 | ავტორი: დიოტიმა ჟანრი: პოეზია 16 აპრილი, 2023 |
#ლექსები ვიპოვე და ფინალზე ძალიან ვიხალისე. როგორ ჩანს ჩემი პიროვნული ხასიათი!
არ მახსოვდა, სერიოზულად დავიწყე კითხვა და ვიფიქრე, რა უბედურებაა ეს! რა ვაი- ვუი ამიტეხია-მეთქი და ფინალში გადავყირავდი. რომ დავწყნარდი ბოლოს, მივხვდი, კომპოზიცია მომიფიქრებია ასეთი - მაქსიმალური გრადაცია და მერე ტვისტი ნახტომში????????????
ვინც ლექსმცოდნეობით ტერმინებში ვერ ერკვევით და არც უნდა ერკვეოდეთ, მათთვის ასე ავხსნიდი: - აი, მთის მთლად წვერზე რომ ახვიდე, დადგე და მერე უცებ თავით, ტრიალ- ტრიალით გადმოეშვა. კიდევ რა უჭირს, თუ დაბლა წყალია და თან ცურვაც იცი????????????
Giorgi Lobzhanidze
ნინო დარბაისელი
თავნატირალი - - - - - - - (გ. ლობჟანიძეს)
ვაი სათქმელო, მოგვიანე გამვლელებისთვის ამაოდ გაწვდილ ხელისგულზე დადებულო, ხან კონტექსტიდან სადღაც, გაღმა გადატანილო; ანაგრამებო, მილიგრამობით ნაწვეთებო და ლექსებში დამარხულებო!
ვაი, სიტყვებო, ჩემს ლექსამდე არარსებულნო, ჩემი ნაკვნეტი ენის წვერზე დაბადებულნო! ეპითეტებო, მოკვიმატო მეტაფორებო; თქვენ გაწეწილო რითმებო და მონორითმებო!
ვაი, ბგერებო, ვაი, სუნთქვავ და შეგუბებულო სიჩუმეებო, ერთმანეთთან, როგორც შემეძლო, ისე შერთულ- შეხამებულნო!
ვაი თქვენ, ჩემო სტრიქონებო, ბავშვობიდანვე ნაზომ-ნაწონო, და უფრო კი, ვაი თქვენ, მთელო სტროფებო და სტროფოიდებო, ჩემგანვე ცივად გადახზულნო, ლექსმიღმა, ხრამში ჩაჩეხილნო, სულ იმის გამო, რომ ზოგჯერ რაღაც, თქვენზე მცირე თქვენზე მეტად და უმჯობესად მეჩვენებოდა.
და ვაის-ვაი, შენ - მკითხველო გზაარეულო, ჩემ კარს მომდგარო, პეშვი წყალიც რომ ვერ შეგასვი ლექსისთვის მაშვრალს და ამაოდ ჩიტის მწველავმა დასაპურებლად ხმიადიც რომ ვერ მოგიძიე;
და კიდევ უფრო ვაის-ვაი, შენ მკითხველო წარმოსახულო, თურმე ჩემთვის არგაჩენილო და არყოფნაში ჩარჩენილო!
და ვაის ვაი და ავაჰ-მე უშველებელი! - შენ, თავო ჩემო, შე საწყალო, რომ წერაზე ამაოდ დაშვერ!
და ახლა, როცა წყალ-მეწყერსაც გადაუვლია, ხავილისაგან ყელამოჩხაპნილ თავს ვუღიმი მრუმე სარკეში.
მე და საწყალი?! არ შეიძლება გულში მეტი დარდის შეშვება, ფეხზე ვიკიდებ ამ ყველაფერს. რა ადვილია - ფეხზე ვიკიდებ - გულზე მეშვება!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2.
მადლობა, მუხა! მაგ ადგილზე მე - ბევრს ვიცინი. როგორც ავტორმა, მე ხომ წინასწარ ვიცი, რომ ფანდი მაქვს მომზადებული მკითხველისათვის და ვცდილობ “მიმიკაზე არ შემემჩნეს”.
მადლობა, მუხა! მაგ ადგილზე მე - ბევრს ვიცინი. როგორც ავტორმა, მე ხომ წინასწარ ვიცი, რომ ფანდი მაქვს მომზადებული მკითხველისათვის და ვცდილობ “მიმიკაზე არ შემემჩნეს”.
1. და ლექსად რომ დაიწყე ფიქრები ეს კარგია და და ეს ვაის, ვაი არ მომწონს. და ლექსად რომ დაიწყე ფიქრები ეს კარგია და და ეს ვაის, ვაი არ მომწონს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|