 | ავტორი: ლაშა .. ჟანრი: პოეზია 14 მარტი, 2023 |
ეს, ღირებული მოღრუბლვები, როგორ მომბეზრდა, ან საიდან წვიმს, ასე მწარედ, ასე ულევად. რა უღიმღამო ღამეები ყეფენ ღობესთან, ვერ მოიყვანეს გაზაფხული ასეულებმაც. აწი ლექსები, ფილტვებშივე, გამიწყალდება, მოვიკატუნო ახლა თავი უნდა კრეტინმა. ბარემ კატებიც გადამკიდონ ბარიკადებმა; უშენობები გამოუშვან ბუნაგებიდან. ამოდიოდეს, ჩემი ზღვიდან, ცოტა მეტი მზე, შეიძლებოდეს ყველაფერი, ხომ შეიძლება? ოცდამეშვიდე საღამოა ვცოდავ ზედიზედ, რა მოკლე დროში გამოფინეს დროშები წლებმა. თუ გამოვიდა, რა თქმა უნდა, ადრევე მინდა, რომ გამოვიდე სანგრებიდან; ნანგრევებიდან. რომ ჩავალაგო ყველა სახლი, ყველა ბარგი და რომ გავიპარო, სათითაოდ, ყველა სარკიდან. ამ, ცრუ მცდელობებს, ერთ აბზაცში ასე ვათავსებ - მონახევრეა, ვინაიდან, ახლა ცდა ბედის. მჭამენ ეჭვები, გეგონება, ასი ათასი უთო თუ დამრჩა ჩართული და ისე წავედი. ფეხზე დგომას კი, ვიწყებ ფეხზე დაკიდებიდან: როცა ივახშმებთ, ეს ფეხები, მაგიდაზე რომ დავაწყო მინდა. მართლა მინდა და კიდევ მინდა, ჩემს დაუწერელ კანონებზე რამე დავწერო. მხოლოდ, უნიჭო კოშმარების ნახვის, ნიჭი მაქვს და შემიძლია, შევუჭამო ქალაქს სიცივე. ერთის კი არა, ათასობით მერცხლის ჭიკჭიკმაც ვერ მოიყვანა გაზაფხული. ხვალაც იწვიმებს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. გაზაფხულს უხდება წვიმა. ხვალაც იწვიმებს და განწყობაც უკეთესობისკენ შიცვლება გწამდეს, გჯეროდეს! გაზაფხულს უხდება წვიმა. ხვალაც იწვიმებს და განწყობაც უკეთესობისკენ შიცვლება გწამდეს, გჯეროდეს!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|