ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ_ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
21 ივნისი, 2023


William Butler Yeats - The Second Coming

უილიამ ბატლერ იეიტსი - მეორედ მოსვლა

მოძრაობს წრიულად ზეცაში აჭრილი,
შევარდენს არ ესმის მგეშავის ძახილი,
ირღვევა ცენტრი და ბუნების სამოსი
და ქვეყნად თანდათან მეფდება ქაოსი.
მიწა იფარება სისხლიან მოქცევით,
ცოტაა უმწიკვლო, ალალად მომქცევი.
გულგრილი გამხადარა, თუ შერჩა ღირსება,
ბოროტი კი მეტი სიბილწით ივსება.
განდგომის ჟამია - შემცირდა წყალობა,
მეორედ მოსვლა კი ძალიან ახლოა.

მეორედ მოსვლაა! როცა ვთქვი, ზმანებით 
სამყაროს სულისგან ხატება მავნები
ვნახე უდაბნოში მაგვარი ქიმერის,
ლომის აღნაგობით და კაცის იერით.
ცარიელ მზერით და მზესავით სასტიკი,
დინჯად მოძრაობდა მოყვარე პატივის,
შეიძრნენ მშფოთვარე ფრინველთა ლანდები,
დაეშვა წყვდიადი, სიცხადის თანმდევი
ოცი საუკუნის დასრულდა ძილქუში,
დარწეულ აკვანით დრო დადგა პირქუში.
მიდის ფეხაკრეფით მეუფე ბნელეთის,
რათა დაიბადოს, განკაცდეს ბეთლემში.

21 ივნისი, 2023 წ.


ორიგინალი იხილეთ აქ: https://www.poetryfoundation.org/poems/43290/the-second-coming

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები