ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცისკაძე ოთარი
ჟანრი: თარგმანი
6 აპრილი, 2023


Борис Пастернак - Любимая, – жуть! Когда любит поэт

ბორის პასტერნაკი - სახიფათოა, თუკი პოეტს შეუყვარდები

სახიფათოა, თუკი პოეტს შეუყვარდები -
ცხოვრება გიწევს ბობოქარი ღმერთის კარნახით,
ქვეყნად ქაოსი გამეფდება შეუწყნარები
და კიდევ ერთხელ დაბრუნდება ერა ნამარხი.

აეცრემლება მას ტონობით ნისლით თვალები,
გადაშენებულ მამონტს მოჰგავს მისი ნატურა.
მოდიდან გასულს, დასცინიან შეუბრალებლივ,
გაეფლანგება ძვირფასი დრო ფუქსავატურად.

ხედავს ქორწილებს და სიცილის შეცვლას ქვითქვითით,
ბილწ მემთვრალეთა ღრიანცელით ღიზიანდება,
ამჩნევს ჭაობის ბაყაყების მდარე ქვირითი,
ვით შეურაცხავთ პაიუსის ხიზილალებად,

ცხოვრებას, ვატოს ოხუნჯობით სამარგალიტოს,
ვით ამდარებენ, დაიყვანენ სათუთუნემდე; 
შურს იძიებენ მასზე, სჯიან სამაგალითოდ
და სამარცხვინო ბოძზე გაკვრას განუკუთვნებენ,

ისინი, ვისაც ფუფუნება წრეგადასული
ამუქთახორებს, მოუწყობენ გასამართლებას, 
რადგან ამფორის აღვირახსნილ ბაკხელ ასულის
მსგავსად აიყვანს თქვენს დას ხელში გასაბახებლად.

თავის კოცნაში მოათავსებს დნობას ანდების,
სტეპების ცისკრებს, როცა ცაზე მნათი მთიების
წინამძღოლობით ჟამი დგება განთიადების
და თეთრდებიან იისფერი იაკინთები, 

ხევხუვთა სუნთქვას უსაბამო საუკუნეთა, 
ფლორის სამოსელს, დედამიწის მკერდზე ამოსულს, 
ტიფოზურ სევდის ლეიბების ნაზავს სურნელთა
და ქვესკნელიდან ამოხეთქილ გზნებას ქაოსურს.

6 აპრილი, 2023 წ.


Борис Пастернак - Любимая, – жуть! Когда любит поэт

Любимая, – жуть! Когда любит поэт,
Влюбляется бог неприкаянный.
И хаос опять выползает на свет,
Как во времена ископаемых.

Глаза ему тонны туманов слезят.
Он застлан. Он кажется мамонтом.
Он вышел из моды. Он знает – нельзя:
Прошли времена и – безграмотно.

Он видит, как свадьбы справляют вокруг.
Как спаивают, просыпаются.
Как общелягушечью эту икру
Зовут, обрядив ее, – паюсной.

Как жизнь, как жемчужную шутку Ватто,
Умеют обнять табакеркою.
И мстят ему, может быть, только за то,
Что там, где кривят и коверкают,

Где лжет и кадит, ухмыляясь, комфорт
И трутнями трутся и ползают,
Он вашу сестру, как вакханку с амфор,
Подымет с земли и использует.

И таянье Андов вольет в поцелуй,
И утро в степи, под владычеством
Пылящихся звезд, когда ночь по селу
Белеющим блеяньем тычется.

И всем, чем дышалось оврагам века,
Всей тьмой ботанической ризницы
Пахнёт по тифозной тоске тюфяка,
И хаосом зарослей брызнется.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები