ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
11 მაისი, 2023


George Gordon Byron - The Prayer of Nature

ჯორჯ გორდონ ბაირონი - ბუნების ლოცვა

ზეცის მეუფევ, მამავ ნათლის! ჩემს ხმას მოისმენ?
სასოწარკვეთილს წამრთმევია ძალა ოცნების,
ეპატიება ადამიანს ბრალი როდისმე
და შეცოდების შესანდობად კმარა ლოცვები?

მამავ სინათლის, ჩემი სული გაუბედურდა,
წყვდიადს მიეცა, მონატრული შენი შეხედვის,
არ დაეცემა შენ გარეშე დაბლა ბეღურაც,
მომაკვდინებელ ცოდვებისგან დახსნას შეგვედრი.

სექტანტთა ტაძრებს არ მიველტვი, არც მათ მოძღვრებას,
გამიადვილე სიმართლის გზის ბნელში ძიება,
ყოვლადძლიერო, მოწყალების შეგთხოვ მოღებას, 
შევძლო წარსულის შეცდომების მონანიება.

ფანატიკოსებს სურთ ვეება ტაძრით გვაკვირვონ,
აინტერესებთ ფარისევლებს მხოლოდ საწესო,
დაე, განავრცონ მღვდლებმა მათი ქუში სამკვიდრო
და მისტიკური რიტუალით მრევლი დამწყემსონ.

განა კაცს ძალუძს გოთიკური საყდრის გუმბათით,
ვრცელი შენობით შემოსაზღვროს მისი შემქმნელი?
შენი ტაძარი დღის სახეა, ტახტად სულმნათის
არჩეულია დედამიწა, წყალი, ზესკნელი.

საჯოჯოხეთოდ კაცი თვისტომს რატომ დაწყევლის,
თუ მორჩილებას არ ინდომებს ქედის მოდრეკით,
ნუთუ სუყველა უნდა მიყვეს წინმძღოლს წაწყმედილს,
უნდა დაინთქას საუკუნოდ შავბნელ მორევში?

რატომ ჰგონია მავანს - სძლია საწუთროებას
და სიკვდილს ნატრობს თანამოძმის, წარმართს ადარებს,
უწამებია ვისაც სულ სხვა სარწმუნოება
და აღიარებს შედარებით დამნდობ ადათებს.

არ ჩასწვდომია ვინც სიღრმეებს შენი სწავლების,
განსაცდელისთვის ჩვენი სულის შეძლებს მზადებას
და შეუგნებელ უბადრუკ გონს ქვეწარმავლების,
ღმერთის განგების საიდუმლო განეცხადებათ?

ვინც თავკერძაა, ფუქსავატი, ხეპრე საოცი
და დღენიადაგ შეცოდების მანკით ხალისობს,
შეძლებს კი რწმენის ძალითა და ცოდვის წარხოცვით
სასუფეველი დაიმკვიდროს სამარადისოდ?

წინასწარმხედთა არ დავეძებ, მამავ, კანონებს,
შენი კანონი ბუნებაში გამომჟღავნდება,
ცოდვილი რომ ვარ, დღეცისმარე თავს შევაგონებ,
ვლოცულობ, რათა მომარჯულო შვილი თავნება.

შენ შეგიძლია კომეტების გეზის წარმართვა,
უკიდეგანო სივრცეებში როცა მიქრიან
და პოლუსიდან პოლუსამდე ხელს რომ გაწვართავ,
ღვთიური ნებით დაწყნარდება ყველა სტიქია!

შენა ხარ სიბრძნით შემოქმედი ყველა არსების
და შეგიძლია საიქიოს ჩემი წარვლენაც,
ოჰ! მანამ, სანამ წუთისოფლად დავიარები,
სუყველგან მიცავს მოყვარული შენი მარჯვენა!

ჩემო მშველელო, გევედრები შეღაღადებით,
ლხინშიც, წუხილშიც შენ იყავი ჩემი დამხმარე,
შენი ბრძანებით დავეცემი, ისევ აღვდგები
და ჩემს იმედებს მარტოოდენ შენზე ვამყარებ!

დაუბრუნდება როცა მიწას თიხის სხეული
და ჩემი სული ლაჟვარდებში ალივლივდება
ღმერთო, გახადე ჩემი სულიც შენი რჩეული,
უკვდავ ჰანგებით უგალობოს ღვთიურ დიდებას!

მაგრამ თუ სული, როცა ქვეყნად აღარ ვიქნები,
ცხედარს ჩაჰყვება და იქ პოვებს მუდმივ სარეცელს,
მაინც მგზნებარედ ილოცებს და გაქებს ჰიმნებით,
თუმც ვეღარასდროს დაუძვრება სკნელის საცეცებს.

მხოლოდ შენ განდობ ჩემი სულის სულდგმას სრულებით,
შენი წყალობით არაერთხელ გული ვიოხე
და იმედი მაქვს, ღმერთო, როცა აღვესრულები,
გამოფრინდება ისევ შენკენ ჩემი სიცოცხლე.

11 მაისი, 2023 წ.


George Gordon Byron - The Prayer of Nature

Father of Light! great God of Heaven!
Hear'st thou the accents of despair?
Can guilt like man's be e'er forgiven?
Can vice atone for crimes by prayer?

Father of Light, on thee I call!
Thou see'st my soul is dark within;
Thou, who canst mark the sparrow's fall,
Avert from me the death of sin.

No shrine I seek, to sects unknown;
Oh, point to me the path of truth!
Thy dread Omnipotence I own;
Spare, yet amend, the faults of youth.

Let bigots rear a gloomy fane,
Let Superstition hail the pile,
Let priests, to spread their sable reign,
With tales of mystic rites beguile.

Shall man confine his Maker's sway
To Gothic domes of mouldering stone?
Thy temple is the face of day;
Earth, Ocean, Heaven thy boundless throne.

Shall man condemn his race to Hell,
Unless they bend in pompous form?
Tell us that all, for one who fell,
Must perish in the mingling storm?

Shall each pretend to reach the skies,
Yet doom his brother to expire,
Whose soul a different hope supplies,
Or doctrines less severe inspire?

Shall these, by creeds they can't expound,
Prepare a fancied bliss or woe?
Shall reptiles, groveling on the ground,
Their great Creator's purpose know?

Shall those, who live for self alone,
Whose years float on in daily crime--
Shall they, by Faith, for guilt atone,
And live beyond the bounds of Time?

Father! no prophet's laws I seek,--
Thy_ laws in Nature's works appear;--
I own myself corrupt and weak,
Yet will I _pray_, for thou wilt hear!

Thou, who canst guide the wandering star,
Through trackless realms of aether's space;
Who calm'st the elemental war,
Whose hand from pole to pole I trace:

Thou, who in wisdom plac'd me here,
Who, when thou wilt, canst take me hence,
Ah! whilst I tread this earthly sphere,
Extend to me thy wide defence.

To Thee, my God, to thee I call!
Whatever weal or woe betide,
By thy command I rise or fall,
In thy protection I confide.

If, when this dust to dust's restor'd,
My soul shall float on airy wing,
How shall thy glorious Name ador'd
Inspire her feeble voice to sing!

But, if this fleeting spirit share
With clay the Grave's eternal bed,
While Life yet throbs I raise my prayer,
Though doom'd no more to quit the dead.

To Thee I breathe my humble strain,
Grateful for all thy mercies past,
And hope, my God, to thee again
This erring life may fly at last.

December 29, 1806.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები