ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბექა ფიცხელაური
ჟანრი: პოეზია
11 მარტი, 2009


სათაური

დადგა გაზაფხული, მარტი ათარეშდა,
შლეგით დაიქნია ვნების არტახი.
ამინდს ქალაქისთვის მზიანს აავდრებდა,
ხშირადაც დარობდა, მაგრამ სულ ტაატით...

...სამ წელს დავითვლიდი, უშენობით გავლილს,
მერე კვლავ სიყვარულს ახალ ჯანყს ვეტყოდი.
მაგრამ, მადლობა ღმერთს, დღეებს ჩვენგან დათვლილს,
ამ გაზაფხულს ვსწირავთ, (ოჰ, როგორ ველოდი)

შარშან გაზაფხულზე, (სადღაც მაისობას)
შენ კვლავ გამარჯობას არ მაბედვინებდი...
ჯერ კიდევ სწუნობდი, (ჰეჰ), ჩემს ხევსურობას,
მე კვლავ ყველა ქალში შენს თავს დავეძებდი...

და ამ გაზაფხულზე თბილისში კვლავ წვიმდა,
კვლავ ცენტრალურ გამზირს მიჰქონდა ხალხის ზღვა.
მზეც კვლავ ეგლებოდა ნაწვიმარ მთაწმინდას,
და ჩვენც კვლავ ვიწყებდით ცხოვრებას თავიდან...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები