ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზაზა22
ჟანრი: პოეზია
1 მაისი, 2023


გალაშქრება დარდებზე

გალაშქრება დარდებზე , გზნებად ამეკვიატა.
მსურს სიცოცხლე სიკვდილთან , გავაჯიბრო მქუხარედ.
ვიცი, რომ მოკვდავი ვარ, პასუხი შეკითხვათა.
თუ ცოცხალი დავნებდი, მაშინ მომიმწუხარეთ.

უნდა საუკუნეთა , ცრემლში მეც გავიარო.
მოვიჯავრო  ოდესღაც, წასვლა გაფერმკრთალება,
ვიცი, რომ მოკვდავი ვარ , პასუხი საზიარო.
მაგრამ აქეთ, ხომ მრჩება სამი მზის ფერთვალება?!

გულის ფეთქვის რითმები, ძარღვთა გადაკვეთაზე,
მომადგება იმედი და წყურვილი მალი მალ,
ბედისწერავ  ტიალო,  გირჩევ ნუ ხარ წერაზე!
ისევ კუდით დაგიჭერ და ვეღარსად  წამიხვალ.

ავიმღვრევი ისეთ ფრად, რომ ვიყავი  ჯეელი,
მსურდა ადამიანად ყოფნის აბობოქრება,
თუ კი ეს ვერ გავძელი, თუ კი ეს ვერ შევძელი
დღესვე  მომირთმევია, ჩემი წილი ცხოვრება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები