ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
20 მარტი, 2023


George Gordon Byron - Solitude

ჯორჯ გორდონ ბაირონი - მარტოსულობა („ჩაილდ ჰაროლდის მოგზაურობიდან“ )

იჯდე ქარაფზე, გაჰყურებდე წყლებს და მთა-გორებს,
ტკბებოდე ტყეთა შუქ-ჩრდილებით, მიუვალ ეხით,
ორწოხებით და ადევნებდე თვალს ნიამორებს,
იქ, სადაც ჯერაც არ დაუდგამს მოკვდავ კაცს ფეხი, 
ანდა აუყვე ვიწრობებით მაღალ მთაგრეხილს,
ნახო არჩვების საბალახო, ჩანჩქერის ჩქერთა
ისმენდე შხივილს, დათვრებოდე ბუნების ეშხით, 
მარტოსულობა ეს არაა, არამედ ცქერა
ზვიად სანახთა, ბუნებასთან პირისპირ შეყრა.

მაგრამ იქ, სადაც ჟრიამული ისმის კაცური,
დაეხეტები და გნიასი გულს ღრღნის საოცრად,
ხარ დედამიწის მოქალაქე გადაქანცული,
სადაც არავინ დაგლოცავს და ვერც შენ დალოცავ,
ასაცოდავებს მინიონებს ბედის გამოცდა,
მონათესავე სულის არ გყავს, ღვთის მოესავი,
მტყუან-მართალი პირფერობით სადაც წარხოცავს
ზნეკეთილობას, სადაც მოსთქვამს გული მკვნესარი,
მარტოსულობა ჭეშმარიტად მხოლოდ ეს არის!

20 მარტი, 2023 წ.


George Gordon Byron - Solitude

To sit on rocks, to muse o'er flood and fell,
To slowly trace the forest's shady scene,
Where things that own not man's dominion dwell,
And mortal foot hath ne'er or rarely been;
To climb the trackless mountain all unseen,
With the wild flock that never needs a fold;
Alone o'er steeps and foaming falls to lean;
This is not solitude, 'tis but to hold
Converse with Nature's charms, and view her stores unrolled.

But midst the crowd, the hurry, the shock of men,
To hear, to see, to feel and to possess,
And roam alone, the world's tired denizen,
With none who bless us, none whom we can bless;
Minions of splendour shrinking from distress!
None that, with kindred consciousness endued,
If we were not, would seem to smile the less
Of all the flattered, followed, sought and sued;
This is to be alone; this, this is solitude!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები