4. # ეროტიკული ციკლიდან “პაპილონური”
1. ყვავილი- მუხლუხოს
-ტყუილად მაღოღდები, პაპილონს ველი! -შენმა პაპილონმა მოიჯერა ველი!
2. ყვავილი - პაპილონს
რამდენი მწერია, მე რა მიწერია! პაპილონ, მოგელი, საცა ეწერია!
3. ყვავილი -პაპილონს
შენ - ცის, მე - მიწის. ნეტარყოფით ცას და მიწას ვაჟრუანტელებთ.
4. ყვავილი - პაპილონს
ჰე, პაპილონო იერჭკვიანო, ბრიყვივით უნდა იეჭვიანო? - - დაგიბერაო სიომო ვნებით, გაუწექიო სიამოვნებით!
5. ყვავილი - მზეს
მზეო, მომეცი, ციურთა ვნება, პაპილონ, მეცი, მოდი თავნება! # ეროტიკული ციკლიდან “პაპილონური”
1. ყვავილი- მუხლუხოს
-ტყუილად მაღოღდები, პაპილონს ველი! -შენმა პაპილონმა მოიჯერა ველი!
2. ყვავილი - პაპილონს
რამდენი მწერია, მე რა მიწერია! პაპილონ, მოგელი, საცა ეწერია!
3. ყვავილი -პაპილონს
შენ - ცის, მე - მიწის. ნეტარყოფით ცას და მიწას ვაჟრუანტელებთ.
4. ყვავილი - პაპილონს
ჰე, პაპილონო იერჭკვიანო, ბრიყვივით უნდა იეჭვიანო? - - დაგიბერაო სიომო ვნებით, გაუწექიო სიამოვნებით!
5. ყვავილი - მზეს
მზეო, მომეცი, ციურთა ვნება, პაპილონ, მეცი, მოდი თავნება!
3. კომენტარში მთლიანად ვდებ მინიმალისტურ ეროტიკულ ციკლს ,, პაპილონური”, იმ სახით, რა სახითაც დღეს არსებობს და დღე- დღეზე იხილავს მკითხველი ბეჭდურად გამოქვეყნებულს:
პაპილონური
(მინიმალისტური ეროტიკის ციკლი)
1. პაპილონი
რა სჯობს - ვიდრე ხარ, დასტრიალებდე, ზედ ეჯდე ყვავილს, თუ ჭუპრად ჩაკვდე?
2. ერთი ყვავილი
დაახრჩობს ყლუპი … და რას ტირის ამ უწვიმობას!
3. მიტოვებული
მისი ხმა მესმის და ტკივილი შიგ გულში გააქვს!
4. აბლაბუდაში გაბმულის ეპიტაფია
ერთიღა მოასწრო, ,,ვახ, შენიცო “ და ბადეში გაბმული ვინ შეიცოდა? სისხლგამოწოვილმა ეს თქმა იცოდა: “ყვავილი ბევრია, ჩვენა ვართ ცოტა!”
5. ბაქიობა
დავფრინავ კარდაკარადა, სხვა პეპლებში მე ვარ ლომი. პაპილონი კი არა და, უნდა მერქვას პაპილომი!
6. მოგერიება
ეს ნაპეპლარი დამირჩა ბუდე. მოვიდა ხვლიკი, ალაგ ვერც ხია. ისევ იქაა, რაც შიგ შევუდე: - ერთი - ჭია და ორი - კვერცხია!
7. პაპილონს - ყვავილისაგან
რა გინდა, მწერო? სულ გინდა, მწერო, მწერო და მწერო?!
8. ნარცისისტს
ვიყავი კვერცხი, მუხლუხო, ჭუპრი, გავხდი - იმაგო. ახლა მოგინდა კოლექციისთვის ნემსით მიმაგო?
9. ტკბილი ბაღჩისა
ლეღვი რად ამბობს: - ჩამომეხსენი? მინდა, სიმწიფით გადამსკდარის ვჭამო მე ხსენი!
10. მსხმოიარისა
ეს რამოდენა გასხია, მსხალო! ხილს დიდმუცელას ვერსაიდან ვერ მივუდექი.
11. შიში
დამაფრთხობელი გასხლტომა ხვლიკის, ნიავში ჩალის აფაჩუნება!
12. მწერ-დამწერელთა
ციცინათელა?! - - ანათებს ბნელში, როცა ვისვენებთ. დღის სინათლეში - არის ერთი უგვანი მწერი.
13. შრომისმოყვარე
დასამტვერია მთელი ველი. სურვილია რა უცნაური - - ახლა წყვილად ტყეში თამაში.
14.თვითშეხსენება
პაპილონი ვარ, სხვა პეპლებში არ შეგეცვალო!
15. თვალთმაქცი
ის- ვითომ ბავშვი, მოყოლილი საგაზაფხულო პეპლაობაში.
16. დრო
ძველი ცოლ- ქმარი?! ახლა - და-ძმა, ადრე - მწოლ-მქნარი.
17. ყოფა
ის - ალიონზე ამდგარი ყლორტი, მე - ყვავილნარში მივეშურები.
18. ძველი მეძავი
არასდროს აკლდა არც - ძამილონი, არც- მამილონი, არც - პაპილონი.
19. არის სხვაობა
გვიყვარს ყვავილი. მე - პეპელა ვარ, ის - კრაზანა, ნექტარს რომ წოვს გათავებამდე.
20. ფარვანა
ეგეც კარგი პეპელაა! თვითონ - დაფრინავს, სხვანი - ფარავენ.
21. ვადა
არ შევეცილე სამდღიან პეპლებს?! - პაპოლონს ეგრე არ ეჩქარება!
22.. პაპილონი
არ დამიჭირო! მინდა, საცქერად ამ ფარფატით ანდა ფერით შენ მოგიტყუო!
23. ტოტი -წვიმაში
გვირგვინშემოცილ ყვავილს რომ ვხედავ, მენძრევა და მიტყდება სიცილ-ტირილისაგან.
24. ნაწვიმარზე
დაუშვა. შეწყდა. მკიდია ფრთაზე ნამის წვეთი. ქარი ტოტს ანძრევს.
1. ყვავილი - პაპილონს
შორით ფერადო, თურმე ქვეშიდან რანაირი ხარ, მაინც მინდიხარ!
2. ყვავილი - პაპილონს
ყველა ყვავილი ერთხელ ხარობს და ერთხელ კვდება. ჩვენ - ერთმანეთში ჩავნეტარყუჩდით!
3. ყვავილი - პაპილონს
ერთ ყვავილს აღარ უბრუნდები აღარასოდეს. მერე რა, თუ ერთად იამეთ!
4. ყვავილი - პაპილონს
ნაორგაზმალი დაღლილია პაპილონი, გულგრილად მიდის. ყვავილი - რჩება.
5. ყვავილი - პაპილონს
მოგაქვს ჟრჟოლა, მოგაქვს სიბლანტე, ხოლო მიგაქვს - - ბუტკოდან მტვერი.
6. ყვავილი - პაპილონს
ასეთია თავდავიწყება: აქტის ნაყოფი - ცაფრენია ყვავილები, ველად - პეპლების ყვავილობა!
7. ყვავილი - პაპილონს
რა იყო შენი მოკარება! აქ აღარა ვარ. მაპატიე, ვერ დაგელოდე!
8. ყვავილი - პაპილონს
მინდვრის ყვავილი - ზედ პაპილონი. მუდმივი პოზა. არაფერი - გარდამავალი!
9. ყვავილი - პაპილონს
ქარაშოტი უნდა ვინატრო? ადგილს მომწყვიტოს? ვნებას ვდიო? სად იმალები?
10. ყვავილი - პაპილონს
ერთადერთიო?! ბევრიც მინახავს ვნებით დამკვდარი პაპილონები!
11. ყვავილი -პაპილონს
გელი გვირგვინშელახული, ზედგადავლილი, უკვე ნექტარამოწოვილი, შენთვის მტვერი-ღა დამიტოვა მუშა-ფუტკარმა.
12.ყვავილი - პაპილონს
ნეტავი ვიყოთ: შენ - ყვავილი, მე - პაპილონი. სასიკვდილოდ დაგაცხრებოდი!
კომენტარში მთლიანად ვდებ მინიმალისტურ ეროტიკულ ციკლს ,, პაპილონური”, იმ სახით, რა სახითაც დღეს არსებობს და დღე- დღეზე იხილავს მკითხველი ბეჭდურად გამოქვეყნებულს:

2. მადლობა!
კიდევ უფრო სასაცილო იქნება, თუ გეცოდინებათ, რომ მუშა- ფუტკარს სქესი არ გააჩნია და რომ ფუტკართა მოდგმა საერთოდ, ,, სამსქესოვანია”. სადღაც წავიკითხე, ფომ როცა ფუტკარი ამოწყვეტის საშიშროების წინაშე დგება, მუშას შეუძლია აქტის გარეშე კვერცხი დადოსო და სუსტი მამრები იბადებიანო… მოკლედ, რაც მეტი იცი ფუტკართა საოცარი ყოფის შესახებ, მეტს იცინებ ადამიანი.. მეთორმეტე ნომერი არ დადებულა. ახლიდან ვცდი, დაელოდეთ! მადლობა!
კიდევ უფრო სასაცილო იქნება, თუ გეცოდინებათ, რომ მუშა- ფუტკარს სქესი არ გააჩნია და რომ ფუტკართა მოდგმა საერთოდ, ,, სამსქესოვანია”. სადღაც წავიკითხე, ფომ როცა ფუტკარი ამოწყვეტის საშიშროების წინაშე დგება, მუშას შეუძლია აქტის გარეშე კვერცხი დადოსო და სუსტი მამრები იბადებიანო… მოკლედ, რაც მეტი იცი ფუტკართა საოცარი ყოფის შესახებ, მეტს იცინებ ადამიანი.. მეთორმეტე ნომერი არ დადებულა. ახლიდან ვცდი, დაელოდეთ!
1. გულწრფელად სასაცილოა. გულწრფელად სასაცილოა.
|