 | ავტორი: დიოტიმა ჟანრი: პოეზია 20 მარტი, 2023 |
ნინო დარბაისელი
სიძნელ-სიადვილისა
რა ადვილია, მეგობრად დარჩე განშორებულ შეყვარებულთან. რა ადვილია! ორმხრივ კი არა, ყოველმხრივ დიდად საამური და მომგებიანი.
წყვილისცალი ასე რამდენ მეგობარს იძენს!
და რა ძნელია, ვინც მართლა გიყვარს, სწორედ იმას - - სამუდამო მტრად რომ შორდები!
ბოლოს ყოველთვის რაღაცნაირად მეკითხებოდა, “შენ უჩემოდ შეგიძლიაო?” მეც ვპასუხობდი რაღაცნაირად, “მე?! - არა!”-მეთქი.
და საძინებელს მერე ერთად, საქმიანად ვაწესრიგებდით.
რა ადვილია! რა ძნელია!
2008
P.S. როცა ვწერდი, ეროტიკა მქონდა ჩაფიქრებული. მინდოდა, რამე პატარა ლექსი ყოფილიყო და სათქმელი ისე გამომესახა, რომ არ გამომეყენებინა საერთოდ, არავითარი ექსპრესიული ლექსიკა, მეტადრე - ეროტიკული სიტყვა; არავითარი მეტაფორა და სხვა რამ რთული ტროპული ხერხი; ფრაზები - მქონოდა ყოფით- მეტყველებითი. მაქსიმუმ, ერთი სიტყვა მაინც დამჭირდა, თუმცა ისიც არაა ეროტიკული, (საძინებელი) და ისიც - მოგვიანებით ჩნდება და კონტექსტი გაიძულებს, ტექსტი გადაიაზრო თუ გადა-წარმოიდგინო ეროტიკული სიტუაცია. ანუ ეროტიკულად ლექსი იქცევა გვიან - მკითხველისეული რეცეფციის ბოლოს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. და რა ძნელია, ვინც მართლა გიყვარს, სწორედ იმას - - სამუდამო მტრად რომ შორდები! ძნელია, მაგრამ ...
და რა ძნელია, ვინც მართლა გიყვარს, სწორედ იმას - - სამუდამო მტრად რომ შორდები! ძნელია, მაგრამ ...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|