ლექსია? ეტიუდია? რაც არის, არის! დავიღალე, აღარ ავყევი ერთ აღმართზე დანარჩენებს და დროის გასაყვანად დავწერე… ისრაელურ დღიურად ჩათვალეთ!
ნინო დარბაისელი
მასადა
მასადა - ციხე-ქალაქი - იუდეაში, შუა უდაბნოში, მიუდგომელი, მაღალი მთის თავზე ააგო მეფე ჰეროდე დიდმა, ძნელბედობისას რომ თავი შეეფარებინა, მაგრამ აქ არასოდეს ყოფილაო. როდესაც რომაელებმა ცეცხლოვანი ლოდებით შეანგრიეს კედელი, მასადელებმა ერთი დღე ითხოვეს დანებებამდე და კაცებმა საკუთარი ცოლ-შვილი ამოხოცეს, თავებიც დაიხოცეს იმ ღამეს, რომაელთა მონობას ეს არჩიეს და მტერს შიგ მკვდრების მთები-ღა დახვდა.
უდაბნო, ხრიოკი, ხრიოკი მთები, ხეც არ დგას, ნაშალზე ცურავ და კრთები, მზე აჭერს, ღვიარებს, თუ კრემს არ წაისვამ, დაგიხმობს იარებს.
აქ არწივს რა უნდა, გაშალა ფრთები, ჩრდილით დაგვაფეთა, დასრულდა ირაო, გადინადირაო, წაიღო არწივმა თან ნანადირევი. საიატაკეთა, საჭერ-სადაფეთა ლოდებში ვირევით, გიდის ნაამბობით მთლად გადავირევით! მონებმა მოზიდეს მხრებით ან ვირებით, თორემ რა აავსებს ამხელა ავზებს, ძალას და მოთხოვნას ვინ შეათავსებს არათუ სასმელით, წყლით ტანდასაბანით. აქ მონებს არ ჰქონდათ ბანი და საბანი, დაყრილებს ეძინათ კლდოვანში, ბნელში, ეს - დიდი კარიბჭე - მასადის კარია, აქ შემოდიოდა დესპანი, ელჩი და აქ მოელოდა ცხელ-ცხელი აბანო, თუ კარგის მთქმელია, ელჩს არას ერჩი! სად გადაკარგული - ეგულვათ რა - სადა, ათასი გაიღეს, მოიგეს ასადა, მონათა ცრემლების და სისხლის ფასადა, დღეს არის ქცეული ლოდების მასადა. შუა უდაბნოში სიმაგრე - მასადა. წინ ზღვააა, მკვდარია და წყლად არ გარგია, მლაშეა, მარილი არარა - მარგი. არც თევზი არც არც ნავი, არა - სანახავი. ლანშაფტად ლამაზი გადასაკარგი.
სიცხით მოხრაკული - შიმშილმა დაგვხრა! ჰეროდე დიდის წინ ქედს დაბლა ხრი კი, ყორეზე - ხრიოკი ბუნების ხრიკი - ხვლიკზე გადამჯდარი მამალი ხვლიკი!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. მადლობა მზია. მართლაც ასეა. მადლობა მზია. მართლაც ასეა.
4. ის, რომ ისრაელში კეთროვანები იძულებულნი იყვნენ, გარიყულებს ეცხოვრათ, ამის თაობაზე ბიბლია მოგვითხრობს. იესოს დროსაც ასე იყო. საქართველოს მთაში რომ დამოუკიდებლად მოხდა მძიმე სენით დაავადებულთა თვითიზოლაცია, მათ მაღალ შეგნებაზე მიუთითებს.
ის, რომ ისრაელში კეთროვანები იძულებულნი იყვნენ, გარიყულებს ეცხოვრათ, ამის თაობაზე ბიბლია მოგვითხრობს. იესოს დროსაც ასე იყო. საქართველოს მთაში რომ დამოუკიდებლად მოხდა მძიმე სენით დაავადებულთა თვითიზოლაცია, მათ მაღალ შეგნებაზე მიუთითებს.
3. მადლობა ბატონო ოთარ, მუხა. უცხოეთის ქვეყნებში რომ ვმოგზაურობ, როგორც ლამის ყველა ამერიკელი პენსიონერი, რასაც კარგს ვნახავ, იმწუთას ის გამიელვებს ხოლმე, რატომ არ კეთდება ასეთი მარტივი და კარგი რაღაც საქართველოში- მეთქი, რამდენჯერაც ვინმესთვის მითქვამს, ეზოში ყვავილის დარგვას რაღა უნდა მეთქი, პასუხად რაიმე ამგვარი მიმიღია, მოიცა შენი ჭირიმე, ლუკმა პურის საშოვნელად ვიბრძვით, მთელი ოჯახი უმუშევრები ვართ, რა გვეყვავილებაო და გავჩუმებულვარ. ახლა ისრაელში ვარ და არ არის კვადრატული სანტიმეტრი დატოვებული, სადაც შეიძლება ყვავილი იყოს და არ არის. სადაც უდაბნოს ხრიოკი ნიადაგია, იქ სპეციალური ჩანთებივით დგამენ მიწით სავსეს და შიგ გახარებული ყვავილებია. ეს ხდება უდაბნოში, მიწაზე , სადაც მთელი წელი ელოდებიან წვიმის წყალს, რომ ცისტერნაში მოიმარაგონ და გამოიზოგონ. არის წელი/წლები, რომ საერთოდ არ წვიმს და წყალს ოქროს ფასი აქვს. ახლა გმირობის მაგალითებს არ იკითხავთ? ჩვენ ანატორის აკლდამაზე ლაპარაკს გადავყევით, ადამიანები ცოცხლად მიდიოდნენ და სენი რომ არ გავრცელებულიყო სოფელში, ასე კვდებოდნენო. ახლა ისრაელში რამდენი დიდი “ლეპრესიუმია”! (კეთროვანთა სამყოფელი), სადაც კეთრის, ანუ “ლეპრესის”სენის აღმოჩენისას ასე მიდიოდნენ ადამიანები. ბევრ რამეში ვტყუივართ ქართველები. მუდმივად სხვაგან და სხვაში ვეძებთ ჩვენი ცუდად ყოფნის მიზეზს, არადა ხშირად თავადვე ვართ. ერთ ანეკდოტსაც დავწერ,,
კრწანისში - ქართველი უცხოელს: გახედეთ ამ ველ-მინდვრებს! ისინი ჩვენიმამა- პაპების სისხლითა და ძვლებითაა მოკირწყლული, წითელი ყაყაჩოები მათი სისხლის სიმბოლოა - ეგ ბრძოლა როდის იყო? თითქმის სამასი წლის წინ და იმის მერე აქაურობა ასე რომაა მოხრიოკებული ერთი ხე მაინც დაგერგოთ!
მადლობა ბატონო ოთარ, მუხა. უცხოეთის ქვეყნებში რომ ვმოგზაურობ, როგორც ლამის ყველა ამერიკელი პენსიონერი, რასაც კარგს ვნახავ, იმწუთას ის გამიელვებს ხოლმე, რატომ არ კეთდება ასეთი მარტივი და კარგი რაღაც საქართველოში- მეთქი, რამდენჯერაც ვინმესთვის მითქვამს, ეზოში ყვავილის დარგვას რაღა უნდა მეთქი, პასუხად რაიმე ამგვარი მიმიღია, მოიცა შენი ჭირიმე, ლუკმა პურის საშოვნელად ვიბრძვით, მთელი ოჯახი უმუშევრები ვართ, რა გვეყვავილებაო და გავჩუმებულვარ. ახლა ისრაელში ვარ და არ არის კვადრატული სანტიმეტრი დატოვებული, სადაც შეიძლება ყვავილი იყოს და არ არის. სადაც უდაბნოს ხრიოკი ნიადაგია, იქ სპეციალური ჩანთებივით დგამენ მიწით სავსეს და შიგ გახარებული ყვავილებია. ეს ხდება უდაბნოში, მიწაზე , სადაც მთელი წელი ელოდებიან წვიმის წყალს, რომ ცისტერნაში მოიმარაგონ და გამოიზოგონ. არის წელი/წლები, რომ საერთოდ არ წვიმს და წყალს ოქროს ფასი აქვს. ახლა გმირობის მაგალითებს არ იკითხავთ? ჩვენ ანატორის აკლდამაზე ლაპარაკს გადავყევით, ადამიანები ცოცხლად მიდიოდნენ და სენი რომ არ გავრცელებულიყო სოფელში, ასე კვდებოდნენო. ახლა ისრაელში რამდენი დიდი “ლეპრესიუმია”! (კეთროვანთა სამყოფელი), სადაც კეთრის, ანუ “ლეპრესის”სენის აღმოჩენისას ასე მიდიოდნენ ადამიანები. ბევრ რამეში ვტყუივართ ქართველები. მუდმივად სხვაგან და სხვაში ვეძებთ ჩვენი ცუდად ყოფნის მიზეზს, არადა ხშირად თავადვე ვართ. ერთ ანეკდოტსაც დავწერ,,
კრწანისში - ქართველი უცხოელს: გახედეთ ამ ველ-მინდვრებს! ისინი ჩვენიმამა- პაპების სისხლითა და ძვლებითაა მოკირწყლული, წითელი ყაყაჩოები მათი სისხლის სიმბოლოა - ეგ ბრძოლა როდის იყო? თითქმის სამასი წლის წინ და იმის მერე აქაურობა ასე რომაა მოხრიოკებული ერთი ხე მაინც დაგერგოთ!
2. მასადა - ციხე-ქალაქი -რომ შემომატარე ძალიან დიდი მადლობა, მარტო ხო ვერ წავიდოდი. მასადა - ციხე-ქალაქი -რომ შემომატარე ძალიან დიდი მადლობა, მარტო ხო ვერ წავიდოდი.
1. ისრაელის დაზვერვას მაგ მთის სახელი ჰქვია, გმირულად დაღუპულთა ხსოვნის საპატივსაცემოდ.
ფეისბუკით თვალს ვადევნებ თქვენს პილიგრიმობას, ქალბატონო ნინო, სასიამოვნო სურათებია. ისრაელის დაზვერვას მაგ მთის სახელი ჰქვია, გმირულად დაღუპულთა ხსოვნის საპატივსაცემოდ.
ფეისბუკით თვალს ვადევნებ თქვენს პილიგრიმობას, ქალბატონო ნინო, სასიამოვნო სურათებია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|