ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
24 აპრილი, 2023


Булат Окуджава - Грузинская песня (Виноградная косточка)

https://www.youtube.com/watch?v=C--y4IvYDC0


ბულატ ოკუჯავა - ქართული სიმღერა (ყურძნის წიპწა)

ყურძნის წიპწას თბილ მიწაში ჩავთესავ და გაზრდილ
ვაზს ვაკოცებ, ბოლოს ღვინოს დავაყენებ წმინდას,
მეგობრებო, გულს აღვივსებ სიყვარულის მადლით,
წუთისოფლად არსებობა აბა რისთვის მინდა?

გულითადად დაგპატიჟებთ საქეიფოდ სახლში,
რა კაცი ვარ თქვით, არ იყოს პირფერობა ციდაც!
ზეცის მეფე ცოდვის ნაკვალს ჩემში სრულად წაშლის,
წუთისოფლად არსებობა აბა რისთვის მინდა?

წითელ კაბით შემოსილი მიმღერს ჩემი დალი,
თავს ჩავქინდრავ მის წინაშე, ხმასაც გავიკმინდავ,
მოსმენისას მე მოვკვდები სიყვარულით, ნაღვლით,
წუთისოფლად არსებობა აბა რისთვის მინდა?

მოასწავებს როცა მწუხრი უცილობელ ღამეს,
კიდევ ერთხელ მსურს ვუცქერდე ლაჟვარდებში მფრინავ   
ცისფერ არწივს, მზისფერ კალმახს და  ქათქათა კამეჩს,
წუთისოფლად არსებობა აბა რისთვის მინდა?

24 აპრილი, 2023 წ.   

დალი - იგულისხმება ცნობილი პოეტი დალი ცაავა.

Булат Окуджава - Грузинская песня (Виноградная косточка)

Виноградную косточку в тёплую землю зарою,
И лозу поцелую, и спелые гроздья сорву.
И друзей созову, на любовь своё сердце настрою,
А иначе зачем на земле этой вечной живу?


Собирайтесь-ка, гости мои, на моё угощенье,
Говорите мне прямо в глаза кем пред вами слыву.
Царь небесный пошлёт мне прощение за прегрешенья,
А иначе зачем на земле этой вечной живу?


В тёмно-красном своём будет петь для меня моя Дали,
В чёрно-белом своем преклоню перед нею главу,
И заслушаюсь я, и умру от любви и печали,
А иначе зачем на земле этой вечной живу?


И когда заклубится закат, по углам залетая,
Пусть опять и опять предо мной проплывут наяву:
Белый буйвол и синий орел и форель золотая,
А иначе зачем на земле этой вечной живу?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები