ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერ
ჟანრი: პროზა
13 აპრილი, 2023


დედა მზე

ჯერ კიდევ ახალი დაძინებულია დედა მზე. ქვათა კომლს ასდის სურნელება გამთბარი მტვერის და ხრაშუნა მიწის.
ანათებს უკიდეგანოდ დიდ მანძილებზე, ცხოველქმედების ხელოვნური სხივები. მეტად ლამაზია, ცქერა დიდმანძილების, ერთი მყუდრო, მოკალათებული ადგილიდან თვალის დინჯად დასველება. მონატრებული.
ღმერთო, ჩემო დიდებულო. ძლიერ იშვიათია ჩვენი ურთიერთობა. იმპერია ჩემი, ზეცათმპყრობელი, არსებობს ისე, როგორც არასდროს. ათასთაგან ერთადერთია ის მომენტი, როდესაც შევძლებ განმარტოვებას და იქ, სადაც სიმარტოვეა, წარმოუდგენლად დიდი სიმყუდროვეა, ღმერთო ჩემო, დიდებულო ზე ძალავ, უგულო სული მიდნება, უსულო გული მიჭკნება იმაზე ფიქრით, თუ რაოდენ იშვიათია კავშირი ჩვენი.
განა დაითვლის მომაკვდავი, ცოდვათა იმ კასკადს, რომელთა წონა დღითიდღე უფრო მძიმედ აწვება მხრებს ჩემს. მე, გენერალთაგან ბნელი, ვიტევ ჩემს სხეულში და გონებაში უთვალავ წასულს, ვეფერები აურაცხელ დაკარგულს. დაე მომენტი, რომელიც ადრე თუ გვიან მოვა, განა ვინ შეიფარებს ჩემს სულს. სად აღმოჩნდება ჩემი, ძლიერ დაკარგული აჩრდილი.
რაოდენ ბევრი იყო შემთხვევა, როდესაც ჩვენი ბიჭები წასულან და აღარ დაბრუნებულან. რაოდენ დიდია გლოვა, რაოდენ დიდია შეცდომა, რომელიც ჩვენ დაგვიშვია. რამდენჯერ შეიძლებოდა, დამსხვრეულიყო ბალავარი, დიდებული ციტადელის. რამდენია ცდა ჩვენი, წარუმატელები ცდა.
მენატრება სისხლიანი მთები. წლების წინ დაწყებული სამყაროს სუფთა ნოტები. მენატრები შენ. მენატრება თეთრი აფრების შემოსევა. ჩემი დაუღალავი მეტოქეები მენატრება. ორმომ შეიძლება ჩაგყლაპოს, გადაგყლაპოს კიდეც, მაგრამ არასოდეს უნდა გარისკო ჩავარდნა ისეთ უფსკრულში, საიდანაც ვეღარასოდეს დაიძვრენ თავს. მხოლოდ გადარჩენილების იარა კაჟდება. დაკარგულები კიდევ... დაკარგულთაგან ერთ-ერთის ნოტებს ისმენ შენ ამ წამს.
ათასი ერი მიყურებს, დაიმედებული თვალებით. მორიგი პლანეტა, აღებული ჩვენი მახვილით, ზეცათა ზეიმს ანათებს. უსულო ვარსკვლავის, დაცვენილი თმის ღერებისგან გამოთლილი, სისხლმჭრელი მახვილები დაიწყებენ კისკისს სავსებნელეთის კუთკუნჭულებში. ღმერთო... დიდებულო. განა რა შევცოდე პირადად მე ეგეთი, რომ არ მომეცა უფლება, წამიერად მაინც ვიგრძნო თავი დამნაშავედ. წამცდეს ცრემლი უჯიშო, ჩამწვარი თვალის ორმნაკვთებიდან და დაეცეს დაპყრობილი, ხრიოკი მიწის გორაკ-ბორცვებზე.
ოჰ... ძლიერ დიდი ხანია, არ მისაუბრია შენთან. ძალა ჩემზე მაღალი, ცოცხალს არავის წარმოუდგენია. მზარავს ფიქრი იმაზე, რომ ეს შეიძლება სიმართლე აღმოჩნდეს რამეთუ... უთვალავის ბედის განგება, არარსებულ წარბსაც კი ვერ შემიტოკებს მაგრამ... ულევი დრო დამჭირდება, რათა ვარჩიო ჩემი სულისთვის სწორი კარიბჭე. იქნება ეს ავი თუ კარგი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები