ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
#ეროტის_ქურუმნი
ახლობლებმა იციან, რომ ინტერნეტში გაბნეულია რემნანტები ჩემი გამოუცემელი წიგნისა,,ეროტის ქურუმნი”. რაც წლები გადის, უფრო მენანება ჩემი მაშინდელი უზარმაზარი შრომა: როგორც მხატვრული, ასევე თეორიული მასალების მოძიება ბეჭდურ ლიტერატურაში; ყველა ნიმუშისათვის ან მათი ნაკრებისათვის შესაბამისი კომენტარის დართვა; ჩემივე ნააზრევი - შიგ ჩართული თეორიული და შემეცნებითი, პოპულარულ ენაზე დაწერილი ოპუსები ეროტიკისა და პორნოს სხვადასხვა ასპექტებისა; საკუთარი ხელით აკრეფაში ღამეების თენება. ეროტიკისა და პორნოპოეზიის ესთეტიზაციის აუცილებლობის შესახებ მსჯელობისას ყველაფრის საილუსტრაციო მასალის არქონის გამო თავად მიწევდა საილუსტრაციო ნიმუშების შექმნა, მაგალითად ასეთის. ინსპირაციის წყარო - ძვ. წ, - ახ. წ. პირველი საუკ. რომაელი პოეტის - პუბლიუს ოვიდიუს ნაზონის “სატრფიალო ელეგიები”, თარგმანი მანანა ღარიბაშვილისა. (სხვათა შორის, ორ კვირაში მისი დაბადების დღეა)
https://ka.m.wikipedia.org/wiki/ოვიდიუსი
ლექსი წარმოადგენს არა თარგმანს, არამედ ქართულ, მოდერნისტულ ვერსიას:
ნინო დარბაისელი
მხიარული ფალოსოფია
გიყვარს ალერსი და შეხედვაც დაგაბნევს მტრული, შენ შემოგხარის მთლად სამყარო ფალოცენტრული.
მზის მოყვარული, მოშიშარი ნესტის და ობის, შენა ხარ ღერძი და საწყისი კაცობრიობის.
სამყაროსათვის ერთი არის ცხადი სრულიად, შენი გადახრა ან დაცემა - აღსასრულია.
შენით აზროვნებს, კაცს როდესაც რა უფიქრია, გაუფიქრველნი - იბნევიან, ქარში მიჰქრიან.
შენ დაატარებ შენი თავის ნებაზე ყველას, შენ მართავ ქვეყნად გოლიათსა და ჭიაყელას
და ამიტომაც სულ გებრძვიან, რა არ გიწოდეს, ვინც ვერ შემოგწვდნენ, მოხელთება ეწადათ ოდეს.
მუდამ კარგი ხარ, თუნდაც იყო შენ ნასხვისარი, გზააბნეულთა კომპასისა - შენ ხარ ის არი.
წამალი შენ ხარ მოწყენილის ანდა ზარმაცის, მოგრძო საგანი - არის ყველა შენი ერზაცი.
სულ შენ გეძღვნება ქალ-კაცური გულმოდგინება, უშენობით სჭირთ, რომ სწყურდებათ გულით გინება.
ნეტარად დაგცქერს დედა, თუ ხარ ახალშობილის, თავქვე ჰკიდიხარ ზოგჯერ - ობლად ჩამოხრჩობილი.
დრო იყო, ასე გამხნევება არ გჭირდებოდა, ძილშიც, ღვიძილშიც ყველა თვითონ გეჭიდებოდა.
არწივად უნდა გადაიქცე პატარა მართვე, გეყო ბუდეში დუნედ წოლა, წამოიმართე!
2009
პიზის კოშკი
პიზის კოშკი დაიცერა, გული დარდით დაისერა. “ეს მოგწონსო?” და ისე, რა! ის ცა მინდა და ის ერა… თუნდაც დანა დაიცე - რა? დასაღერიც - დაიღერა, დასამღერიც - დაიმღერა, დასაწერიც - დაიწერა!
P.S.
თ.ჭ. -ს
“პიზის “ კოშკში ხილვით “პოზის“- არ აღტაცდე ძალიანაც! სიტყვა “პოზის” ნიშანი ზის თავის რითმისცალიანად.
#ლექსები
მეგობრებო, ძალიანაც ნუ გაგიკვირდებათ, ბოლო დღეებში ამდენ ეროტიკას რომ ვდებ ზედიზედ. მეგობარი აგროვებს და მისთვის ვეძებ გაბნეულებს. ეს მაგალითად, ირონიულ-პაროდიულია, ეროტიკულად შეფერილი, სოციალური ორიენტაციისა.
ნინო დარბაისელი
წყვილი კაფეში
ბიჭი - სათვალით, საგანგებოდ გამოწყობილი, ავტორი გახლავთ, თავის წრეში უკვე ცნობილი; გოგო - წითელში, მოტკეცილში, ნამდვილი ღვედით ტანშეზღუდული და ღიმილით მაღლიდან მხედი. ფული იყოს და მიმტანები ქვეშ ეგებიან, რა საერთო აქვთ ერთმანეთთან, გასაგებია, საუბარი კი არის ცოტა გაუგებარი: - იცვლება ხალხი. გუშინ მტერი - დღეს მეგობარი, დღეს - მტრად გერგებათ, გუშინ მისთვის ტანთ რომ იხევდით…
და მორცხვი ბიჭი უცნაური მზერით, თავხედით უცქერს დეკოლტეს, თვალს იამებს თამამი ხედით: - იქნებ გამანდოთ, მაგ დასკვნამდე როგორ მიხვედით! - რა დასკვნა უნდა, მთლად ბავშვივით გამომიხვედით! ვინც ვის ლოგინში გადაწვება, იმის მიხედვით!
ნახევარბინდში ერთი მაჩო ბარს დაყრდნობია და წყნარად ამბობს: - ვა, რა კარგი დასამყნობია!
2009
აგერ, პოლიტ. ეროტიკა გიპოვეთ კიდევ. ძალიან ძველია, იმდროინდელი, კანადელი მეპურე ქალი მთლად ეკონომიკის მინისტრად რომ დაგვისვეს და გამოგვიცხადეს, ისეთი მაგარია, ეკონომიკის საერთაშორო ფორუმზე კონსულტანტად აირჩიესო თუ რაღაც ეგეთი.
#ჩემი_მხიარული_რითმებიდან
ეკონომისტი ქებული ვერა ვარ. გეტყვი, მო, ყლორტზე, გასწავლი, პოლიტიკაში როგორ შეხვიდე მოკლეზე!
***
პოლიტ ეროტიკებიდან რასაც ვდებ, ისინი იძებნება, ეს - მაშინ მეგობრებმა არ დამადებინეს ფეისზე, თუმცა ზეპირსიტყვიერად ჩემს წრეში ძალიან იყო გავრცელებული. და საერთოდ, კოლეგებშიც თავისებური ,, ანეკდოტა” იყო ( მნშვნ. დააზუსტ. ლექსიკონში) ასახავს დროს, გამწარებული რომ ვიყავი, პიონერთა სასახლიდან ბავშვების გამოსაყრელად როცა მივიდა მერი და ცინიკურად, დაყენებული ღიმილით გამოუცხადა მოცახცახე მომიტინგეებს, გადაწყვეტილება მიღებულია და აქ ტყუილად დგახართ, მაინც არ შეიცვლებაო. მე ხომ სასახლის ჯერ აღზრდილი ვარ და მერე მასწავლებელი.
*** ბალერინისთვის მიცემას რომ უპირებენ სასახლეს, ცოლის ბრალია, იმიტომ რომ დააჩვია სასა ხლეს!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. მუხა, ბატონო ოთარ, დიდი მადლობა. ბატონო ოთარ, წარმართული ფალიკური კულტი და მისი ნაშთები დღემდე შენორჩენილია საქართველოში, შერწყმულია ხშირად ქრიატიანულ კულტურასთან. მაგალითად დავასახელებდი კასპის რაიონში მდებარე ქვათახევის კომპლექსს, სადაც დღემდე ქრისტიანულ ტაძარში ქვის ფალიკური ,, სტელაა”, რომელიც გადმოცემით , უშვილო ქალებს მუცლადღებაში ეხმარება, თუ ზედ დასხდებიან. საკუთარი თვალით მაქცს ნანახი. მუხა, ბატონო ოთარ, დიდი მადლობა. ბატონო ოთარ, წარმართული ფალიკური კულტი და მისი ნაშთები დღემდე შენორჩენილია საქართველოში, შერწყმულია ხშირად ქრიატიანულ კულტურასთან. მაგალითად დავასახელებდი კასპის რაიონში მდებარე ქვათახევის კომპლექსს, სადაც დღემდე ქრისტიანულ ტაძარში ქვის ფალიკური ,, სტელაა”, რომელიც გადმოცემით , უშვილო ქალებს მუცლადღებაში ეხმარება, თუ ზედ დასხდებიან. საკუთარი თვალით მაქცს ნანახი.
3. არის ასეთი ქვეყანა - სამეფო ბჰუტანი (ინდოეთსა და ჩინეთს შორის), სადაც ფალოსის კულტია, იყიდება უამრავი სუვენირი, მრავალი სახლის კედელზეა გამოსახული.
რაც შეეხება თქვენს ლექსებს, ქალბატონო ნინო, ოსტატურადაა შეთხზული, კარგია! არის ასეთი ქვეყანა - სამეფო ბჰუტანი (ინდოეთსა და ჩინეთს შორის), სადაც ფალოსის კულტია, იყიდება უამრავი სუვენირი, მრავალი სახლის კედელზეა გამოსახული.
რაც შეეხება თქვენს ლექსებს, ქალბატონო ნინო, ოსტატურადაა შეთხზული, კარგია!
2. ეჰ, მუხა, ჩემო კარგო, განა არ ვიცი, რომ ასეთ წკიპურტოვან რაღაცეებს ერთად აღებულს - ერთი საშუალო ლექსიც კი სჯობია, ოღონდ ჩემი (!!! - აქ - ყველა ავტორმა თავისი თავი ჩასვას!!! - სიცილის სმაილი), მაგრამ ჟანრის განსავითარებლად ვიღწვი, ჩამოგვირჩა სატრფიალოს, “ყოფით-ფილოსოფიურ” და ნარატიულ ლექსთან შედარებით. ნუ, ეროტიკაზე ისე აუწყვეტიათ მანდ , განსაკუთრებით კაცებს, გუშინ ვიდეო გადმომიგდეს ტელევიზიისა,( რეკლამა რომ არ გავუწიო, თუ გაინტერესებს, პირადად გამოგიგზავნი) . დგას ერთი შავსათვალიანი იდიოტი კაცი, რაღაც სატელევიზიო გადაცემაა, უჭირავს ხელში თავისი სრულიად უნიჭო პორნო-კრებული, რომელიც ალბათ ეროტიკა ჰგონია და გამოთქმით უკითხავს მთელს საქართველოს, წამყვანები და მათ შორის, ჩემი საყვარელი ია ფარულავა, მიმიკითა და ჟესტებით ეხმარებიან ,, უსურათხატებენ” ნერწყვის ყლაპვით. აი, წარმოიდგინე ნამდვილად ბრმა ე. ბოჩელი რომ მღერის და მოცეკვავეები ესთეტიზებულ ეროტიკულ მოძრაობებს ასრულებენ სცენაზე, განსხვავება ისაა, რომ ქართული გადაცემა ძალზე შორს იყო ესთეტიზმისგან. ხელოვნებას, რა დარგისაც არ უნდა იყოს, აინტერესებს და სჭირდება ცხოვრება ან წარმოსახვა ,,თარგმნილი” თავის სპეციფიკურ ენაზე, თორემ მეც და სხვებიც რომ სქესობრივი აქტის შედეგად გავჩნდით და ადრე ყველა ასე იყო, ვიდრე” ინ- ვიტრო” და აშ. განვითარდებოდა, ეს ხომ ისედაც ვიცით. ეჰ, მუხა, ჩემო კარგო, განა არ ვიცი, რომ ასეთ წკიპურტოვან რაღაცეებს ერთად აღებულს - ერთი საშუალო ლექსიც კი სჯობია, ოღონდ ჩემი (!!! - აქ - ყველა ავტორმა თავისი თავი ჩასვას!!! - სიცილის სმაილი), მაგრამ ჟანრის განსავითარებლად ვიღწვი, ჩამოგვირჩა სატრფიალოს, “ყოფით-ფილოსოფიურ” და ნარატიულ ლექსთან შედარებით. ნუ, ეროტიკაზე ისე აუწყვეტიათ მანდ , განსაკუთრებით კაცებს, გუშინ ვიდეო გადმომიგდეს ტელევიზიისა,( რეკლამა რომ არ გავუწიო, თუ გაინტერესებს, პირადად გამოგიგზავნი) . დგას ერთი შავსათვალიანი იდიოტი კაცი, რაღაც სატელევიზიო გადაცემაა, უჭირავს ხელში თავისი სრულიად უნიჭო პორნო-კრებული, რომელიც ალბათ ეროტიკა ჰგონია და გამოთქმით უკითხავს მთელს საქართველოს, წამყვანები და მათ შორის, ჩემი საყვარელი ია ფარულავა, მიმიკითა და ჟესტებით ეხმარებიან ,, უსურათხატებენ” ნერწყვის ყლაპვით. აი, წარმოიდგინე ნამდვილად ბრმა ე. ბოჩელი რომ მღერის და მოცეკვავეები ესთეტიზებულ ეროტიკულ მოძრაობებს ასრულებენ სცენაზე, განსხვავება ისაა, რომ ქართული გადაცემა ძალზე შორს იყო ესთეტიზმისგან. ხელოვნებას, რა დარგისაც არ უნდა იყოს, აინტერესებს და სჭირდება ცხოვრება ან წარმოსახვა ,,თარგმნილი” თავის სპეციფიკურ ენაზე, თორემ მეც და სხვებიც რომ სქესობრივი აქტის შედეგად გავჩნდით და ადრე ყველა ასე იყო, ვიდრე” ინ- ვიტრო” და აშ. განვითარდებოდა, ეს ხომ ისედაც ვიცით.
1. კარგი რამ სახალისოები მოგიტანია, მიყვარს და ვიცი ბევრი ანეკდოტები, მწერლებზე, პოეტებზე მაგ, ბევრი ვიცი პუშკინზე, პოლიტიკურები კი, არ მომწონს ხოლმე, გახსოვს ალბად ანეკდოტად რომ დადიოდა ერთი ჩვენი პოეტის გამოსვლა-ლექსით და მარჯვენა ხელის საინტარესო მოძრაობით ასე" ამაზე გრძელიიიიი, ამაზე დიდიიიი ,კიდევ გვენახოს თბილისში ხიდიიი" კარგი რამ სახალისოები მოგიტანია, მიყვარს და ვიცი ბევრი ანეკდოტები, მწერლებზე, პოეტებზე მაგ, ბევრი ვიცი პუშკინზე, პოლიტიკურები კი, არ მომწონს ხოლმე, გახსოვს ალბად ანეკდოტად რომ დადიოდა ერთი ჩვენი პოეტის გამოსვლა-ლექსით და მარჯვენა ხელის საინტარესო მოძრაობით ასე" ამაზე გრძელიიიიი, ამაზე დიდიიიი ,კიდევ გვენახოს თბილისში ხიდიიი"
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|