6. მადლობა მუხა! ეს სიტყვები მამხნევებს და მაბედნიერებს. ნურავის ეგონება, რომ შემოქმედს გამხნევება არ სჭირდება.
მადლობა მუხა! ეს სიტყვები მამხნევებს და მაბედნიერებს. ნურავის ეგონება, რომ შემოქმედს გამხნევება არ სჭირდება.
5. ნინო დარბაისელი როგორი საინტერესო ამბებისა და კომენტარების წერა იცი , მიხარია აქ შემოსვლა. ურაკპარაკის წევრებს გვამდიდრებ ცოდნა-განათლებით. ნინო დარბაისელი როგორი საინტერესო ამბებისა და კომენტარების წერა იცი , მიხარია აქ შემოსვლა. ურაკპარაკის წევრებს გვამდიდრებ ცოდნა-განათლებით.
4. ძალიან მაგარია გალაკტიონის ლექსი, თქვენი ლექსიც კარგია! ძალიან მაგარია გალაკტიონის ლექსი, თქვენი ლექსიც კარგია!
3. ლარიქს სიბირიკა*
ფიქრს დღე და მოსწრება რად გადავალიე? ლენა, ენისეი, ზაბაიკალიე... აწ ჩემი ოცნება და ჩემი ლირიკა ობოლი ნაძვია - ლარიქს სიბირიკა.
სხვა იტყვის: სად ჩვენი ქართველი პოეტი, სად მზე კოლხიდისა და სად ჩრდილოეთი! განდევნა მიწამა, ცამ ვერ შეირიგა მაღალტანოვანი ლარიქს სიბირიკა.
ონეგის სიშორე, ურალის ქარ-თოვლი, ყოფნა ლარიქსისა ცივი, მარტოული. დღეები სითბოსი ვერვინ დაირიგა და აღარც შენ გერგო, ლარიქს სიბირიკა!
იყო დაკარგული, წიაღს რაც ებადა, ადგილს კატორღათ და გადასახლებათა. დიდი გარდატეხის ზარი დაირეკა და შენც მოგესმა ის, ლარიქს სიბირიკა!
აწ ვით უსაზღვროა სივრცე შენს გარშემო, იტყვი: გაიღვიძა მხარემ მძინარემო - ვითარ დიადია იმ გზათ, იმ არეთა მძლავრი ენერგია წყალუხვ მდინარეთა.
აგერ, მონადირე მოდის, ვით წვეული, და მას ათასფერი მოაქვს ბეწვეული. თოვლი, როგორც მტვერი ისე დაირეკა შენმა განრტოებამ, ლარიქს სიბირიკა!
ზღაპრულ სიმდიდრეთა დროა მოგროვების, აურაცხელია ოქრო - ოქროების, შემჭიდროებულთა არა აქა-იქა - გადაჭიმულია ტუნდრა და ტაიგა.
მიწას ციმბირისას ტყეთა ამალებით მისდევს თვალუწვდენი, ვრცელი ტრამალები. რაც კი ფაბრიკების დიდი მილებია, დიდი ქარხნების ხმას შეხმატკბილებია. ყინვა გადავიდა, ნისლი გაირეკა - მაისს გაუმარჯოს, ლარიქს სიბირიკა!
1947
ლარიქს სიბირიკა*

2. მადლობა, ბატონო ოთარ. ასეც დავწერდი, მაგრამ დამეკარგება კარგი , ოკაზიონური რითმა ანუ თამაშურობა, როგორც მთავარი მომენტი
მიდის ოპრამდი // მოდუს ოპერანდი
ლექსი დიალოგშია გალაკტიონის ერთ ლექსთან, ვიპოვი ახლა და დავდებ მადლობა, ბატონო ოთარ. ასეც დავწერდი, მაგრამ დამეკარგება კარგი , ოკაზიონური რითმა ანუ თამაშურობა, როგორც მთავარი მომენტი
მიდის ოპრამდი // მოდუს ოპერანდი
ლექსი დიალოგშია გალაკტიონის ერთ ლექსთან, ვიპოვი ახლა და დავდებ
1. ლექსი კარგია, ქალბატონო ნინო, ეგებ "საპნის ოპერა" ერთად დაწეროთ:
"საქმე მუდამ მიდის საპნის ოპერამდი", მაგრამ ნება თქვენია. ლექსი კარგია, ქალბატონო ნინო, ეგებ "საპნის ოპერა" ერთად დაწეროთ:
"საქმე მუდამ მიდის საპნის ოპერამდი", მაგრამ ნება თქვენია.
|