ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
2 მაისი, 2023


რას ნიშნავს “ოცნება ნახაზი საგანთა უარით”?

#ოპუსები

ნინო დარბაისელი

რას ნიშნავს “ოცნება ნახაზი საგანთა უარით”?
- - -

საგანი - ლექსიკონის მიხედვით, ასევე მეცხრამეტე საუკუნის ლიტერატურულ ტექსტებში ნიშნავს მიზანს. (რუსულად “ ცელ”, “მიშენ”. ბოდიში, რუსული შრიფტი არა მაქვს, ინგლისურად “თარგეთ- target. ქართულში  ახლა ეს მნიშვნელობა დაკარგული აქვს).
ნახაზი - გადანახაზი ანუ უარნათქვამი, უარყოფილი, გაუქმებული.
ამის გათვალისწინებით, “ოცნება ნახაზი საგანთა უარით შეიძლება  “ითარგმნოს”, როგორც “მიზნების მიერ/გამო უარყოფილი ოცნება”, ანუ მთლად უბრალო ენაზე, ოცნებაზე უარის თქმა რომ გიხდება იმის გამო, რომ სხვა მიზნებს გიყენებს რეალური ცხოვრება.
  ეს გაგება კი არ ეწინააღმდეგება, არამედ ავსებს კონკრეტული სახის აქამომდელ გააზრებებს. 
  რატომ ხდება საჭირო შემთხვევათა დიდ ნაწილში გალაკტიონის  პოეტურ სინტაგმათა” თარგმანება”?
რატომ ხდება, რომ არსებობს ამ სინტაგმათა დეკოდირების სხვადასხვა, არცთუ იშვიათად, ურთიერთგამომრიცხავი
ვერსიები?
  ამ კითხვაზე პასუხი მარტივია:
ავტორს-ვე ჰქონდა ასეთი ჩანაფიქრი, ორ და მრავალ მნიშვნელოვანი ყოფილიყო ეს სინგაგმები, გამონათქვამები… არჩევდა სიტყვებს, რომელსაც რამდენიმე, ომონიმური გაგება ჰქონდა,  პოლისემანტიკურ სიტყვებს,  - ეს რომანტიულ-სიმბოლისტური სახეთქმნადობის  მისი ინდივიდუალური, რიტორიკული ხერხია.
და ამ მხრივ მისი შემოქმედების მწვერვალია კრებული  ,,არტისტული ყვავილები”, ხოლო თავად ამ  კრებულში ლექსი ,, უცნაური სასახლე”, რომელსაც “ომონიმების სასახლესაც” უწოდებენ, თუ სწორად მახსოვს, აკაკი ხინთიბიძის კვალად და თუ მისი ნათქვამი არაა, მაშინ გამორიცხული არაა, ჩემი ნათქვამიც იყოს.
  ამის თაობაზე ბევრჯერ მითქვამს:
    გალაკტიონის ამ ლექსების წყების დე- კოდირებას ანალიტიკური, გამორიცხვის  ალტერნატიული ხერხით კი არ უნდა მივუდგეთ, რადგან უკეთეს შემთხვევაში ეს მის რომელსამე საწყისი ინგრედიენტის რე-პროდუცირებას მოგვცემს შედეგად, არამედ  თუ გვიხერხდება, სინთეზურ სახეთქმნადობას  უნდა  შევურიგდეთ.
  აქ არ შეიძლება არ ვახსენოთ მისი “ინტეგრალები”.
  მათემატიკის სფეროსთან  ამ ცნების დაკავშირება - თავად გალაკტიონმაც სცადა. მისი ბიოგრაფიიდან ცნობილია, რომ  მოგვიანებით ამის თაობაზე თავისი დროის უცნობილეს ქართველ მათემატიკოსებთანაც სცადა გასაუბრება.
  ტერმინ “ინტეგრალის” მათემატიკური გაგება კი მის  პოეტურ კონცეფციას არ ერგება.
    ეს ადრეც მეწერა სადღაც და აქაც გავიმეორებ.
    მისი ინტეგრალები, როგორც შემოქმედებითი ხერხის აღმნიშვნელი ტერმინი  - ნიშნავს ინტეგრირებას, ინტეგრაციას, ანუ შერწყმას.
ერთ სიტყვაში, ერთ სინტაგმაში, ერთ სახე-კონცეპტში მრავალი სხვადასხვა პლანის შენივთებას.
არის თუ არა ეს ტერმინი საკუთრივ გალაკტიონისეული?
  ჩემი პასუხი ასეთია:
  პოეზიაში მისი შემოტანა და ინდივიდუალურ მეთოდად დამკვიდრება - მისეულია. რაც შეეხება ინტეგრაციას (integrity), აქ უნდა გავიხსენოთ, რომ გალაკტიონს ჯერ ქუთაისში, შემდგომ თბილისში - სასულიერო განათლება ჰქონდა მიღებული და როგორც სასულიერო ტერმინი, “ინტეგრაცია”, რომელიც თურმე ბიბლიაში  16- ჯერ მოიხსენიება, ზოგან მისი სინონიმით, ნიშნავს მორწმუნის  ერთგულებას რწმენისადმი, ჩართულობას დიდ ღვთაებრივ ერთობაში და ამ ერთობის წეს-კანონებით მოქმედებას..
  გალაკტიონის რელიგია - პოეზია იყო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები