ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
1 აპრილი, 2023


Борис Пастернак – Сон

ბორის პასტერნაკი - სიზმარი

მე შუშის მიღმა სთველს ვხედავდი დანასიზმრებით,
თავს გაირთობდი ნაცნობ წრეში  გარეშემოთა,
ვით შევარდენი სისხლიანი ნანადირევით,
გული მოწყვეტით შენს მტევანზე დაეშვებოდა.

დრო გადიოდა, ყუჩდებოდა ხანშიშესული;
ავარაყებდა დაფიონი ნათლის სვეტებით
ბაღიდან მინებს და მოჩანდა მათზე შესხმული
სისხლგარეული ანაცრემლი დამდგარ სექტემბრის.

დრო გადიოდა, შეილახა როგორც თოვლჭრელი
სავარძლის სტავრა და დაეტყო ბევრგან ნახევი,
გულმხიარული დამდუმარდი მსგავსად მგლოველის,
გაქრა სიზმარი, ვით შემწყდარი ზარის ნახმევი.

გამომეღვიძა. სთველს სიმუქით ჰგავდა ცამრგვალი
განთიადისას, შორეთისკენ მქროლი გრიგალი,
ვით საზიდრიდან ატაცებულ კონას ნამკალის,
ერეკებოდა ცაში აჭრილ არყებს გრიალით.

1 აპრილი, 2023 წ.


Борис Пастернак – Сон

Мне снилась осень в полусвете стекол,
Друзья и ты в их шутовской гурьбе,
И, как с небес добывший крови сокол,
Спускалось сердце на руку к тебе.

Но время шло, и старилось, и глохло,
И, поволокой рамы серебря,
Заря из сада обдавала стекла
Кровавыми слезами сентября.

Но время шло и старилось. И рыхлый,
Как лед, трещал и таял кресел шелк.
Вдруг, громкая, запнулась ты и стихла,
И сон, как отзвук колокола, смолк.

Я пробудился. Был, как осень, темен
Рассвет, и ветер, удаляясь, нес,
Как за возом бегущий дождь соломин,
Гряду бегущих по небу берез.

1913, 1928

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები