შენ არ იყავი მბზინვარე დარბაზს აკლდა შენი ხმა, სათნო იერი, და თუმცა ლექსი წვიმდა დარბაზში, მაინც არ მერქვა მე ბედნიერი.
რაც თავი მახსოვს შენ სულ მიდიხარ, და თითქოს სულზე ქუსლით მაბიჯებ, და ისე მივალ ამ ცრუ სოფლიდან, რომ შენში ქალი ვერ გავაღვიძე.
ყველა ცოდვილზე მე უფრო ცოდვილს მრევდა რაც ვნების მწველი მეხია, რომ შენი კაბა შენს თეთრ გულმკერდზე, თეთრ ნაფლეთებად გადამეხია.
ზოგჯერ თუ ეშმა შენც გაცდუნებდა, ტაძარში ერთი ლოცვაც გშველოდა, შენ არ გაზრდილხარ ამ ცივ ქალაქში, შენ მოსული ხარ სოფლის მდელოდან.
ბათუმი...პორტი... ლიმუზინები... და ვნებით მზერა მთვრალი კაცების, შამპანურების დაღვრილი ქაფი, ბროლის ჭაღები და დარბაზები.
არის ეგ მართლა შენი ცხოვრება?! თუ სული ღამით ჩუმად იტირებს, უღვთოდ ნაცემი პატიოსნება, ზის და ბეთლემის ლოდთან ქვითინებს.
მწუხრის ლოცვა და მდუმარე მუზა დამიბრუნდიო გევედრებიან, და სოფლის მინდვრის ლორთქო იები, ლარნაკში უწყლოდ როგორ კვდებიან.
როგორ დაძრწიან ახლა ქალაქში, უსახური და მღვრიე ჩრდილები, და ჩვენი გზებიც შორდება როგორ გაჩენის დღიდან გაყოფილები.
ამდენ ჯგლეთაში შენც დაიღლები, თუ წყება ჟანგთა სულს მოესია, და ერთხელ მართლა მოგენატრება ბეთლემის ღამე და პოეზია.
ეს ყოფა მღვრიე მორევი ცოდვის, სევდაა მხოლოდ ამაოების, შენა ხარ ქალი, მუზაც და ვნებაც და ჯილდო ჩემი მკვდარი დღეების...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
22. შემძვრელია სულის შემძვრელია სულის
21. უღვთოდ ნაცემი პატიოსნება, ზის და ბეთლემის ლოდთან ქვითინებს.
და მთლიანობაშიც ძალიან კარგი! უღვთოდ ნაცემი პატიოსნება, ზის და ბეთლემის ლოდთან ქვითინებს.
და მთლიანობაშიც ძალიან კარგი!
20. სალამი და მოკითხვა ჩვენგან! ლექსს კი მოწონება. სალამი და მოკითხვა ჩვენგან! ლექსს კი მოწონება.
19. და თუმცა ლექსი წვიმდა დარბაზში, მაინც არ მერქვა მე ბედნიერი.
უძლიერესი კაცი ხარ! და თუმცა ლექსი წვიმდა დარბაზში, მაინც არ მერქვა მე ბედნიერი.
უძლიერესი კაცი ხარ!
17. მართლაც რომ მშვენიერია...მძაფრი და ნამდვილი.. და მედავითება 5555555555555555 მართლაც რომ მშვენიერია...მძაფრი და ნამდვილი.. და მედავითება 5555555555555555
16. რაც თავი მახსოვს შენ სულ მიდიხარ, და თითქოს სულზე ქუსლით მაბიჯებ, და ისე მივალ ამ ცრუ სოფლიდან, რომ შენში ქალი ვერ გავაღვიძე.
ძალიან მომწონს ეს პოეტი! არაჩვეულებრივი ხედვით და მუსიკით. რაც თავი მახსოვს შენ სულ მიდიხარ, და თითქოს სულზე ქუსლით მაბიჯებ, და ისე მივალ ამ ცრუ სოფლიდან, რომ შენში ქალი ვერ გავაღვიძე.
ძალიან მომწონს ეს პოეტი! არაჩვეულებრივი ხედვით და მუსიკით.
15. აი, ასეთი მაგარი ლექსი, დედას ვფიცავარ, დიიიიდი ხანია არ წამიკითხავს! ყველაფერს შეეხო შიგნით!!! ჩემ ჩემოდანში მიმაქვს! უდიდესი პატივისცემა ავტორს, ულევი, ულევი სითბო ჩემგან ამ სიამოვნებისა და ემოციისთვის, რაც ახლა მივიღე!!! აი, ასეთი მაგარი ლექსი, დედას ვფიცავარ, დიიიიდი ხანია არ წამიკითხავს! ყველაფერს შეეხო შიგნით!!! ჩემ ჩემოდანში მიმაქვს! უდიდესი პატივისცემა ავტორს, ულევი, ულევი სითბო ჩემგან ამ სიამოვნებისა და ემოციისთვის, რაც ახლა მივიღე!!!
14. ყველა ცოდვილზე მე უფრო ცოდვილს მრევდა რაც ვნების მწველი მეხია, რომ შენი კაბა შენს თეთრ გულმკერდზე, თეთრ ნაფლეთებად გადამეხია.
მთლიანობაშიც მაგარია ყველა ცოდვილზე მე უფრო ცოდვილს მრევდა რაც ვნების მწველი მეხია, რომ შენი კაბა შენს თეთრ გულმკერდზე, თეთრ ნაფლეთებად გადამეხია.
მთლიანობაშიც მაგარია
12. და ერთხელ მართლა მოგენატრება ბეთლემის ღამე და პოეზია. 5 მოგიკითხეთ. და ერთხელ მართლა მოგენატრება ბეთლემის ღამე და პოეზია. 5 მოგიკითხეთ.
11. კარგია.. კარგი..
5 კარგია.. კარგი..
5
9. ეს ყოფა მღვრიე მორევი ცოდვის, სევდაა მხოლოდ ამაოების, შენა ხარ ქალი, მუზაც და ვნებაც და ჯილდო ჩემი მკვდარი დღეების...
მომწონს თქვენთან ეს ყოფა მღვრიე მორევი ცოდვის, სევდაა მხოლოდ ამაოების, შენა ხარ ქალი, მუზაც და ვნებაც და ჯილდო ჩემი მკვდარი დღეების...
მომწონს თქვენთან
8. ეს ყოფა მღვრიე მორევი ცოდვის, სევდაა მხოლოდ ამაოების, შენა ხარ ქალი, მუზაც და ვნებაც და ჯილდო ჩემი მკვდარი დღეების...
მომწონს თქვენთან ეს ყოფა მღვრიე მორევი ცოდვის, სევდაა მხოლოდ ამაოების, შენა ხარ ქალი, მუზაც და ვნებაც და ჯილდო ჩემი მკვდარი დღეების...
მომწონს თქვენთან
7. ზოგჯერ თუ ეშმა შენც გაცდუნებდა, ტაძარში ერთი ლოცვაც გშველოდა, შენ არ გაზრდილხარ ამ ცივ ქალაქში, შენ მოსული ხარ სოფლის მდელოდან.
ზოგჯერ თუ ეშმა შენც გაცდუნებდა, ტაძარში ერთი ლოცვაც გშველოდა, შენ არ გაზრდილხარ ამ ცივ ქალაქში, შენ მოსული ხარ სოფლის მდელოდან.
6. რა ლამაზია.. ,,რაც თავი მახსოვს სულ შენ მიდიხარ, და თითქოს ულზე ქუსლით მაბიჯებ...'' :) რა ლამაზია.. ,,რაც თავი მახსოვს სულ შენ მიდიხარ, და თითქოს ულზე ქუსლით მაბიჯებ...`` :)
5. რაც თავი მახსოვს შენ სულ მიდიხარ, და თითქოს სულზე ქუსლით მაბიჯებ,
რა მშვენიერი ლექსიაა:) რაც თავი მახსოვს შენ სულ მიდიხარ, და თითქოს სულზე ქუსლით მაბიჯებ,
რა მშვენიერი ლექსიაა:)
4. შენა ხარ ქალი, მუზაც და ვნებაც და ჯილდო ჩემი მკვდარი დღეების... 5555555555 შენა ხარ ქალი, მუზაც და ვნებაც და ჯილდო ჩემი მკვდარი დღეების... 5555555555
3. ეს ყოფა მღვრიე მორევი ცოდვის, სევდაა მხოლოდ ამაოების, შენა ხარ ქალი, მუზაც და ვნებაც და ჯილდო ჩემი მკვდარი დღეების... მშვენიერი მართლაც... ქალივით მსვენიერი ლექსია...555555555 ეს ყოფა მღვრიე მორევი ცოდვის, სევდაა მხოლოდ ამაოების, შენა ხარ ქალი, მუზაც და ვნებაც და ჯილდო ჩემი მკვდარი დღეების... მშვენიერი მართლაც... ქალივით მსვენიერი ლექსია...555555555
2. რაც თავი მახსოვს შენ სულ მიდიხარ, და თითქოს სულზე ქუსლით მაბიჯებ...
თითქოს მახსოვს ეს ფრაზები... მომწონს. რაც თავი მახსოვს შენ სულ მიდიხარ, და თითქოს სულზე ქუსლით მაბიჯებ...
თითქოს მახსოვს ეს ფრაზები... მომწონს.
1. მშვენიერია დავით!!! მშვენიერია დავით!!!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|