
ნინო დარბაისელი
დედინაცვლის დღე
ობლების თვალში - დედინაცვალი - ოქროც იყოს, მაინც ავია. ყველა დედინაცვალი - ძველი ნაბოზარია, მთლად ნაკოცნიც რომ არ იყოს, ქალწულებრივი სიკამკამეც რომ გადასდიოდეს წელქვემოთაც და წელზემოთაც, და თუ კონკრეტულს ვერა კაცს ვერ ასახელებენ, ნათესავები სხვა ფორმულას უსადაგებენ: - “მარტოკინა, ჩუმი ბოზია”! ასე ხდება ერთ შორეულ ქვეყანაში. ამერიკაში - ეს უბრალოდ, სასაცილოა.
დედინაცვლის გამომცხვარი ქადა კი არა, მთლად ტორტიც იყოს, სადღაც, ბოლოში ბალღამის გემო მაინც გაჰკრავს. იქნებ ეს გემო, ეს სიმწარე ნერწყვსჩაყოლი შენი მალული ცრემლისაა, გახსენებაზე: “ დედაჩემისა - უკეთესი გამოდიოდა. უცებ ორ რამეს აურევდა, ჩაასხამდა ფორმაში და როცა ცხვებოდა, ისეთი სუნი ტრიალებდა სახლის გარშემო, შემკითხებიან, ნამცხვარს აცხობსო? თორემ კარაქი და შაქარი, თანაც ამდენი, ფლავსაც რომ უქნა, ისიც კარგია!
დედინაცვალზე სხვას რას ამბობენ?! დედინაცვლისა - კაბის კალთაც იწყევლებაო და თუ თავისიც მიეცემა, გერისთვის ლუკმაც უკვე აღარ ემეტებაო. და ზღაპრებშია ეს ყველაფერი, ძველისძველებში. ალბათ დედები იგონებდნენ და ძილისპირად მიყრილ წვრილშვილს ჩააგონებდნენ, იმათი ჯაფის დამნახავი რომ არავინ ეგულებოდათ.
რეალობაში - დედინაცვლად მე შენ გერგუნე. მე დედას როგორ შეგიცვლიდი, ვცდილობ, ლიმიტში ჩავეტიო, თვალში ზედმეტად არ შეგეჩხირო და არც თვალს ისე არ მივეფარო, რომ ერთმანეთი გავისულერთოთ.
მადლობა თბილი, საკურასფრადაყვავებულნახატიანი, ამ ბარათისთვის და შიგ ოქროსფრად ჩაბეჭდილი კარგი მზა ტექსტის შერჩევისათვის, ბოლოში ხელის მოწერისთვის, სად გაგახსენდა! მე ხომ ოდესღაც, სადღაც წამომცდა, რომ სამი მარტი ჩემს სამშობლოში დედის დღე არის.
ჩვენ კი, ჩვენ რა ვქნათ, დედინაცვლებმა! ნუთუ ამქვეყნად კალენდარში ერთი თარიღიც არ იძებნება, “დედინაცვალთა დღე” რომ დაერქვას. მოხვიდოდი, დაგიხვდებოდი…
რაც არის, არის! ქართველი იყო, ლექსის რაიმე გაგეგებოდეს, გავირჯებოდი თითქმის შვილო და გაგირითმავდი:
გულზე დამადგეს მეტი რა ჭვალი, ყელზე დამადგეს მეტი რა ძვალი, შენგან გამომყვა დედი, რაც ვალი, აქ ვიხდი, გავხდი დედინაცვალი”
მაგრამ ეს იყოს - ჩემთვის ადვილი, ძველი და ზეპირსიტყვიერი:
“დედინაცვალი - ბედინაცვალი! “
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მადლობა მუხა, როგორც ჩანს, ამჯერად გაგიჭირდათ ჩემი ლექსის ნარატიული პლანის გაგება, რის გამოც კონცეფციაც გაგისხლტათ ხელიდან. მისი ავტორი არა და არ მოითხოვს დეკლარაციულად, ,,დედინაცვლის დღეა” საჭიროო. ეს ხომ სასაცილო იქნებოდა! ნარატიული პლანი კი ასეთია: მოხდა ისე, რომ ამერიკაში ზრდასრულ გერს გაახსენდა, დედინაცვლის შორ სამშობლოში დედის დღეაო და უკვე მზა, წარწერიანი მისალოცი ბარათით კულტურული ყურადღება გამოხატა მისდამი. ასეთი მისალოცი ბარათები მაღაზიების გარეთ, ერთ დოლარად იყიდება აქ. კულტურული ჟესტივითაა, მოხუცებს და მარტოხელა ადამიანებს, ყველას, ვისაც ყურადღება ენატრება, ტონობით უგზავნიან სკოლის მოწაფეებიც, სტუდენტებიც და ასე შემდეგ. ადამიანი თვითონ შეიძლება დედა არ იყოს, მაგრამ ხომ დედის გაჩენილია ყველა, არა? ბუნებრივია, ამ ამბით ქალი სასიამოვნოდ აღელდა, როგორც ინგლისურად იტყვიან,, გოთ იქსაითედ” და სა- მშობლოზე ფიქრები წამოეშალა. ეს ფიქრები გაუზიარა მსმენელს. ანუ ორი კულტურული სიბრტყის ქართულ- ამერიკულის, გზაჯვარედინზე აღმოცენდა ლექსი. სულ ესაა.
მადლობა მუხა, როგორც ჩანს, ამჯერად გაგიჭირდათ ჩემი ლექსის ნარატიული პლანის გაგება, რის გამოც კონცეფციაც გაგისხლტათ ხელიდან. მისი ავტორი არა და არ მოითხოვს დეკლარაციულად, ,,დედინაცვლის დღეა” საჭიროო. ეს ხომ სასაცილო იქნებოდა! ნარატიული პლანი კი ასეთია: მოხდა ისე, რომ ამერიკაში ზრდასრულ გერს გაახსენდა, დედინაცვლის შორ სამშობლოში დედის დღეაო და უკვე მზა, წარწერიანი მისალოცი ბარათით კულტურული ყურადღება გამოხატა მისდამი. ასეთი მისალოცი ბარათები მაღაზიების გარეთ, ერთ დოლარად იყიდება აქ. კულტურული ჟესტივითაა, მოხუცებს და მარტოხელა ადამიანებს, ყველას, ვისაც ყურადღება ენატრება, ტონობით უგზავნიან სკოლის მოწაფეებიც, სტუდენტებიც და ასე შემდეგ. ადამიანი თვითონ შეიძლება დედა არ იყოს, მაგრამ ხომ დედის გაჩენილია ყველა, არა? ბუნებრივია, ამ ამბით ქალი სასიამოვნოდ აღელდა, როგორც ინგლისურად იტყვიან,, გოთ იქსაითედ” და სა- მშობლოზე ფიქრები წამოეშალა. ეს ფიქრები გაუზიარა მსმენელს. ანუ ორი კულტურული სიბრტყის ქართულ- ამერიკულის, გზაჯვარედინზე აღმოცენდა ლექსი. სულ ესაა.
1. საინტერესო თემაა. რა თქმა უნდა დედის ხელის თავზე გადასმა სჯობია დედინაცვლის კოცნას. ისე რა მოგახსენო კალენდარში დედინაცვლის დღის დარქმევის წინააღმდეგი ვიქნებიროგორიც არ უნდა იყოს. საინტერესო თემაა. რა თქმა უნდა დედის ხელის თავზე გადასმა სჯობია დედინაცვლის კოცნას. ისე რა მოგახსენო კალენდარში დედინაცვლის დღის დარქმევის წინააღმდეგი ვიქნებიროგორიც არ უნდა იყოს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|