#ლექსები
ნინო დარბაისელი
ცოდვა ტკბილი. შეუნდობარი
ერთი ცოდვა მაქვს, მაცხოვარო, ტკბილი, მთავარი, მაგრამ არ მინდა, სინანულის სიას მიებას. ცოდვა კი არა, აღმართული ცოდვის მთა არის, მაგრამ არ ვიცი, რა აზრი აქვს მონანიებას!
დღეს, ხვალ, ზეგ, მაზეგ, იმის მერე - ისევ ჩავიდენ, ეს ცოდვა ჩემი საყრდენია, რაზედაც ვდგავარ. დღეს რომ სიცოცხლე იწყებოდეს ისევ თავიდან, ისევ ავირჩევ და ამითი სხვა მრავალს ვგავარ.
ათიდან ცხრას თუ მოვერიე, ხომ ვარ მამაცი, ხომ დავამარცხე სიხარბე და დავძლიე შიში! რა ვქნა, ადგილზე არ ყენდება მხტუნავი ნაცი, ან მიმამატე მაგ შენს ფარას, ანდა გამიშვი!
მიხედე ფარას, ააცილე ტურა თუ მგელი, მე ნუღარ მომდევ, ეკალ-ბარდში გავიხლართები! ვინც გამომიხსნის, სულერთია, განა შენ გელი, ხან მელის წყარო, ხან უდაბნო, მელის ხან - მთები.
შენი ხმა მესმის, მაგრამ ჩემსას - არ გაგაგონებ. ხედავ? მოგბღავის მთელი ფარა, მლოცავთა გუნდი. თავს შემოგწირავს, გულს გაიღებს, სულს ჩაგაკონებს, მე დამეთხოვე, ვინც მოგელის, მას დაუბრუნდი!
ერთი ცოდვა მაქვს, მაცხოვარო, ტკბილი, მთავარი, მაგრამ არ მინდა, სინანულის სიას მიებას. ცოდვა კი არა, აღმართული ცოდვის მთა არის, მაგრამ არ ვიცი, რა აზრი აქვს მონანიებას!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. მადლობა მზია! მადლობა მზია!
4. იმედი მომადგა, რომ დრო მოვა და მიხვდებით, რა აზრი აქვს მონანიებას.
იმედი მომადგა, რომ დრო მოვა და მიხვდებით, რა აზრი აქვს მონანიებას.
3. მადლობა ნიკი, მადლობა მუხა.
“ნაცში” იგულისხმება ის, რასაც საუკუნეთა მანძილზე, ტრადიციულად ნიშნავდა ქართულ ენაში. დღეს - უკვე ევფემისტური ელფერი შეიძინა, ჩემისთანა, ძველი , კონსერვატორი ადამიანებისთვის, თორემ ზეპირ მიმოქცევაში ერთმანეთს ეჯიბრებიან უხამსობაში. მე მაინც ფროიდისა მჯერა: კაცობრიობის პროგრესი იწყება იმ მომენტიდან, როცა გაბრაზებულმა ადამიანმა კი არ მოკლა გამბრაზებელი, არამედ შორიდან შეაგინაო. (მეპატიოს ზეპირი ცოტირება) ლექსიკონის ჩვენებით არ დაგღლით, ვეფხისტყაოსანს კი მიგითითებდით.
მადლობა ნიკი, მადლობა მუხა.

2. "თუ ვამბობთ, რომ არა გვაქვს ცოდვა, თავს ვიტყუებთ და ჭეშმარიტება არ არის ჩვენში, თუ ვაღიაერბთ ჩვენს ცოდვებს, მაშინ ის ერთგული და მართალი, მოგიტევებს ცოდვებს და გაგვწმენდს ყოველგვარი უმართლე=ობისაგან" 1იოანე 1:8,9 "თუ ვამბობთ, რომ არა გვაქვს ცოდვა, თავს ვიტყუებთ და ჭეშმარიტება არ არის ჩვენში, თუ ვაღიაერბთ ჩვენს ცოდვებს, მაშინ ის ერთგული და მართალი, მოგიტევებს ცოდვებს და გაგვწმენდს ყოველგვარი უმართლე=ობისაგან" 1იოანე 1:8,9
1. რა ვქნა, ადგილზე არ ყენდება მხტუნავი ნაცი ეს ვერ გავიგე ცოტა ნაცში რა იგულისხმება
ცოდვა კი ბევრია, რომელიც ცოდვა არ არის სინამდვილეში, და არც ეთმობა კაცობრიობას
არ მიყვარს ზოგადად რელიგიური განხრის ლექსები
წარმატებები ქალბატონო ნინო რა ვქნა, ადგილზე არ ყენდება მხტუნავი ნაცი ეს ვერ გავიგე ცოტა ნაცში რა იგულისხმება
ცოდვა კი ბევრია, რომელიც ცოდვა არ არის სინამდვილეში, და არც ეთმობა კაცობრიობას
არ მიყვარს ზოგადად რელიგიური განხრის ლექსები
წარმატებები ქალბატონო ნინო
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|