ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
4 აპრილი, 2023


საგაზაფხულო

კვირტის გულები გახსნეს ნუშებმა,
დაქრის ნიავი, დაგაზაფხულობს.
ნაზამთრი უცებ მოუშუშდება
ხეს, მზე როგორც კი მოინახულებს.
ახალშობილის ასდის სურნელი
მიწას, ბალახს და ფერად ყვავილნარს.
სიო კი ისევ თავს ისულელებს,
ცეკვავს ჩიტებთან  რაღაცნაირად...,
ღრუბლის ოვალში ზის მზე ბროშივით.
მოუჩითიათ ველი ბაიებს.
და გაზაფხულის მწვანე ქოშები
ნიავს სად მიაქვს, ვინ რას გაიგებს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები