ასეთად დარჩეს მოგონება შენ რომ გეკუთვნის, წაიღებს,ალბათ ღრუბლებიან ამინდს წარსული, მე ასე მახსოვს ის,რაც უკვე აღარ მეკუთვნის, წლებია თურმე უთვალავი უკვე გასული
ფიქრებს მოპარულს შეინახავს ძველი ალბომი, ყველა ღიმილი იმ ალბომში მხოლოდ შენია, შენ ხარ ფიქრი და რაც მაცოცხლებს ამ ქვეყანაზე, მე სხვა ოცნება ამის გარდა არ დამრჩენია.
ახლა ფეთქდება გაზაფხული გარეთ კვირტებად, არადა მძულდა,თუმცა მიყვარს უკვე მაისი, ვშიშობ ფიქრებიც ამერია გაგიკვირდებათ და ამომავალს მირჩევნია უკვე დაისი…
ასეთად დარჩეს მოგონება,იყოს ეული, მე რაღა მიჭირს შემელევა ალბათ იარა, მეფიქრება რომ შენ არ დარჩე გზა არეული, თორემ ჩემ ბედმა დაწერიდან მაგ გზით იარა…
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. მოკითხვის ბარათს გავს, უფრო მძაფრი ... მოკითხვის ბარათს გავს, უფრო მძაფრი ...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|