ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცისკაძე ოთარ
ჟანრი: პოეზია
17 მარტი, 2023


ყველა გამოიცდება

ყველა გამოიცდება

ყველას განცდის უფალი,
მიჩენილი ეშმაკით,
მონაც, ხელისუფალიც -
წარუდგება ჭეშმარიტს.

ყველა გამოიცდება,
ისე, როგორც იობი,
ერთგულების მტკიცება
უწევს შვილს, თუ შვილობილს.

ბევრი წავა ფართო გზით,
ხოლო ცოტა ვიწრობით
და ცხოვრება გამროზგი
ყველას განცდის მიწყობით.

ამქვეყნიურ საცდურსაც,
ნუ მივიჩნევთ საოცრად,
რად ვთვლით ძაღლუმადურად
განსაცდლებით გამოცდას,

თუ ბოროტმა განცადა,
შემწე ქვრივთა, ობოლთა,
თვით უფალსაც არ ასცდა,
მისი წილი გოლგოთა.

ვერ ავიცდენთ დაზაფვრას,
ნუ მოველით სიმშვიდეს,
ჯვრის სიმძიმე განსაზღვრავს
ზუსტად სულის სიდიდეს.

17 მარტი, 2023 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები