ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
18 აპრილი, 2023


როცა თამაში - ვირტუალში - მოსაგებია

#ლექსები

ნინო დარბაისელი

როცა თამაში - ვირტუალში - მოსაგებია

მიღებულია შენი ბოდიში,
მიღებული და ნაპატიები,
არა იმიტომ, რომ ასეთი კეთილი და  გულმოწყალე ვარ,
უბრალოდ, უნდა მოვემზადო მე ახალი თამაშისათვის და
როგორც ფეხზე გამობმული სილის პარკი
- ჩქარ სირბილში სავარჯიშო,
შეჯიბრის დროს  სიმძიმე ხდება,
არპატიება  არ მჭირდება -
სიმძიმე აქვს და აზრი  კი  - არა.

როგორ აგიხსნა!
გასაგებად როგორ აგიხსნა?

ეს - ცხოვრებაა!
და ცხოვრებაში,
რეალობაში 
როგორც ფეხბურთში,
მოგებაა მთავარი მუდამ;
მოგება - ქულით, ფიზიკურით,
გამოსახულით და არა
ვინმეს წარმოსახულით,
მოგება  - არა მორალური,
სულიერი,
რამენნაირი,
არამედ ყველას თვალსაჩინო,
თორემ ვინ როგორ ითამაშა,
ან როგორი კლასი აჩვენა,
მხოლოდ ახლობლებს 
ან ამბის ამბად გადამცემებს თუ ეხსომებათ.

წარმოიდგინე,
მსაჯმა პენალტი რომ დანიშნოს მთლად უსამართლოდ და შედეგად - ბურთი გავიდეს და რომ წააგო,
წაგებული თამაშის მერე 
ამ ყველაფერს კოლეგიაზე კი გაარჩევენ,
ვიდეოს ბევრჯერ,
გულმოდგინედაც გადასინჯავენ,
დარწმუნდებიან,
მსაჯს - დიდ  საყვედურ ეტყვიან და გააფრთხილებენ,
თავისებურად იქნებ დასაჯონ,
იქნებ ბოდიშიც მოგიხადონ,
მაგრამ აქედან რა ხეირი აქვს დამარცხებულს,
მართალიც იყოს
ათასჯერ და ასიათასჯერ?
რა შეიცვლება?
ტურნირი ხომ არ დაიცდიდა,
ჰოდა, გაგრძელდა
და ვინც გავარდა -
-  გავარდა და ამასობაში დამთავრებულ ტურნირში კი  ვერ დაბრუნდება!

მე გაპატიე,
გულში - ცრემლო, ყელში - კატარო,
აღარ მანაღვლებ,
ენა ბევრიც რომ ატარტარო,
მაგრამ დაგბლოკავ
და არ მადარდებს,
რას ალოკავ, რას - არ ალოკავ,
ვინაობის დამმალავო შენ- ავატარო,
მე გაპატიე,
ან სულზე მობმულ სილის პარკად რატომ  გატარო!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები