ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
13 მარტი, 2023


სერბული. პაციფისტური

#ლექსები

ნინო დარბაისელი

სერბული. პაციფისტური

დამთავრდა ომი,
ისმის დაფი და ნაღარები.
დაბრუნდებიან  დაშინებული ბეღურები,
ფლეიტის ხმაზე  ამღერდებიან  ოქროსფერი მოლაღურები.

პოლიტიკოსი  - პოლიტიკოსს ეღურღურება
და დაეძებენ გამორჩენას ფულის ღორები.
დამთავრდა ომი,
მორჩა მთელი დემაგოგია
და შვილის საფლავს ეძებს ღარიბი -
“ბიჭო, გოგია, სადა ხარო, ბიჭო გოგია?”
შუბლზე - ღარები,
სადღაც, ჯიბეში - სიგარეტის ალბათ ღერები.
რა დარჩენია?!
სულ აღარა და აღარები!

ეს ნანგრევებიც აიღება,
ძველის ადგილზე მაღალთაღება აიგება რამე ახალი,
მაგრამ სიცოცხლე?
რა ღირდა ანდა რა ეღირება? -
ეს საკითხავი გულს მახვილად დაეღერება,
ითანაღრება გული მწარედ,
ცრემლში ჩამბალა ხმა ლაღური, მოლაღეობა,
ო, ბეღურებო, მოლაღურებო,
რა მემღერება!
გამოღმა ღრეობს,  თუ გადარჩა ვინმე  ცოცხალი
და მიღმეთშია -  ალბათ ახლა მკვდართა დღეობა,
თუმცა ვინ იცის, ჯოჯოხეთი აქ  რომ ტრიალებს,
მარტო დარჩენილს უჭირს სამოთხეს - სამოთხეობა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები