მთავარი გვერდი
პორტალის შესახებ
რეგისტრაცია
ნაწარმოებები
კომენტარები
რეცენზიები
დღიურები
წევრები
ლიტ-მოვლენა
ილუსტრაცია
მოგვწერეთ
ძებნა
ფორუმი
ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
* * *
გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.
* * *
დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!
ყველა ნაწარმოები
ავტორი:
პაპუნა ფირცხალაიშვილი
ჟანრი: იუმორისტული
14 აპრილი, 2023
სასაყვედურო ლექსი
გახსოვს ლექსებს რომ გიწერდი?
გიხსენებ და... კი ვიწყენ...
როგორც შენ მე დამივიწყე
მასე კაცს ვინ ივიწყებს?!
თავი თუ არ დაგიკარგავს
აღარც გამოგეყოფა,
ხალხი მტერსაც კი იგონებს
მითუმეტეს მეგობარს.
შეგარცხვინე, თუ შორიდან
თვალი მომკარ რიგით დღეს,
თუ კი ლექსი წაიკითხე
და მე არ მომიკითხე.
რაც შენ ასე დამივიწყე -
ხშირად ვხვდები მამაშენს,
ვმეგობრობთ და ვაჭახუნებთ,
ცხოვრება გვათამაშებს.
თუ შემთხვევით შემეჩეხე
წიხლი არ დაგაზილო!..
ერთი შენი ბლექჯეკიც
და ერთი შენი კაზინოც...
ახლა უნდა დავასრულო
კაცი ლექსად დავხვავდი.
მომენატრე, გაგიხსენე,
მოგიკითხე, ნახვამდის.
თუ მეგობრულ რჩევას ელი
გირჩევ ქალთან დაწვე და
უფალს რომ არ გავეჩინე
შენზე ლექსს ვინ დაწერდა?!
გადმოწერეთ PDF ფორმატში
კომენტარები
ილუსტრაციები
რეცენზიები
1.
საინტარესოა ვინაა ადრესატი ლექსის სასიმღეროა. მე რაღაც, უფრო სერიოზული და უფრო ლამაზი ლექსი მინდა.
საინტარესოა ვინაა ადრესატი ლექსის სასიმღეროა. მე რაღაც, უფრო სერიოზული და უფრო ლამაზი ლექსი მინდა.
მუხა.
2023-04-14 17:25:27
მონაცემები არ არის
მონაცემები არ არის
16.04.2026 01:18:11