ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცისკაძე ოთარი
ჟანრი: თარგმანი
22 მარტი, 2023


Анна Ахматова – Реквием (გაგრძელება)

ანა ახმატოვა - რეკვიემი

შესავალი

იცინოდა იმ დროს მხოლოდ მკვდარი,
ასცდებოდა რადგან შიშით ღელვას,
ირწეოდა ციხეების მცდარი
დანამატი - ლენინგრადი დღეღამ.

თვალს მოკრავდით გაშმაგებულ ბღვერას
მისჯილების უსასრულო მწკრივში,
წააგავდა განშორების მღერას,
ორთქმავალი რომ მორთავდა კივილს.

ცამ სიკვდილის ვარსკვლავები ჩეკა,
დაკრუნჩხავდა შეუცდომელ რუსეთს
და თელავდა სისხლიანი ჩექმა,
სამთავრობო მანქანები მრუმე.

1935

1. 

უთენია კარი გამოვაღეთ,
წაგიყვანეს ჩხრეკის მერე ჩქარა
და ქვითინი აუვარდათ ბალღებს,
სახატესთან კელაპტარი ჩაქრა.

ცივი ბაგე და სხეულის თრთოლა,
შუბლზე ოფლი და ღაწვებზე ცრემლი, 
მეამბოხე მსროლელების ცოლთა
მსგავსად გიგლოვ გოდოლებთან კრემლის.

1935

2.

წყნარი დონის მირაკრაკებს წყალი,
ქარვისფერი მთვარე შედის სახლში,
დაუხურავს ალმაცერად ჩაჩი,
ქარვისფერი მთვარე ამჩნევს აჩრდილს.

სნეულ სახეს ხედავს მთვარის სხივი,
ეს ქალია მარტოხელა, ქვრივი,
ციხეშია შვილი, ქალი მოცდით
დაიტანჯა, ანუგეშეთ ლოცვით!

1938

3.

ეს მე არა ვარ, სხვა ეწამება.
წელში გამწყვეტდა ეს სატანჯველი,
დაე, თავზარი გლოვის ძაძებმა
დაფაროს, ჩაქრეს, დაე, კანდელიც...
ღამეა.

1939

4.

რა გადაგხდება თავს, რომ იცოდე -
ოხუნჯს, ნებიერს ამხანაგების,
„სამეფო სოფლის“ მხიარულ მცოდველს,
რა განსაცდელი გელის განგებით -
რომ მესამასე, ამანათებით,
რიგში იდგები  „ჯვრების“  თაღებთან,
ახალ წელს შენი ცხარე ნაცრემლით
ფერხთით ყინული რარიგ გალღვება.
ალვა ირწევა იქვე სათუთად,
ო, რამდენია შიგნით ნაცემი,
კვდომამ რამდენი დაისაკუთრა...

1938

(გაგრძელება იქნება)


Анна Ахматова – Реквием (продолжение)

Вступление

Это было, когда улыбался
Только мертвый, спокойствию рад.
И ненужным привеском качался
Возле тюрем своих Ленинград.

И когда, обезумев от муки,
Шли уже осужденных полки,
И короткую песню разлуки
Паровозные пели гудки,

Звезды смерти стояли над нами,
И безвинная корчилась Русь
Под кровавыми сапогами
И под шинами черных марусь.

          1

Уводили тебя на рассвете,
За тобой, как на выносе, шла,
В темной горнице плакали дети,
У божницы свеча оплыла.
На губах твоих холод иконки,
Смертный пот на челе... Не забыть!
Буду я, как стрелецкие женки,
Под кремлевскими башнями выть.

    [Ноябрь] 1935, Москва


          2

Тихо льется тихий Дон,
Желтый месяц входит в дом.

Входит в шапке набекрень,
Видит желтый месяц тень.

Эта женщина больна,
Эта женщина одна.

Муж в могиле, сын в тюрьме,
Помолитесь обо мне.

    1938




3

Нет, это не я, это кто-то другой страдает.
Я бы так не могла, а то, что случилось,
Пусть черные сукна покроют,
И пусть унесут фонари...
                        Ночь.

    1939

          4

Показать бы тебе, насмешнице
И любимице всех друзей,
Царскосельской веселой грешнице,
Что случится с жизнью твоей -
Как трехсотая, с передачею,
Под Крестами будешь стоять

И своею слезою горячею
Новогодний лед прожигать.
Там тюремный тополь качается,
И ни звука - а сколько там
Неповинных жизней кончается...

    1938


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები