ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
23 ივნისი, 2023


William butler Yeats -Never give all the Heart

უილიამ ბატლერ იეიტსი - გულს ერთიანად ნურასდროს მისცემ

გულს ერთიანად ნურასდროს მისცემ,
თუ გნებავს ქალის ტრფიალი მტკიცე,
რადგან ჩაუქრობს მხურვალე ვნებას
დანამდვილებით თუ ეგონება
მყარია გრძნობა, გაუცივდება
აღმტაცი განცდა აუცილებლად,
როდესაც ჩათვლის - დაგისაკუთრა,
ნუ მისცემ მთელ გულს ამის საბუთად,
არ დაგიტოვოს მასზე ნაშაშრი,
დიაცთა გულებს უყვართ თამაში.
მუდამ მარცხდება ქალთან ჭიდილში
ტრფობით ბრმა, მუნჯი, ცნობამიხდილი,
ვინც ქალს დაუთმო გული სრულიად,
დამარცხდა, ჩემებრ დაისრულია.

23 ივნისი, 2023 წ.


William butler Yeats -Never give all the Heart

Never give all the heart, for love
Will hardly seem worth thinking of
To passionate women if it seem
Certain, and they never dream
That it fades out from kiss to kiss;
For everything that’s lovely is
But a brief, dreamy, kind delight.
O never give the heart outright,
For they, for all smooth lips can say,
Have given their hearts up to the play.
And who could play it well enough
If deaf and dumb and blind with love?
He that made this knows all the cost,
For he gave all his heart and lost.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები