ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცარიელი
ჟანრი: პოეზია
31 მაისი, 2023


* * *

ვერც თითებით
და ვერც თვალით მოგწვდი,
ფიქრი ვზარდე და
ვენდე...
(მე კიდე!)
მაგრამ სინათლეს
ჩემამდე გაწვდილის,
დაუფიქრებლად გამოვეკიდე.
თუმც სუსტი ალი გამოდგა მხოლოდ -
ნაზი ფრთისათვის
დიდი ხანძარი -
და...
ამოსუნთქვის
დამიდგა ბოლო, -
რადგან ფიქრითაც
ვეღარ დავძარი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები