მომავლის უსულო ანარეკლებში დაკარგულო ჩემო სულო, გული მერევა. როგორც იქნა, სწორი რეაქცია მაქვს სამყაროს მიმართ. სურვილების ლაბირინთში გახლართულო ჩემო სულო, ბედნიერება რად გინდა?! იქ, სადაც სიმსუბუქე და თავისუფლებაა, სადაც გულისრევაა.
შაინ ონი თექვსმეტი წუთი და ორმოცდაშვიდი წამიდან ჩვიდმეტი ორმოცდაათამდე.
ყოველ ღამით, მარტოობისგან მოგვრილო სიხარულო გამოგელევა სიბნელე და გაქრები უმზეობის ჩრდილებთან ერთად. ყველა ძაღლი და მამალი გიხმობენ ერთხმად, სამჯერ თუ ოთხჯერ, რა აზრი აქვს, არ გესმის მათი, ქაშმირს რთავ და ოთხწუთსა და შვიდწამს ელოდები. და ღამე გადის შენგან. ხედავ უფალო, რამ წამართვა შენთან დასაბრუნებელი სინანული.?!
გარეთ წვიმს.
ელოდები და ღმერთი ისევ არ მოდის, გასათბობად ისევ მზეს უშვებს, ამოდის, მხოლოდ ის გამოგდის რომ დილით ბებიას უთხრა მამალი დაკალიო, სინდისს იმშვიდებ.
ლექსებს ვეღარ ვწერ, შეამჩნევდით. გადავეჩვიე, ემოციების განცდას. განცდას, დიახ, არა დაწერას! ვფიქრობდი ჩაცმას, ისევ თავიდან, მაგრამ სული გამიუხეშდა, შემდეგ კი, ერთი კაცის ერთი ჭიქასავით მწარედ ჩამიტყდა.
ღამის აღწერას აქ მოვრჩები და ველოდები ღმერთო შენს ნიშანს, უკვე ჩახოხბილს, ცხელ-ცხელსა და არომატიანს. ყველა მოციქულს ასე ვუზამ, ასე მივიღებ, კვერცხებთან და მწვანილთან ერთად სანამ არ მოხვალ, სანამ ადგომას არ ინებებ და არ ჩამოხვალ, ყველა შენს მამალს დავიჭერ და ბებო ჩახოხბავს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|