მთავარი გვერდი
პორტალის შესახებ
რეგისტრაცია
ნაწარმოებები
კომენტარები
რეცენზიები
დღიურები
წევრები
ლიტ-მოვლენა
ილუსტრაცია
მოგვწერეთ
ძებნა
ფორუმი
ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
* * *
გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.
* * *
დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!
ყველა ნაწარმოები
ავტორი:
პაპუნა ფირცხალაიშვილი
ჟანრი: პოეზია
3 მაისი, 2023
###
მეშინია რომ ყელში
ამომასხამს და გავწყვეტ
ძაფს და იქნება თქეში
სისხლის. რაც წლები ვაწყვე
ერთად დავანგრევ ლეგოს,
შვილებს რა ვუყო - საწყლებს?
რომ მამამისის ეგო
არასდროს იყო დიდი,
ნიჭი მინდოდა მექო
რასაც კარგ ნიჭად ვთვლიდი
და სუფთა გულის ბიჭი
გაქრა, ჩაინგრა ხიდი
ცხოვრება - გულში ხიჭვი
მაზიდებს, ალბათ ვარწყევ,
ისე ძალიან მიჭირს,
რომ მუდამ ყველას ვარცხვენ
მალე გაწყდება ძაფი,
შვილებს რა ვუყო - საწყლებს?
საკმაოდ მძიმე გრაფიკს
და სამათხოვრო ხელფასს
ყავით და ორი აბი
წამლით ავიტან, კეფას
არ ავიტკივებ დიდხანს.
იმედის მცირე შხეფად,
მეგობრის თამამ სიტყვად
მუდამ შემეძლო ყოფნა.
და დაუსმელმა კითხვამ
არ დამიტოვოს ობლად...
ამომეზნიქა მკერდი
ვერ ვვარგებულვად მშობლად
სიცოცხლეს ვალს თუ კრედიტს
ვერ ვუმკლავდები. ვილებს
სხვებს ვუშენებდი. კრეტინს
სიტყვას ვინ მათქმევინებს?!
მალე გაწყდება ძაფი,
რა ვუყო საწყალ შვილებს?
გადმოწერეთ PDF ფორმატში
კომენტარები
ილუსტრაციები
რეცენზიები
2.
კარგი მამა ხართ, შვილებზე რომ დარდობთ. მხნედ იყავით!
კარგი მამა ხართ, შვილებზე რომ დარდობთ. მხნედ იყავით!
მზია თვალაბეიშვილი.
2023-05-18 00:30:47
1.
არ მჯერა ამ ლექსის გოდების, შენ შვილებს კარგობა და მშვიდობა.
არ მჯერა ამ ლექსის გოდების, შენ შვილებს კარგობა და მშვიდობა.
მუხა.
2023-05-04 21:03:28
მონაცემები არ არის
მონაცემები არ არის
16.04.2026 01:10:55