კვირის ბოლოს, ჩვეულებისამებრ, სოფელში ავდიოდი. იქ დედა მყავდა და და.
იმ შაბათ დილითაც კარგა გათენებულზე მივადექი მშობლიურ ჭიშკრებს. შევედი სახლში თუ არა, ორივეს გადავეხვიე, დას სურსათი და ტკბილეული გადავეცი, მერე ღუმლის სიახლოვეს დივანზე მყოფ დედას გვერდით მივუჯექი და მოკლე დროით აქაურ ამბებზე ვემუსაიფე. რა თქმა უნდა, დაიამ ხელმეორედ მასაუზმა. მოგვიანებით სამუშაო ტანსაცმელში გამოვეწყვე, დედისაგან წარმატების მომტანი დალოცვები მოვისმინე და საქმეს შევუდექი - შეშას ვამზადებდი.
გასხლული თხილის ბუჩქებისგან გამოჭრილ, მსხვილ და გრძელ, ბებერ თუ, უბრალოდ, ზედმეტ ძირებს ღუმლის ზომაზე ვაქუცმაცებდი. მანამდე კი ბაღშივე ვაცლიდი ტოტებს წალდით, ერთ ადგილას ვაგროვებდი და ზურგით თუ იღლიით გამომქონდა სახლის უკან მოწყობილ საჩეხამდე. ზომა-ზომა დახერხილ ძირისკენა მსხვილ ნაწილებს ვერტიკალურად ვიჭერდი და ცულის ნელი დაკვრით ვხლეჩდი, - ორ ან ოთხ ნაპობად, უფრო წვრილებს კი ხელუხლებლად ვტოვებდი. საღამო ხანს, შებნელებამდე, დახერხილ თუ დაჩეხილ შეშას მკლავზე ვიწყობდი და მშრალ ადგილას შემქონდა - დასასაწყობებლად და გასაქარად.
ჩემებმა იცოდნენ, კვირა საღამოს ისევ ქალაქში, ცოლ-შვილთან რომ უნდა დავბრუნებულიყავი. ამიტომ გასატანებელსაც მიგროვებდნენ ხოლმე. იმ დღესაც ასე მოიქცნენ.
ის ორი დღე შედეგიანი გამოდგა: ოციოდე დღის საღუმელე შეშა დავამზადე და დავაბინავე. ჯერ კიდევ დღე იყო, საქმეს რომ მოვრჩი. სახლში შევედი, ხელ-პირი დავიბანე და გამოვეწყვე. მერე მსუბუქად ვივახშმე და, ცხადია, ანგარიშიც ჩავაბარე. გამომშვიდობებისას ორივეს გადავეხვიე, გასატანებელს ხელი დავავლე და ეზოში გავედი. დედა და და თან გამომყვნენ. დედა, როგორც ყოველთვის, ლოცვა-ლოცვით მომყვებოდა. მანქანა დავქოქე, ჩემებს ხელი დავუქნიე და ცენტრალური გზისკენ ჩამავალ დაღმართს აუჩქარებლად ჩავუყევი.
გზა მარჯვნივ მქონდა, მაგრამ ამჯერად მარცხნივ გავუხვიე - მეგობრის მამისთვის უნდა შემევლო. იგი ჩვენგან ორიოდე კილომეტრის დაშორებით ცხოვრობდა.
ფართო, მოასფალტებული გზა, ცენტრალურს რომ ვეძახდით, მალე გაილია და მასპინძელი უბნის მოხრეშილზე გადავედი. გადავუხვიე თუ არა, ტელეფონმა დარეკა. დავხედე - ახლახანდამშვიდობებული და მირეკავდა. გამიკვირდა და ცოტათი შემეშინდა კიდეც, სხვა დროს ასე არ მოქცეულა. ხომ არაფერი შეემთხვათ-მეთქი, გავიფიქრე. ყურმილი ავიღე თუ არა, დედის შეშფოთებული ხმა გავიგონე:
- ვაჟა! - თავიდან მხოლოდ სახელი წარმოსთქვა და შემდეგ მოაყოლა, - სად ხარ, ვაჟა, შვილო? - შეშინებული და აღელვებული ჩანდა. მომეჩვენა, თითქოს შველას ითხოვდა. ძლივძლივობით ვარჩევდი, რას ამბობდა. ბოლო სიტყვაზე ხმაც ჩაუწყდა.
- რა მოხდა, დედი? მშვიდობა ხომ გაქვთ? - ვკითხე განერვიულებულმა და ათასმა ცუდმა აზრმა უსწრაფესად გამირბინა გონებაში. ხუთი წუთიც არ იყო გასული, რაც სახლიდან გამოვედი, ყველა და ყველაფერი რიგზე დავტოვე და ასე უცებ რა შეემთხვათ, ნეტავ ასე რამ ააღელვა-მეთქი, - ვფიქრობდი.
- ჩვენ კი გვაქვს შვილო, მშვიდობა, შენ სად ხარ, სად? რაიმე ხომ არ შეგემთხვა?
- სად უნდა ვიყო, დედი, საჭეს ვუზივარ და მივდივარ! - ვუთხარი შეშინებულმა და, ცოტა არ იყოს, გულმოსულმა. - თუ მშვიდობა გაქვთ, ასე რამ აგაღელვა, ხომ არაფერს მიმალავ? - ვკითხე ისევ.
- არა, შვილო, არაფერს გიმალავ! რაც წახვედი, აივანზე ვდგავარ, ქვემოთ, გზისკენ ვიყურები და ვაკვირდები, როდის გაივლის-მეთქი და, რომ ვერ შეგნიშნე, შევშინდი, ხომ არაფერი შეემთხვა-მეთქი...
გულიანად გადავიხარხარე. დიდი მიხვედრა არ უნდოდა იმ ამბავს, რომ ჩემი ყოველი გაცილების შემდეგ მოაჯირს მიყრდნობილი, ცხადია, გზის იმ მონაკვეთს აკვირდებოდა, სადაც მე უნდა გამევლო, ჩემს ავტოს ხომ შორიდან იცნობდა და სიყვარულით აღვსილ მზერას კიდევ ერთხელ გამომაყოლებდა. ერთი სიტყვით, საიდუმლო გამხელილი იყო, რამაც გუნება-განწყობა დამიბრუნა და გვარიანად გამაღიმა. - პირიქითა გზას ვადგავარ, გივი ბიძიას უნდა შევუარო, დედი, რატომღაც აღარ გითხარი და ამიტომაც ვერ დამინახე, - ვუთხარი შვებით ამოსუნთქმულმა.
- კარგი, კარგი, შვილო, ღმერთმა უვნებლად გატაროს, საითაც კი წასვლა მოისურვო, - მითხრა სხვა ბევრ, მის გონებაში სახელდახელოდ ასეთი მომენტებისთვის გაჩენილ ლოცვებთან და ტკბილ სიტყვებთან ერთად.
- მშვიდად იყავი, დედი - რაც შენ მე მლოცავ, ნეტავ, რა უნდა მომივიდეს! - ვუთხარი თბილად. მალევე ვიგრძენი მის ხმაში სიმშვიდე, საუბარი დასრულებულად ჩავთვალე, გამოვემშვიდობე, ტელეფონი გავთიშე და თავდაპირველ ადგილას, საბუდარში, დავაბრუნე.
ახლა უკვე საჭე ორივე ხელით მეჭირა. ჩვენი სოფლის ერთი განაპირა უბნის ოდესღაც მონახრეშ, მაგრამ წვიმებისგან გადარეცხილ, წითელმიწიანი გზის ზედაპირზე ამოშვერილ ბლაგვ ქვებზე ჩემი ავტო ნელი სვლით, ზანტად, აუჩქარებლად და უდარდელად გადადიოდ-გადმოდიოდა, თან აქეთ-იქით სასიამოვნოდ ირწეოდა.
ჩემი ცნობიერი სრულიად განსხვავებულ, ამაღლებულ გუნება-განწყობას აფიქსირებდა. ახლა დედამიწის ერთი ულამაზესი და უსაფრთხო გზის ყველაზე დაცული მგზავრი ვიყავი. ვგრძნობდი, სხვა, მწვანეშუქებიანი დიდი გზებიც მიხმობდნენ და მეპატიჟებოდნენ. ღმერთი ძალიან ახლოს იყო და, მეგობრის მამასთან სტუმრად მიმავალს, მფარველი ანგელოზის მზრუნველი მზერა მიმაცილებდა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. სიმშრალესა და გაზვიადებულშიც გარკვეულწილად გეთანხმებით. დიდი მადლობა! თუმცა, თუ მთხრობელს დედის ამა თუ იმ ანალოგიური საქციელების გამო გარკვეული გამოცდილება ჰქონდა, ანუ იცოდა, რომ ფარულად ზრუნვდა მასზე და მოცემულ შემთხვევაში ასეთი ქცევების ერთობლიობა დედამ ერთი კონკრეტული შემთხვევის მაგალითზე ღიად გაამჟღავნა, ამას შეიძლებოდა გადახარხარება გამოეწვია. სხვა სიტყვით ჩანაცვლებაც, ცხადია, იოლი საქმეა. გაიხარეთ! სიმშრალესა და გაზვიადებულშიც გარკვეულწილად გეთანხმებით. დიდი მადლობა! თუმცა, თუ მთხრობელს დედის ამა თუ იმ ანალოგიური საქციელების გამო გარკვეული გამოცდილება ჰქონდა, ანუ იცოდა, რომ ფარულად ზრუნვდა მასზე და მოცემულ შემთხვევაში ასეთი ქცევების ერთობლიობა დედამ ერთი კონკრეტული შემთხვევის მაგალითზე ღიად გაამჟღავნა, ამას შეიძლებოდა გადახარხარება გამოეწვია. სხვა სიტყვით ჩანაცვლებაც, ცხადია, იოლი საქმეა. გაიხარეთ!
6. 1. ეს მხოლოდ ჩემი კერძო აზრია და შეიძლება არავინ გაიზიაროს. 2. ცოტა მშრალი თხრობაა. თუმცა, ისიც დასაშვებია, რომ ეს ავტორის სტილია. 3. თქვენი შეშფოთებაც და „გულიანად გადავიხარხარე“-ც, გაზვიადებულად აღვიქვი. იმავე აბზაცში გიწერიათ „გვარიანად გამაღიმა“. ვფიქრობ, დედის აღელვება ნამდვილად კეთილი ღიმილის მომგვრელია. დედას დღეგრძელობას და თქვენ წარმატებებს გისურვებთ.
1. ეს მხოლოდ ჩემი კერძო აზრია და შეიძლება არავინ გაიზიაროს. 2. ცოტა მშრალი თხრობაა. თუმცა, ისიც დასაშვებია, რომ ეს ავტორის სტილია. 3. თქვენი შეშფოთებაც და „გულიანად გადავიხარხარე“-ც, გაზვიადებულად აღვიქვი. იმავე აბზაცში გიწერიათ „გვარიანად გამაღიმა“. ვფიქრობ, დედის აღელვება ნამდვილად კეთილი ღიმილის მომგვრელია. დედას დღეგრძელობას და თქვენ წარმატებებს გისურვებთ.
5. გმადლობთ!
ასევე მადლობელი ვიქნები, თუ კონკრეტულად მიმითითებთ. თუნდაც ერთ ან ორ ადგილს.
გმადლობთ!
ასევე მადლობელი ვიქნები, თუ კონკრეტულად მიმითითებთ. თუნდაც ერთ ან ორ ადგილს.
3. ტექსტს დახვეწა უნდა.
ტექსტს დახვეწა უნდა.
2. დიდი მადლობა, შეფასება-კომენტარისთვის! დიდი მადლობა, შეფასება-კომენტარისთვის!
1. ბედნიერად, დედისგან დალოცვილად იარეთ. მეცნო სიტუაცია. :) 5 ბედნიერად, დედისგან დალოცვილად იარეთ. მეცნო სიტუაცია. :) 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|