ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
10 ივნისი, 2023


William Butler Yeats - He wishes for the Cloths of Heaven

უილიამ ბატლერ იეიტსი - რომ მქონებოდა...

რომ მქონებოდა ზეციური ფარჩის ოლარი,
ამოქარგული ოქროვან და ვერცხლის სირმებით,
ფირუზისფერი, ბაცი, მუქი შუქით მთრთოლვარი,
ღამის და ნათლის ფერებით, ან ვარსკვლავისებრით,

შენ დაგიფენდი ფიანდაზად ფეხთით საქვეყნოდ;
მაგრამ უქონელს გამაჩნია მხოლოდ ნატვრები,
ყველა გიძღვენი, საყვარელო,  რომ არ გაქელო,
გთხოვ ოცნებებზე გაიარო ფეხის აკრეფით.

10 ივნისი, 2023 წ.


William Butler Yeats - He wishes for the Cloths of Heaven

Had I the heavens’ embroidered cloths,
Enwrought with golden and silver light,
The blue and the dim and the dark cloths
Of night and light and the half-light,

I would spread the cloths under your feet:
But I, being poor, have only my dreams;
I have spread my dreams under your feet;
Tread softly because you tread on my dreams.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები