ღამეა, ბარდნის, ვგავარ მთვარეულს, ქარში დავეძებ დაკარგულ იღბალს, დავცინი ჩემს ჩრდილს, ნაბიჯარეულს და გულგრილობით კაეშანს ვნიღბავ.
ცხოვრება მოჰგავს მორყეულ ურემს, როგორმე წელსაც შევძლებ, გავატან, წინ ჩამისაფრდა ღამის სიმრუმე, მთვარის არ მოსვლას ვიღებ ღალატად.
გავურბი ფიქრებს, დღეებს, საათებს, ვჯღაბნი სტრიქონებს პოეტის საგზალს, ეს გზა უფსკრულში მამისამართებს იქნება არ მაქვს ძვირფასო, სხვა გზა.
ვით ხარირემი, მინდორ-ველს ტრიალს ვეძებდი, განა ამ მწირ სარბიელს... და ყველაფერი რაც მინატრია, თითქოს გზადაგზა მიმოვაბნიე.
შენს სარკმელთან კვლავ გაკრთება ლანდი, გადააბრალებ ფიქრის ჩვენებას, ამაოდ მელი, გარეთ კი ბარდნის, გულით გატარებ, ოღონდ ჩემებურს.
არ ვიცი რატომ განვიცდი ამდენს, მშორდება მიწა კალამს მინდობილს, მშვიდობით ანდა იქნებ ნახვამდის, ნახვამდის ანდა იქნებ მშვიდობით...
დანტე დარდიანი 22/01/2020
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ანანე კიკნაძე მადლობა. თანამედროვე პოეზიას მე ვერ ვეწყობი და არც მაქვს ასეთი მიზანი )) ანანე კიკნაძე მადლობა. თანამედროვე პოეზიას მე ვერ ვეწყობი და არც მაქვს ასეთი მიზანი ))
2. რამდენიმე ძალიან კარგი მომენტია, უბრალოდ რაღაც მომენტები ძალიან აძველებს, სხვა დროში მაგდებს და ამ გადმოსახედიდა ვერ ვუახდენ თანამედროვე პოეზიას. წარმატება. რამდენიმე ძალიან კარგი მომენტია, უბრალოდ რაღაც მომენტები ძალიან აძველებს, სხვა დროში მაგდებს და ამ გადმოსახედიდა ვერ ვუახდენ თანამედროვე პოეზიას. წარმატება.
1. განწყობის უკეთესობისკენ შეცვლას გისურვვებ.
"არ ვიცი რატომ განვიცდი ამდენს"? გაზაფხულია, გაზაფხულია.სიყვარულმა გაზაფხულზე გახელება იცის! განწყობის უკეთესობისკენ შეცვლას გისურვვებ.
"არ ვიცი რატომ განვიცდი ამდენს"? გაზაფხულია, გაზაფხულია.სიყვარულმა გაზაფხულზე გახელება იცის!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|