ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
22 ივნისი, 2023


ანაგრამა

#ლექსმცოდნეობითი_ოპუსები
Paata Natsvlishvili

ანაგრამა

ტერმინ “ანაგრამას” უამრავჯერ ვიყენებთ, გვისაუბრია მის შესახებ , სხვა ოპუსშიც შევხებივართ.  არსებობს მისი ვიწრო და ფართო განმარტებანი. ასეთი მოკლე ახსნა, თუმცა მხოლოდ მისი ერთი ასპექტის მომცველი, პირადად მე ჯერ არ მინახავს და მომინდა თქვენთვის გაზიარება:

“Anagram

A word spelled out by rearranging the letters of another word; for example, “The teacher gapes at the mounds of exam pages lying before her.”

ვთარგმნოთ:

ანაგრამა ეწოდება სიტყვას, რომელიც სხვა სიტყვის ასოთა გადაადგილებითაა მიღებული.
აქ განმარტების მერე ორიგინალში მოყვანილია მაგალითი, რომელშიც ინგლისური სიტყვის ანაგრამაა.
ეს,  ცხადია, თარგმანში ასე ზუსტად ვერ გადმოვა,

პირობითად  კი ასე იქნება:

მასწავლებელი უცქერს
გამოცდის მერე ფურცლებს:
-ერთი შეხედეთ ამათ,
ნაწერის მთელი მთაა!

(ამათ - მთაა)

თუმცა მაგალითისთვის,  უმჯობესია, სახელდახელოდ შევადგინოთ მარტივი ქართული ანაგრამა:

მაგ.:

მობუზულია ვაცი, რადგან ძალიან ცივა.
გაპარსულია იგი, ვერც ვერაფერი იცვა.
ამიტომაა ახლა  უმადოცა და ავიც.
თუ  შეციებულს იცავ,  თუ გეცოდება, აცვი!

აქ სიტყვა “ვაცი” - ხუთჯერაა ჩაანაგრამებული:

ვაცი

ცივა
იცვა
ავიც
აცვი
იცავ

სახალისო დავალება:

ა.მოიფიქრეთ სხვა ანაგრამები
ბ. ეცადეთ, მოფიქრებული მაგალითი გააშინაარსიანოთ,  დააკავშიროთ ერთმანეთთან და აქციოთ წინადადებად, მით უკეთესია, თუ გამოგივათ ლექსად.
გ. მოიძიეთ ანაგრამის ნიმუშები ქართული პოეზიიდან
გეზი:  ქართულ პოეზიაში ანაგრამა საუკუნეთა მანძილზე ცოტა როდია, ხოლო თანამედროვე პოეზიიდან მისი ნიმუშების სიმრავლით  მკვეთრად გამოირჩევა პაატა ნაცვლიშვილის ლექსები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები