ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სანდრო რუხი
ჟანრი: თარგმანი
20 მარტი, 2023


ყორანი

ედგარ ალან პო
თარგმანი: სანდრო რუხი

ერთ პირქუშ ღამეს, როს დაქანცული ფიქრს მივცემოდი,
და მივიწყებულ ლათაიების უცხო ტომს ვშლიდი −
თითქმის ჩამთვლიმა, თავი ჩავქინდრე, კაკუნი ისმის,
თითქოსდა ვიღაც ნაზად ჩემს კარს სცემს, სცემს ჩემს კარს ოდის.
„სტუმარია თუ“ − ჩავიჩურჩულე, „სცემ  ჩემს კარს ოდის −
მხოლოდღა ხმაა ჩემს კარზე როკვის“.

ხო, კარგად მახსოვს, დეკემბერს იყო, ქარისიგან ცივი,
და მომაკვდავი ნაკვერჩხალი აჩრდილს ჰფენდა ძირს.
ძლიერ მინდოდა მე ალიონი; − ამაოდ მქონდა იმედი წიგნის,
იქ ვიპოვიდი სალბუნს მე სევდის,  მასევდიანებს სიკვდილი მისი −
გამორჩეული, მზისებრი ქალის, ანგელოზებმა არქვეს ლენორი −
უსახელოა, არა ჰყავს სწორი.

იისფერ ფარდის აჩრდილისებრი და ნაღვლიანი თვით ეს შრაშუნი
შიშის ზარს მცემდა და აღმავსებდა თვით განუცდელი ზღაპრული შიშით,
ისევ მიცემდა გული ამ შიშით, და ვიმეორებ სიტყვებს თავისით,
„თვით ეს სტუმარი მვედრებს შემოსვლას ჩემს ოთახს ოდის −
ღამის სტუმარი მვედრებს შემოსვლას ჩემს ოთახს ოდის; −
მხოლოდ ესღაა − თხოვნა შემოსვლის.
   
ახლა მხნეობით გული ჯერდება, აღარ ვყოყმანობ, ეჭვიც ფერხდება,
ვამბობ. „ბატონო, ან ქალბატონო, უმორჩილესად გთხოვთ, მიტევებას;
რადგან მე ვთვლემდი, შენ კი ესოდენ ნაზად კარს სცემდი,
და ასე ჩუმად მოხვედი ღამით, მოხვედი ღამით ჩემს კართან ოდის,
შენ თუ იყავი, ეჭვით ვფიქრობდი“ − გავაღე ფართოდ მე კარი ოდის; −
მხოლოდ ესღაა − წყვდიადი რომ კრთის.

ვუცქერ მოქუფრულ წყვდიადს წიაღში, ვდგავარ და მიკვირს, შიში მაქვს არსში,
ვეჭვობ, ვოცნებობ უკვდავ ოცნებით, მე არ მქონია მსგავსი ფიქრები;
სიჩუმე იყო დაურღვეველი, სიმშვიდეს ჰქონდა ფუჭი ნიშნები,
მხოლოდ ეს სიტყვა, თქმული ჩურჩულით, იყო „ლენორი?“
ვჩურჩულებდი და ექოდ პასუხი მიბრუნდებოდა სიტყვით, „ლენორი!“ –
მხოლოდ ესღაა, სხვა არრა მოდის.

და როს დავბრუნდი ოთახში, ვგრძნობდი, სული იწვოდა ცეცხლის კალთაში,
ისევ მომესმა კაკუნი კარზე, უფრო ძლიერი და უდიერი.
„ეჭვი არ არის,“ − ვთქვი, − „რაღაც არის ფანჯრის ცხაურთან;
მოდი, ვნახოთ იქ თუ რა არის, ამ საიდუმლოს მოვფენ მე ნათელს −
და ჩემი გულიც, თვით, დამშვიდდება, მე ამოუცნობს როდესაც ვამხელ; −
მხოლოდ ესღაა, ქარი გაშლის ფრთებს!“
 
მკვეთრად გავაღე მე დარაბები, ფრთხიალით, თრთოლვით აქ შემოფრინდა
თვით დიდებული ყორანი იგი, გარდასულ დროთა, თვით დროთა წმინდა,
მოუსალმებლად შემოფრინდა და ის არ დაყოვნდა წუთზეც თუ წამზეც,
ლედის და ლორდის იერით, სახით, შემოსკუპდა ის ოთახის კარზე −
დაჯდა ბიუსტზე პალასისას და დასკუპდა ზემოთ, ოთახის კარზე −
მხოლოდ ესღაა დაჯდა ის კარზე.
           
ჩემს სევდას თვით ეს შავი ყორანი ახვედრებს მაცდურ და მშთანთქმელ  ღიმილს,
მტკიცე და დინჯი ვითომ-და ზრდილი გამოხედვითვე თვით იერსახებს,
ვუთხარ მას: „გხურავს თვით-ეს ლაჩაქი, თუმცა არა ხარ ნამდვილად მხდალი,
უმოწყალო და ძველი ყორანი ჰკვეთს  უკუნეთის და ღამის საზღვრებს, −
მეტყვი შენს სახელს თუ რა გიწოდო, რას გიწოდებენ შენ სტიქსის საზღვრებს!“
და ამბობს იგი, რომ „არასოდეს.“

ტლანქი ფრინველის ნათლად ნათქვამი სიტყვის მოსმენით მე ვოცდებოდი,
თუმც ამ პასუხებს ჰყვა მცირე აზრი − უადგილო და უთვისო არსი,
ვერავინ შეძლებს, რომ დაეთანხმოს და თქვას ოდესმე ცოცხალი კაცი
კურთხეულ იყო, რომ მას ეხილა ჩიტი თვით მისი ოთახის კარზე −
ჩიტი თუ მხეცი ნაკვეთ ბიუსტზე, თვით საკუთარი ოთახის კარზე,
და იგი ჩხავის, რომ „არასოდეს.“
   
თუმცა უდრტვინველ ბიუსტს ყორანი მარტო იჯდა და ამბობდა მხოლოდ
ერთადერთ სიტყვას, თითქოს თვის სული თვით იმ სიტყვაში რომ ჩააქსოვა,
და სხვა არარა წარმოთქვა ჩიტმა − ფრთებს მოქნევაც კი აღარ არგუნა −
ვიდრე ჩურჩულით თითქმის მე არ ვთქვი, „წავა დილითვე და მიმატოვებს, −
როგორც იმედმა ადრე დამტოვა და მეგობრებმა მარტოდ დამტოვეს.“
ჩიტი კი ამბობს, რომ „არასოდეს.“

შევკრთი, როს მისმა მსგავსმა პასუხმა რომ დაარღვია თვით ეს სიმშვიდე,
ვთქვი, „რასაც ამბობს, მხოლოდ ეს სიტყვა, მხოლოდ ეს აზრი მან, მართ, იცოდეს,
და თვით უიღბლო სხვა ბატონისგან მას ეს ესწავლოს, ვისაც უწყალო
უბედობა თან სდევდა და სდევდა, მის სიმღერებში ეს მოისმოდეს
იმის სასოთა, იმედთ დაკრძალვა, სევდის ტვირთი კი მას თან დაჰქონდეს
თვით ყორნის სიტყვას, რომ „არასოდეს“.

ჩემს სევდას თვით ეს შავი ყორანი ახვედრებს მაცდურ და  მშთანთქმელ  ღიმილს,
მე მივაგორებ სავარძელს ჩიტთან, ახლოს კართან და ახლოს ბიუსტთან,
მერე ჩავჯექი თვით რბილ ხავერდზე, დავაკავშირე ფიქრი თვით ფიქრთან,
რისი თქმა უნდა, ამას ვფიქრობდი, იმ ჩიტს ავბედითს წინათვე ოდეს,
მრუმეს, უხეშს და საზარელ ყორანს, ჩამომხმარ ფრინველს წინათვე ოდეს
როცა ის ჩხავის, რომ „არასოდეს.“
   
მერე დავჯექ გამოვიცნო, მარცვალიც ვერ წარმოვუთქვი
ფრინველს, ის კი მწველი მზერით ახლა მკერდში შემომჭროდა;
მეტის ცნობას რომ ვცდილობდი, თავი მჩატედ გადავწიე
ხავერდოვან სავარძელზე, ჭრაქის შუქი თავს უკრთოდეს,
თუმც იისფერ-ხავერდისფერს ჭრაქის შუქი თავზე კრთოდეს,
სატრფო იტყვის არასოდეს!

მომეჩვენა, რომ ჰაერი სურნელებით გაიჯერა უჩინარი საკმვეველთა,
მას აკმევდნენ სერაფიმნი − ვისი ფეხნიც მიწას ზარის ხმებით რეკდა.
„არამზადავ,“ − დავიყვირე – „შენმა ღმერთმა შენ გარგუნა ანგელოზთა ხელით შვება
მწუხარების გაქარვება, რომ ლენორი არ გახსოვდეს,
ეს სალბუნი ხარბად შესვი, ლენორი რომ არ გახსოვდეს!“
ჩხავის ყვავი: „არასოდეს!

„მაცნეა“, ვთქვი, „ავის მთქმელია! − კეთილია თუ ავის მქნელია! –
ეშმაკისაგან წარმოსული ხარ, თუ ქარს შენ მოჰყევ აქ ამ ნაპირას,
მიტოვებულთან, თუმც უშიშართან, მომნუსხველსა და უცხო მიწასთან −
შიშით აღსავსე სახლში მოსულო, სიმართლე მითხარ, ამასა გთხოვდე,
გილაადში მაქვს სალბუნი, შვება? − ეს მითხარ, ეს თქვი, ამასა გთხოვდე.
ყვავი კი ამბოსბ, რომ „არასოდეს.“

„მაცნეა“, ვთქვი, „ავის მთქმელი! − კეთილი თუ ავის მქნელი! –
ზეცის ხათრით, ღმერთის ხათრით, ორივე რომ ასე ვეტრფით −
ამ სულს უთხარ ნაღვლით სავსეს, თუ შორეულ ედემს ტრფობდეს
ლენორს, ვისაც ანგელოზთა არქვეს, მისით რომ ხარობდეს,
მზისებრ ლენორს ანგელოზთა სახელრქმეულს, მას შერთვოდეს,
ყორანმა თქვა: „არასოდეს.“

„ყორანო ან მეგობარო, ეს სიტყვა იყოს ჩვენი გზების გაყრის ნიშანი,“ −
შევფრხთი, ვუთხარი: „უკან გაბრუნდი, გაჰყევ ქარიშხალს სტიქსის ნაპირად!
აქ არ დატოვო შავი ბუმბული, სულით ნათქვამი ტყუილის ხატად,
მე სიმარტოვეს აქვე დამტოვე! − ბიუსტსა და ჩემს კარს შორდე!
ეგ ნისკარტი გულს მაშორე, მოაშორე ჩემს კარს ოდეს!“
ყორანმა თქვა: „არასოდეს“

და ყორანი არ ფარფატებს, ისევ ზის და ისევ უზის
ფერმკრთალ ბიუსტს პალასისას, ზე თვით ჩემი ოდის კარზე,
თვალნი მისი დემონს უგავს, როს მას ჰქონდეს ზმანებისას,
ჭრაქის შუქზე მისი ჩრდილი იღვენთება იატაკზე,
ჩემი სულიც აჩრდილიდან, რომ დაცურავს იატაკზე,
აღარ აღდგეს, მუდამ დარჩეს.





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები