რა ბედნიერნი ვიყავით მაშინ, ნი, რა შორსაა ქოხი ალიზის... დარჩები მარად შენ ჩემს ხილვაში, მწუხარე, როგორც ჩამავალი მზე.
და როცა სულო, ქარაფთან მდგარი, უკანასკნელ წამს შევსვამ პეშვებით, შენთან დარჩება პოეტის ქნარი, მე ლურჯ უფსკრულში გადავეშვები.
შვებად მექცევა, იცოდე დაჭრილს, შენ მომიგონე რაინდად, დენდად, ნი, მე ისევ იმ ღამეში დავრჩი და აქამომდე აღარ გათენდა.
ასე მომყვება ფერები რუხი და მახვევია გარს ბომონები, ვერას ვუხერხებ მოვარდნილ წუხილს, ვეღარ იტევენ ეს სტრიქონებიც.
და ვგავარ ახლა მოარულ შეშლილს, არა, ძვირფასო, მიშველის დრო ვერ, ნი, უკვდავების მაგივრად შენში, მე აღსასრული ჩემი ვიპოვე.
არა, არ ვნანობ, რაც არის, არის, სევდაა ყველა მწერლის ხელობა, სულ ცოტა დარჩა, ჩადგება ქარი და ჩავბარდები უსახელობას.
ნი, გამოგძერწე დილის ნამიდან, არ მეპატიე, დაღლილს ცოდვებით, ნუ განმსჯი, რადგან ზეცაც არ მინდა, მე მაწანწალა ვარ მოწოდებით!
დანტე დარდიანი 22/03/2023
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ისევ დარდიანია ჩვენი დანტე დაიანი?! ისევ დარდიანია ჩვენი დანტე დაიანი?!
1. შაკო ბაკურაძის კრებულის მერე კი ძნელია, ნინოსადმი მიძღვნილი რამე მოგეწონოს, მაგრამ უფრო კარვისკენ არის. შაკო ბაკურაძის კრებულის მერე კი ძნელია, ნინოსადმი მიძღვნილი რამე მოგეწონოს, მაგრამ უფრო კარვისკენ არის.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|