ჯონ კიტსი - სონეტი ბაირონს
ნაღვლიანია შენი ლექსის ხმატკბილი ჟღერა, სულებს სინაზეს ჩაუნერგავ შერხევით სიმის, თითქოს ოდესღაც თანაგრძნობამ სევდიან ღიმით ჩანგზე დაუკრა, მოისმინე უკვდავი მღერა,
დაიმახსოვრე მელოდიის ყოველი ბგერა, შენი სიმღერაც ნაღვლიანად ამიტომ ისმის, უვიწყარ ჰანგებს გააბრწყინებს ნათელი ნიმბის და დატყვევდება ერთიანად სმენაც და მზერაც,
უხდება სევდა, აზარნიშებს ვითარცა მთვარე რიდეს სინათლით, როცა ღრუბლი დაფარავს მარღი, გამონაჭვირით მაინც აფრქვევს ქარვის სხივს არეს,
ამშვენებს, როგორც ღია მარმარს მრავალი ძარღვი; მომაკვდავ გედის კრინით სული აამღელვარე, კვლავაც მოგვხიბლე ჯადოსნური საამო ნაღვლით!
3 მაისი, 2023 წ.
John Keats - Sonnet to Byron
Byron! how sweetly sad thy melody! Attuning still the soul to tenderness, As if soft Pity, with unusual stress, Had touch'd her plaintive lute, and thou, being by,
Hadst caught the tones, nor suffer'd them to die. O'ershadowing sorrow doth not make thee less Delightful: thou thy griefs dost dress With a bright halo, shining beamily,
As when a cloud the golden moon doth veil, Its sides are ting'd with a resplendent glow, Through the dark robe oft amber rays prevail,
And like fair veins in sable marble flow; Still warble, dying swan! still tell the tale, The enchanting tale, the tale of pleasing woe.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. რა საინტერესოა, როცა ერთი პოეტი მეორეს უძღვნის სონეტს.
რა საინტერესოა, როცა ერთი პოეტი მეორეს უძღვნის სონეტს.
6. დიდი მადლობა, ბატონო ნიკი, ძალიან გაფასებთ, იხარეთ მრავალჟამიერ! დიდი მადლობა, ბატონო ნიკი, ძალიან გაფასებთ, იხარეთ მრავალჟამიერ!
5. მშვენიერია, ვნახე და მივხვდი რამდენად მნიშვნელოვანი თარგმანებია თუმცა ისეც ვიცოდი და მჯეროდა
მადლობა მშვენიერია, ვნახე და მივხვდი რამდენად მნიშვნელოვანი თარგმანებია თუმცა ისეც ვიცოდი და მჯეროდა
მადლობა
4. გთხოვთ, იხილოთ ილუსტრაციებში. გთხოვთ, იხილოთ ილუსტრაციებში.
3. ბატონო ნიკი, ჩემი შემოქმედების პირუთვნელი და საუკეთესო შემფასებელია სახელგანთქმული მთარგმნელი, გენიალური დავით წერედიანის მეუღლე - ქალბატონი მანანა ღარიბაშვილი, რომლის ხელწერის ფოტოს თან ვურთავ. ბატონო ნიკი, ჩემი შემოქმედების პირუთვნელი და საუკეთესო შემფასებელია სახელგანთქმული მთარგმნელი, გენიალური დავით წერედიანის მეუღლე - ქალბატონი მანანა ღარიბაშვილი, რომლის ხელწერის ფოტოს თან ვურთავ.
2. გმადლობთ, ბატონო ნიკი, ჩემ შესახებ შეგიძლიათ აქ წაიკითხოთ:
https://www.facebook.com/people/გამომცემლობა-აზრი/100063733068441/?locale=ka_GE https://tbiliselebi.ge/ka/news/society/mtseralta-sakhlshi-otar-tsiskadzis-tsignis-prezentatsia-gaimarta საბა-2023 მიმდინარე ლიტერატურული კონკურსის მონაწილე თარგმანის კატეგორიაში. https://saba.com.ge/content/download/sabalonglist2023.pdf?fbclid=IwAR2kljdvzV13MlOeNKf19q3vNnVg7R9sgph68TXL9f_qFv2HquCNZzIxXQ0
გმადლობთ, ბატონო ნიკი, ჩემ შესახებ შეგიძლიათ აქ წაიკითხოთ:
https://www.facebook.com/people/გამომცემლობა-აზრი/100063733068441/?locale=ka_GE https://tbiliselebi.ge/ka/news/society/mtseralta-sakhlshi-otar-tsiskadzis-tsignis-prezentatsia-gaimarta საბა-2023 მიმდინარე ლიტერატურული კონკურსის მონაწილე თარგმანის კატეგორიაში. https://saba.com.ge/content/download/sabalonglist2023.pdf?fbclid=IwAR2kljdvzV13MlOeNKf19q3vNnVg7R9sgph68TXL9f_qFv2HquCNZzIxXQ0
1. სამწუხაროდ არ მიყვარს თარგმანების შეფასება ენის საკმარისად არ ცოდნის გამო
მაგრამ პატივს გცემთ როგორც ნაყოფიერ მთარგმნელს წარმატებები თქვენ სამწუხაროდ არ მიყვარს თარგმანების შეფასება ენის საკმარისად არ ცოდნის გამო
მაგრამ პატივს გცემთ როგორც ნაყოფიერ მთარგმნელს წარმატებები თქვენ
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|