 | ავტორი: დიოტიმა ჟანრი: პოეზია 14 მარტი, 2023 |
ნინო დარბაისელი
კალია
ყანა სიმძიმისგან სულ ძირს დახრილია და მოსამკალია, ნეტა მას, ნეტარად ვინც ხანი გალია, საღამო მალია, ტრფობა - ნამალია, მთელი მხურვალება თავზე დაგალია, მიუშვი, რად გინდა კლიტე და გალია! თუ არ დაგვირგვინდა, ვნება ამაოა, წრე არა, რკალია. რკალია, რკალია, ბასრი ნამგალია, ნალესი.
ო, უალერსობით ტანმონაკალია, თხელი, სიფრიფანა ასე კანჭმაღალი, მარად მოუღლელი, მაღლა ახტება და ნათიბში გასხლტება ის - მინდვრის კალია, კალია - ქალია, ქალია - კალია, კალია!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. მადლობა ირინკა. არ ვიცი, თქვენთვის ცნობილია თუ არა, მე მქპნდა გამოსაცემად გამზადებული ეიგნი 2008- 2009 ელებში, ,, ეროტის ქურუმნი”. მისი რემნანტები შემორჩენილია ურაკპარაკზეც. ამჟამად მაქვს შემოთავაზება ერთი ქართული გამომცემლობისაგან, რომ მოვამზადო დედანი და გადავცე. ვუპასუხე, რომ ვიფიქრებ. რამდენიმე პრობლემა მაქვს: საქმეს უნდა დავეტოლო, უნდა გავარკვიო, მჭირდება თუ არა იგივე მდინარეში მეორედ ჩასვლა და რისთვოს მიღირს შრომა, მიღირს თუ არა ეს ყველაფერი იმად, რომ ამერიკული , ბედნიერი ცხოვრების ყოველდღიური დიდი თუ მცირე სიამოვნებანი შევიზღუდო და ასე შემდეგ. მეც და ჩემი შვილიც - ორმოცდაერთი წლისა, მიზანსცენიდან კულისებში უნდა გავიდეთ, ჩემი შვილიშვილისა - უკვე სულ სხვაგვარი ახალი თაობა მოდის, რაზეც ჩვენ მორიდებით ვლაპარაკობდით და თავი მამაცი გვეგონა ამის გამო, მათ სასაცილოდაც არ ჰყოფნით. სხვა აქცენტები აქვთ. სავსებით მოსალოდნელია, რომ ოცი-ოცდახუთი წლისანი ჩემზე და ზოგადად წინა თაობებთან შედარებით, ფართოდ და ღრმად ერკვეოდნენ ამ და სხვა საკითხში, გაცილებით მეტად ერუდირებულნი იყვნენ, კალამიც უკეთ უჭრიდეთ. ხომ არაა უმჯობესი, მათ მიხედონ ამ საქმეს და მე - რაც შემიძლია, დროდადრო რაღაცეებს დავდებ ინტერნეტში, იწნებ რამე გამოადგეთ,. ამას წინათ ფეისბუქზე ერთმა მკითხველმა მეტისმეტად შემაქო, თქვენი ახალი ნაწერები ბევრ ახალგაზრდაზე ახალგაზრდულიაო და ვუპასუხე, ჩემი საქმე ისეა, ხალხური ანდაზა რომ ამბობს, ,, ვირს რქები არ ამოსდიოდა და თავი ჩოჩორი ეგონაო” კიდევ ერთხელ და მრავსლგზის მადლობა კეთილი სიტყვისათვის.
მადლობა ირინკა. არ ვიცი, თქვენთვის ცნობილია თუ არა, მე მქპნდა გამოსაცემად გამზადებული ეიგნი 2008- 2009 ელებში, ,, ეროტის ქურუმნი”. მისი რემნანტები შემორჩენილია ურაკპარაკზეც. ამჟამად მაქვს შემოთავაზება ერთი ქართული გამომცემლობისაგან, რომ მოვამზადო დედანი და გადავცე. ვუპასუხე, რომ ვიფიქრებ. რამდენიმე პრობლემა მაქვს: საქმეს უნდა დავეტოლო, უნდა გავარკვიო, მჭირდება თუ არა იგივე მდინარეში მეორედ ჩასვლა და რისთვოს მიღირს შრომა, მიღირს თუ არა ეს ყველაფერი იმად, რომ ამერიკული , ბედნიერი ცხოვრების ყოველდღიური დიდი თუ მცირე სიამოვნებანი შევიზღუდო და ასე შემდეგ. მეც და ჩემი შვილიც - ორმოცდაერთი წლისა, მიზანსცენიდან კულისებში უნდა გავიდეთ, ჩემი შვილიშვილისა - უკვე სულ სხვაგვარი ახალი თაობა მოდის, რაზეც ჩვენ მორიდებით ვლაპარაკობდით და თავი მამაცი გვეგონა ამის გამო, მათ სასაცილოდაც არ ჰყოფნით. სხვა აქცენტები აქვთ. სავსებით მოსალოდნელია, რომ ოცი-ოცდახუთი წლისანი ჩემზე და ზოგადად წინა თაობებთან შედარებით, ფართოდ და ღრმად ერკვეოდნენ ამ და სხვა საკითხში, გაცილებით მეტად ერუდირებულნი იყვნენ, კალამიც უკეთ უჭრიდეთ. ხომ არაა უმჯობესი, მათ მიხედონ ამ საქმეს და მე - რაც შემიძლია, დროდადრო რაღაცეებს დავდებ ინტერნეტში, იწნებ რამე გამოადგეთ,. ამას წინათ ფეისბუქზე ერთმა მკითხველმა მეტისმეტად შემაქო, თქვენი ახალი ნაწერები ბევრ ახალგაზრდაზე ახალგაზრდულიაო და ვუპასუხე, ჩემი საქმე ისეა, ხალხური ანდაზა რომ ამბობს, ,, ვირს რქები არ ამოსდიოდა და თავი ჩოჩორი ეგონაო” კიდევ ერთხელ და მრავსლგზის მადლობა კეთილი სიტყვისათვის.
9. როგორც ყოველთვის, მკაფიოდ ჩაშლილი და ინფორმაციული კომენტარებითურთ :) როგორც ყოველთვის, მკაფიოდ ჩაშლილი და ინფორმაციული კომენტარებითურთ :)
8. კარგით ქალბატონო კალიავ)))) ციცინათელებს არ გვეშინია სიბნელის, ვანათებთ.))) კარგით ქალბატონო კალიავ)))) ციცინათელებს არ გვეშინია სიბნელის, ვანათებთ.)))
7. სამწუხაროდ, თქვენი გალიმათიური აზრი საერთოდ არ არის ჩემთვის საინტერესო. ტოლს ესაუბრეთ! გონიერი ადამიანისთვის ნაკლებად მიმზიდველნი არიან პირნი, რომელნიც საკუთარი უვიცობის გამო პასუხს სხვისგან ითხოვენ.
სამწუხაროდ, თქვენი გალიმათიური აზრი საერთოდ არ არის ჩემთვის საინტერესო. ტოლს ესაუბრეთ! გონიერი ადამიანისთვის ნაკლებად მიმზიდველნი არიან პირნი, რომელნიც საკუთარი უვიცობის გამო პასუხს სხვისგან ითხოვენ.
6. სიტყვა - სივრცეში ზედმეტი ,,რ" ჩაცურდა. კორექტურაა ))) აქ მთავარი ეროტიკაა, ციცინათელა უკანალით გამომწვევი, თან მანათობელი.))) სიტყვა - სივრცეში ზედმეტი ,,რ" ჩაცურდა. კორექტურაა ))) აქ მთავარი ეროტიკაა, ციცინათელა უკანალით გამომწვევი, თან მანათობელი.)))
5. დიოტომა, აგერ ჩემი უკანალით მანათობელი მწერიც დაგიმშვენებთ კომენტარის დაფას))) კარგა ხანია დამკვიდრდა ინტიმურ სივრცრეში. ))) ასე რომ დატკბით მრავალჯერ...
თიბათვის ციცინათელა
ეს დაუსრულებელი წვიმები და მაისის ვარდის ქოთქოთი...
ერთი წამოკვნესება და ჩემში ჩაბუდებული ქალი ყველა მის კოკორს ჩაშლის.
მავთულზე გადახლართული, შეფოთლილი, ჯერ კიდევ დასამწიფებელი, ციცქის კუმპლები გველის წიწილებს ჰგვანან,
მათი შემწვანებული შრიალი და მიწიდან ბალახის ხითხითი ისეთი უსუსურია,
გარკვევით ვხედავ, გამოხრულ ჯებირთან, მინდვრის თაგვის ცუნცულს,
და ჯებირს იქეთ მიმავალის ჩექმების კაკუნიც გარკვევით მესმის.
სანამ ჭერამი ჩრდილს არ გადმოღვრის, ჩემი ჰამაკი სხვენში იძინებს,
უნდა იძინოს, რადგან არ გესმით თამამი ფიქრის,
წარმოვიდგენე: გათოვდეს ახლა, ქმარს მივეხუტო, ისე შემცივდეს.
წყდება ფიქრი და ახალ ფიქრში კმაყოფილი ვარ, რომ არ მყავს ქმარი.
სადაც მინდა, გავიქცევი, როგორც თიკანი, მოკუნტრუშე,
ან, როგორც თიბათვის ციცინათელა - უკანალით მანათობელი და გამომწვევი.. დიოტომა, აგერ ჩემი უკანალით მანათობელი მწერიც დაგიმშვენებთ კომენტარის დაფას))) კარგა ხანია დამკვიდრდა ინტიმურ სივრცრეში. ))) ასე რომ დატკბით მრავალჯერ...
თიბათვის ციცინათელა
ეს დაუსრულებელი წვიმები და მაისის ვარდის ქოთქოთი...
ერთი წამოკვნესება და ჩემში ჩაბუდებული ქალი ყველა მის კოკორს ჩაშლის.
მავთულზე გადახლართული, შეფოთლილი, ჯერ კიდევ დასამწიფებელი, ციცქის კუმპლები გველის წიწილებს ჰგვანან,
მათი შემწვანებული შრიალი და მიწიდან ბალახის ხითხითი ისეთი უსუსურია,
გარკვევით ვხედავ, გამოხრულ ჯებირთან, მინდვრის თაგვის ცუნცულს,
და ჯებირს იქეთ მიმავალის ჩექმების კაკუნიც გარკვევით მესმის.
სანამ ჭერამი ჩრდილს არ გადმოღვრის, ჩემი ჰამაკი სხვენში იძინებს,
უნდა იძინოს, რადგან არ გესმით თამამი ფიქრის,
წარმოვიდგენე: გათოვდეს ახლა, ქმარს მივეხუტო, ისე შემცივდეს.
წყდება ფიქრი და ახალ ფიქრში კმაყოფილი ვარ, რომ არ მყავს ქმარი.
სადაც მინდა, გავიქცევი, როგორც თიკანი, მოკუნტრუშე,
ან, როგორც თიბათვის ციცინათელა - უკანალით მანათობელი და გამომწვევი..
4. ძალიანი, ძალიანი მომეწონა კომენტარები. ვისიამოვნე გაიხარე დიოტიმა. ძალიანი, ძალიანი მომეწონა კომენტარები. ვისიამოვნე გაიხარე დიოტიმა.
3. შოთა ნიშნიანიძის ეს ლექსიც იდოს ნიმუშად
ერთი პატარა გოგო მიყვარდა
ერთი პატარა გოგო მიყვარდა, როგორც იყო და არა იყო რა, მისმა ალერსმა გადამიყოლა, მისმა ფერებამ გადამიყოლა. როგორც ვაკოცე ან რა ვუთხარი, ყველას უამბო თურმე სულელმა, ვერაფერს გავხდი ხვეწნა-მუდარით, მე მამტყუნებდა მერე სუყველა. პატარას კარგი დედა ჰყოლია, თურმე მის გაზრდას გადაჰყოლია, მაგრამ იმ ბავშვთან რომ დამაშორა, დედამისს გული არა ჰქონია. ერთი პატარა გოგო მიყვარდა, ერთი პატარა, ჩია გოგონა, ჩემი ოცნების ციცინათელა, ჩემი ბავშვობის ჭიაკოკონა. შოთა ნიშნიანიძის ეს ლექსიც იდოს ნიმუშად
ერთი პატარა გოგო მიყვარდა
ერთი პატარა გოგო მიყვარდა, როგორც იყო და არა იყო რა, მისმა ალერსმა გადამიყოლა, მისმა ფერებამ გადამიყოლა. როგორც ვაკოცე ან რა ვუთხარი, ყველას უამბო თურმე სულელმა, ვერაფერს გავხდი ხვეწნა-მუდარით, მე მამტყუნებდა მერე სუყველა. პატარას კარგი დედა ჰყოლია, თურმე მის გაზრდას გადაჰყოლია, მაგრამ იმ ბავშვთან რომ დამაშორა, დედამისს გული არა ჰქონია. ერთი პატარა გოგო მიყვარდა, ერთი პატარა, ჩია გოგონა, ჩემი ოცნების ციცინათელა, ჩემი ბავშვობის ჭიაკოკონა.
2.
მაპატიეთ, აქ არასრული ვერსია დაპოსტილა.. შედარებით სრული ვერსია კი ასეთია.
#ლექსები #ეროტის_ქურუმნი
ანტიკურ პოეზიაში ეროტიზმის გამოსახვისას იმდენად მნიშვნელოვანი როლი ენიჭებოდა ინსექტებს ანუ მწერებს, რომ დღემდე ამის თაობაზე არაერთი მცირე თუ დიდი გამოკვლევა არსებობს. განსაკუთრებით საყურადღებო იყო ამ მხრივ “ციკადა” cicada- ე.წ. მგალობელი ჭრიჭინობელა (როგორც ახალი ინგლისურ -ქართული ონლაინ ლექსიკონი განმარტავს) შესწავლილია ინსექტთა ეროტიკული სიმბოლიკა. სხვათა შორის, ამ სიმბოლიკით მარჯვედ სარგებლობს ჩვენში პოპულარული მწერალი და პოეტი მარგარეტ ეტვუდი, თუმცა ლექსები, რომელსაც აქ ვგულისხმობ, ვერ ვიპოვე გუგლში - თარგმნილი ქართულად. მე ვიზიარებ აზრს, რომ ეს მცირე არსებები ეროტიკული პოეზიის ობიექტივში იმის გამოც მოექცნენ, რომ ინტიმურ გარემოში მათთვის მუდამ არის სივრცე. ისინი ეტევიან ხელისგულზე, ასევე თავისუფლად თავსდებიან ადამიანის ინტიმურსა და პიროვნულ სივრცეებში, მათ ლიმიტებში. აღსანიშნავია, რომ ქართულ კლასიკურ პოეზიაში ინსექტთაგან ერთი, კერძოდ ციცინათელა ორი საუკუნის დაფუძნებულია, როგორც ეროტიკული სიმბოლო. გავიხსენოთ აკაკი წერეთლის ამავე სახელწოდების ლექსი სრული სახით:
აკაკი წერეთელო
ციცინათელა
ჩემო ციცინათელა! რად მიჰფრენ ნელა-ნელა? შენმა შორით ნათებამ დამწვა და დამანელა!
ანათებ და კარგი ხარ, მე თუმც არას მარგიხარ! ჩემი იყო, ის მინდა, შენ კი სხვისი ბარგი ხარ!
აბრეშუმის პეპელა, ფუტკარი და წურბელა, შენზედ სარგებლიანი შენ გენაცვალოს ყველა!
წურბელა მკურნალია, მაგრამ ცოტა მყრალია… მშიერი - სისხლის მტერი, რომ გაძღება - მთვრალია!
მაშ რად მინდა წურბელა? მან გული დამიბნელა! ისევ შენ და ისევ შენ, ჩემო ციცინათელა!
მეორე თაფლს და სანთელს გვიკეთებს და სარგებელს მით გვაძლევს, მაგრამ კბენით გვისივებს ცხვირ-პირს და ხელს!
მაშ რად მინდა ფუტკარი, მკბენარი, მოისარი? ისევ ციცინათელა, უწყინარი ის არი!
მესამე ტანს გვიმოსავს, წყნარია და არ იქმს ავს, მაგრამ უგნურებითა პარკში იღრჩობს თავის თავს!
მაშ რად მინდა პეპელი, უგნურად თავის მკვლელი, და როგორ არ მერჩიოს მასაც ციცინათელი?
ჩემო ციცინათელა, საით ჰფრენ ნელა-ნელა? მე ვარ შენი ერთგული, სხვა მოგატყუებს ყველა.
მებრალები, - კარგი ხარ! და ვაი, სხვის ბარგი ხარ! სხვებს ბნელშიაც უნათებ, მე კი დღეც არ მარგიხარ.
ნეტავ რისა გაქვს რიდი? ჩემსკენაც გამოფრინდი, ნათელი მომაფინე, მეც გამინათე ბინდი!
კმა, რაც დღემდის ვიწამე; აწ საყვარლად მიწამე და მაშინ შენს სიყვარულს დამავიწყებს მიწა მე!..
ჩემო ციცინათელა, სადღა ჰფრენ ნელა-ნელა? შენმა შორ-შორ ნათებამ უდროოდ დამანელა!..
საყოველთაოდ ცნობილია გალაკტიონ ტაბიძის მიმართების ამბავი აკაკი წერეთლის შემოქმედებისა და პიროვნებისადმი. ერთ პატარა თავის უცნობილეს ლექსში მას არათუ ალუზიის, არამედ პირდაპირი ციტირების დონეზე შემოაქვს აკაკისეული ციცინათელას, როგორც ეროტიკული სიმბოლოს გააზრება და სარითმო წყვილოსცალად გამოყენების გზით ამ ეროტიკული სახე- სიმბოლოს პოეტურ რესემანტიზაციას ახდენს:
გალაკტიონ ტაბიძე
წინანდალელი ნათელა ...
წინანდალელი ნათელა ულამაზესი ქალია. ო, ჩემო ციცინათელა, ჩემო ციხე და გალია. მთელი საღამო შევჯერდი: რა არის ქალის სინაზე, მაგრამ უეცრად შევჩერდი მშვენიერ თინათინაზე. ბრწყინავდა საარაკო ცა, - მთვარე დაბრუნდა ბინაზე, როს შუქმა ღრუბელს აკოცა, ყველა ქალების ჯინაზე.
[1922 წლის აგვისტო]
აკაკისა და შემდგომ გალაკტიონის კვალად, ციცინათელა - ქართულ პოეტურ რეცეფციაში მყარად დამკვიდრდა ეროტიკულ სიმბოლოდ. იგი აქტიურად გამოიყენება თანამედროვე ქართულ პოეზიაშიც ბევრი რომ არ მეწვალა ინსექტებისადმი მიძღვნილი სხვა ეროტიკული ლექსების ძებნა- თარგმნაზე, ეს შევთხზე, როგორც ერთი ქართული ნიმუში.
ნინო დარბაისელი
კალია
ყანა სიმძიმისგან სულ ძირს დახრილია და მოსამკალია, ნეტა მას, ნეტარად ვინც ხანი გალია, საღამო მალია, ტრფობა - ნამალია, მთელი მხურვალება თავზე დაგალია, მიუშვი, რად გინდა კლიტე და გალია! თუ არ დაგვირგვინდა, ვნება ამაოა, წრე არა, რკალია. რკალია, რკალია, ბასრი ნამგალია, ნალესი.
ო, უალერსობით ტანმონაკალია, თხელი, სიფრიფანა ასე კანჭმაღალი, მარად მოუღლელი, მაღლა ახტება და ნათიბში გასხლტება ის - მინდვრის კალია, კალია - ქალია, ქალია - კალია, კალია!
მაპატიეთ, აქ არასრული ვერსია დაპოსტილა.. შედარებით სრული ვერსია კი ასეთია.
#ლექსები #ეროტის_ქურუმნი
ანტიკურ პოეზიაში ეროტიზმის გამოსახვისას იმდენად მნიშვნელოვანი როლი ენიჭებოდა ინსექტებს ანუ მწერებს, რომ დღემდე ამის თაობაზე არაერთი მცირე თუ დიდი გამოკვლევა არსებობს. განსაკუთრებით საყურადღებო იყო ამ მხრივ “ციკადა” cicada- ე.წ. მგალობელი ჭრიჭინობელა (როგორც ახალი ინგლისურ -ქართული ონლაინ ლექსიკონი განმარტავს) შესწავლილია ინსექტთა ეროტიკული სიმბოლიკა. სხვათა შორის, ამ სიმბოლიკით მარჯვედ სარგებლობს ჩვენში პოპულარული მწერალი და პოეტი მარგარეტ ეტვუდი, თუმცა ლექსები, რომელსაც აქ ვგულისხმობ, ვერ ვიპოვე გუგლში - თარგმნილი ქართულად. მე ვიზიარებ აზრს, რომ ეს მცირე არსებები ეროტიკული პოეზიის ობიექტივში იმის გამოც მოექცნენ, რომ ინტიმურ გარემოში მათთვის მუდამ არის სივრცე. ისინი ეტევიან ხელისგულზე, ასევე თავისუფლად თავსდებიან ადამიანის ინტიმურსა და პიროვნულ სივრცეებში, მათ ლიმიტებში. აღსანიშნავია, რომ ქართულ კლასიკურ პოეზიაში ინსექტთაგან ერთი, კერძოდ ციცინათელა ორი საუკუნის დაფუძნებულია, როგორც ეროტიკული სიმბოლო. გავიხსენოთ აკაკი წერეთლის ამავე სახელწოდების ლექსი სრული სახით:
აკაკი წერეთელო
ციცინათელა
ჩემო ციცინათელა! რად მიჰფრენ ნელა-ნელა? შენმა შორით ნათებამ დამწვა და დამანელა!
ანათებ და კარგი ხარ, მე თუმც არას მარგიხარ! ჩემი იყო, ის მინდა, შენ კი სხვისი ბარგი ხარ!
აბრეშუმის პეპელა, ფუტკარი და წურბელა, შენზედ სარგებლიანი შენ გენაცვალოს ყველა!
წურბელა მკურნალია, მაგრამ ცოტა მყრალია… მშიერი - სისხლის მტერი, რომ გაძღება - მთვრალია!
მაშ რად მინდა წურბელა? მან გული დამიბნელა! ისევ შენ და ისევ შენ, ჩემო ციცინათელა!
მეორე თაფლს და სანთელს გვიკეთებს და სარგებელს მით გვაძლევს, მაგრამ კბენით გვისივებს ცხვირ-პირს და ხელს!
მაშ რად მინდა ფუტკარი, მკბენარი, მოისარი? ისევ ციცინათელა, უწყინარი ის არი!
მესამე ტანს გვიმოსავს, წყნარია და არ იქმს ავს, მაგრამ უგნურებითა პარკში იღრჩობს თავის თავს!
მაშ რად მინდა პეპელი, უგნურად თავის მკვლელი, და როგორ არ მერჩიოს მასაც ციცინათელი?
ჩემო ციცინათელა, საით ჰფრენ ნელა-ნელა? მე ვარ შენი ერთგული, სხვა მოგატყუებს ყველა.
მებრალები, - კარგი ხარ! და ვაი, სხვის ბარგი ხარ! სხვებს ბნელშიაც უნათებ, მე კი დღეც არ მარგიხარ.
ნეტავ რისა გაქვს რიდი? ჩემსკენაც გამოფრინდი, ნათელი მომაფინე, მეც გამინათე ბინდი!
კმა, რაც დღემდის ვიწამე; აწ საყვარლად მიწამე და მაშინ შენს სიყვარულს დამავიწყებს მიწა მე!..
ჩემო ციცინათელა, სადღა ჰფრენ ნელა-ნელა? შენმა შორ-შორ ნათებამ უდროოდ დამანელა!..
საყოველთაოდ ცნობილია გალაკტიონ ტაბიძის მიმართების ამბავი აკაკი წერეთლის შემოქმედებისა და პიროვნებისადმი. ერთ პატარა თავის უცნობილეს ლექსში მას არათუ ალუზიის, არამედ პირდაპირი ციტირების დონეზე შემოაქვს აკაკისეული ციცინათელას, როგორც ეროტიკული სიმბოლოს გააზრება და სარითმო წყვილოსცალად გამოყენების გზით ამ ეროტიკული სახე- სიმბოლოს პოეტურ რესემანტიზაციას ახდენს:
გალაკტიონ ტაბიძე
წინანდალელი ნათელა ...
წინანდალელი ნათელა ულამაზესი ქალია. ო, ჩემო ციცინათელა, ჩემო ციხე და გალია. მთელი საღამო შევჯერდი: რა არის ქალის სინაზე, მაგრამ უეცრად შევჩერდი მშვენიერ თინათინაზე. ბრწყინავდა საარაკო ცა, - მთვარე დაბრუნდა ბინაზე, როს შუქმა ღრუბელს აკოცა, ყველა ქალების ჯინაზე.
[1922 წლის აგვისტო]
აკაკისა და შემდგომ გალაკტიონის კვალად, ციცინათელა - ქართულ პოეტურ რეცეფციაში მყარად დამკვიდრდა ეროტიკულ სიმბოლოდ. იგი აქტიურად გამოიყენება თანამედროვე ქართულ პოეზიაშიც ბევრი რომ არ მეწვალა ინსექტებისადმი მიძღვნილი სხვა ეროტიკული ლექსების ძებნა- თარგმნაზე, ეს შევთხზე, როგორც ერთი ქართული ნიმუში.
ნინო დარბაისელი
კალია
ყანა სიმძიმისგან სულ ძირს დახრილია და მოსამკალია, ნეტა მას, ნეტარად ვინც ხანი გალია, საღამო მალია, ტრფობა - ნამალია, მთელი მხურვალება თავზე დაგალია, მიუშვი, რად გინდა კლიტე და გალია! თუ არ დაგვირგვინდა, ვნება ამაოა, წრე არა, რკალია. რკალია, რკალია, ბასრი ნამგალია, ნალესი.
ო, უალერსობით ტანმონაკალია, თხელი, სიფრიფანა ასე კანჭმაღალი, მარად მოუღლელი, მაღლა ახტება და ნათიბში გასხლტება ის - მინდვრის კალია, კალია - ქალია, ქალია - კალია, კალია!
1. #ლექსები #ეროტის_ქურუმნი
ანტიკურ პოეზიაში ეროტიზმის გამოსახვისას იმდენად მნიშვნელოვანი როლი ენიჭებოდა ინსექტებს ანუ მწერებს, რომ დღემდე ამის თაობაზე არაერთი მცირე თუ დიდი გამოკვლევა არსებობს. განსაკუთრებით საყურადღებო იყო ამ მხრივ “ციკადა” cicada- ე.წ. მგალობელი ჭრიჭინობელა (როგორც ახალი ინგლისურ -ქართული ონლაინ ლექსიკონი განმარტავს) შესწავლილია ინსექტთა ეროტიკული სიმბოლიკა. სხვათა შორის, ამ სიმბოლიკით მარჯვედ სარგებლობს ჩვენში პოპულარული მწერალი და პოეტი მარგარეტ ეტვუდი, თუმცა ლექსები, რომელსაც აქ ვგულისხმობ, ვერ ვიპოვე გუგლში - თარგმნილი ქართულად. მე ვიზიარებ აზრს, რომ ეს მცირე არსებები ეროტიკული პოეზიის ობიექტივში იმის გამოც მოექცნენ, რომ ინტიმურ გარემოში მათთვის მუდამ არის სივრცე. ისინი ეტევიან ხელისგულზე, ასევე თავისუფლად თავსდებიან ადამიანის ინტიმურსა და პიროვნულ სივრცეებში, მათ ლიმიტებში. ბევრი რომ არ მეწვალა ინსექტებისადმი მიძღვნილი ეროტიკული ლექსების ძებნა- თარგმნაზე, ეს შევთხზე, როგორც ერთი ქართული ნიმუში.

| მონაცემები არ არის |
|
|