ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჰ ა ნ ა
ჟანრი: პოეზია
6 მარტი, 2023


უეკლო მინიმები

მხოლოდ ბროწეულს შეუძლია
გულგახლეჩილიც
დარჩეს კეკლუცი...

<<>>

სულ ერთი წვეთი წყალიც
თითქოს საკმარისია,
ნახევრად მკვდარი ყვავილების გასაცოცხლებლად...

<<>>

რატომღაც ყველა ვარდის გამო
იკაწრავს თითებს.
რას უწუნებენ
ბროწეულის ციცქნა ყვავილებს?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები