ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: პოეზია
19 აპრილი, 2023


ეროტიკული ციკლიდან - პაპილონური III

#ლექსები

ნინო დარბაისელი

ეროტიკული ციკლიდან ,,პაპილონური”

1. ყვავილი - პაპილონს

შორით ფერადო,
თურმე ქვეშიდან 
რანაირი ხარ,
მაინც მინდიხარ!

2. ყვავილი - პაპილონს

ყველა ყვავილი
ერთხელ ხარობს
და ერთხელ კვდება.
ჩვენ  - ერთმანეთში
ჩავნეტარყუჩდით!

3. ყვავილი - პაპილონს

ერთ ყვავილს
აღარ უბრუნდები
აღარასოდეს.
მერე რა,
თუ ერთად იამეთ!

4. ყვავილი - პაპილონს

ნაორგაზმალი
დაღლილია პაპილონი,
გულგრილად მიდის.
ყვავილი - რჩება.

5. ყვავილი - პაპილონს

მოგაქვს ჟრჟოლა,
მოგაქვს სიბლანტე,
ხოლო მიგაქვს  - 
- ბუტკოდან მტვერი.

6. ყვავილი - პაპილონს

ასეთია თავდავიწყება:
აქტის ნაყოფი -
ცაფრენია ყვავილები,
ველად - პეპლების
ყვავილობა!

7. ყვავილი - პაპილონს

რა იყო შენი მოკარება!
აქ აღარა ვარ.
მაპატიე,
ვერ დაგელოდე!

8. ყვავილი - პაპილონს

მინდვრის ყვავილი -
ზედ პაპილონი.
მუდმივი პოზა.
არაფერი - გარდამავალი!

9. ყვავილი - პაპილონს

ქარაშოტი უნდა ვინატრო?
ადგილს მომწყვიტოს?
ვნებას ვდიო?
სად იმალები?

10. ყვავილი - პაპილონს

ერთადერთიო?!
ბევრიც მინახავს
ვნებით დამკვდარი პაპილონები!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები