- წელკავი მქონდა ამ დილით, რამდენჯერ მითქვამს, არ ვარგა უხეიროდ გადახრა, არა. სულ ცოცხს ჩემმა მტერმა სტაცა ხელი!
ქეიფია ,,საყვინტრაოში”, არ წავედი. შეუმძორავთ თურმე ცხვარი. მთელი დღეა, გახუხულ ლავაშსა და ორ კბილ ნიორზე ვარ. ბოსტანიც მოვპუტე ცოტა, მაგრამ ახლა, ამ სველ აპრილში, ქორფა ტარო რომ დამატრიალებინა პირში… მარილი რომ სასას გამოგითუთქავს… ჩამოუჯდები მერე ჯორკოს ჰაერზე, დაიწყებ ეშვების ჩიჩქნას ბლის კვირტზე შეყინული მზერით.
აგინე ამინდსაც, რამდენიც გინდა. მაინც რანაირი უშნოა სულ წინდებიანი წვივები… შეიგნო ბუნებამაც, რომ არ იყო ჩემი საქმე მამა აბრამის ბატკნობა, ისევ იმფერი ცხარე ვარ, ტელეფიდან მოკუნტრუშე. გგონიათ, მატყლის სიმძიმეს ვერ ვუძლებ?! არადა, რა სჯობს ახლა, ჩემს გატყავებას.
გასულ ხუთშაბათს პანაშვიდზე შევიარე გაღმა, ნათესავებში. ცოლმა დაატირა ქმარს: “ადექი, მევიდნენ, ამეიღე, ბიჭო, ხმაო!” ავზლუქუნდით თავჩაქინდრული ქალები, მივატირე გამოსვლისას: დამშვიდდი, ქალო, რასაც იღებდა, ხო კმაროდა მეთქი!
შებინდებულზე ძველ ცხოვრებასაც გავხედე, დავაჯერე საკუთარი თავი, რომ ბუზიც არ ამფრენია, არადა, რამდენჯერ ამომიცვამს კაბა უკუღმა. ხელები დარდისთვის ამიწევია, ფეხები კედლისთვის.
ათჯერ ვკითხე, წერის დროს, თავს: გოგო, ,,ქერო" ერთი კაცი იყო, მამია მიქელაძე, ვირიძუა რო ჩამოგიტანა რაჭიდან, განგკურნა, თუ რავა ხარ ახლა, ,,კიდევ შეგრჩა თუ არა მხიარული თვალები” – მეთქი?” – არა!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. უკეთესად წერთ. მე არ მომწონს ინსტიქტების ცხოველმყოფელად წარმოჩენა, მაგრამ თქვენი ტექსტების გარკვეული პასაჟები კარგია. აქ ფრიადს დაგიწერთ.
უკეთესად წერთ. მე არ მომწონს ინსტიქტების ცხოველმყოფელად წარმოჩენა, მაგრამ თქვენი ტექსტების გარკვეული პასაჟები კარგია. აქ ფრიადს დაგიწერთ.
2. კარგად წერს ეს გოგო და მიკვირს რომ არ კითხულობენ ალბათ ეს ეროტიკული მომენტები აგდებს მკითხველს არადა კარგია უფრო კარგებიც მახსოვს აქ, მაგრამ ესეც არაა ურიგო
კარგი ჩემგან წავიკითხე დადებისთანავე, უბრალოდ ახლა ვაკომენტარებ კარგად წერს ეს გოგო და მიკვირს რომ არ კითხულობენ ალბათ ეს ეროტიკული მომენტები აგდებს მკითხველს არადა კარგია უფრო კარგებიც მახსოვს აქ, მაგრამ ესეც არაა ურიგო
კარგი ჩემგან წავიკითხე დადებისთანავე, უბრალოდ ახლა ვაკომენტარებ
1. ,,საკვინტრაო" (საქეიფო) იმერეთი სოფ. კლდეეთი. ,,საკვინტრაო" (საქეიფო) იმერეთი სოფ. კლდეეთი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|