 | ავტორი: დებორა ჟანრი: პოეზია 23 ივნისი, 2023 |
#ოპუსები
ნინო დარბაისელი
“ვერ აჯობა ინდოსტანელს” ანუ ჩემი სორამიმი
დარწმუნებული ვარ, ყველას გამოუცდია უცხო ენაზე სიმღერის მოსმენისას ქართულად როგორ ,,აშინაარსიანებს” უცხო ტექსტს, როგორც იტყვიან, ახდენს მის ფსევდო-სემანტიზაციას. ამას სორამიმი (Soramimi) ეწოდება, სიტყვის თამაშის ერთ-ერთი სახეობაა და იაპონური ეტიმოლოგია აქვს (თარგმანში ნიშნავს - “ასე მომესმა”- ს) იგი იუმორისტული ეფექტის ტექსტების შესაქმნელად არცთუ იშვიათად გამოიყენება.
ჩემს ბავშვობაში ერთი ძალიან სატირელი ინდური ფილმი მუდმივად გადიოდა სოფლის კინოში და რაჯ კაპური მღეროდა, ის სიმღერა დავიხსომე და სოფლის საურმეში კონცერტს რომ ვმართავდით, დუეტში ვმღეროდი ყელმოღერებული ჩემს დასთან ერთად ,,ვერ აჯობა ინდოსტანელს”… თვალცრემლიანი მაყურებელი ტაშის ცემით სულ ბისზე გვიძახებდა. ერთხელ ჩემი უფროსი გარე ბიძაშვილი სიცილით მეუბნება, არასწორად მღერიხართ, უნდა თქვათ ,, მერა ჯუპა ინდოსტანეო”… ესეც ჩემი ერთი სორამიმი… და ისე, ვინ იცის, სინამდვილეში, რას მღეროდა რაჯ კაპური! ერთიც! ამას წინათ კურსელებმა ავთო მაღლაფერიძისა ხომ არაფერი გსმენიათო, მოიკითხეს და მისი სორამიმი გამახსენდა. ერთხელ გვეუბნება, “ბითლზის” ის სიმღერა მიყვარს ძალიან, მილიონჯერ შემიძლია მოვისმინო, აი, არყის საძებნელად რომ მიდიანო. გამოვშტერდით. რა არაყი, რის არაყი! და წაგვიღიღინა ,,ვოდკუ ნაიდუ, ვოდკუ ნაიდუო”. არც ხმა და სმენა ჰქონდა გადასარევი, მაგრამ ვიცანით ,,სმოკის” უცნობილესი ,,ვოთ ქენ აი დუ”(What can I do) სიამოვნებით დავდებდი სორამიმის მაგალითს, ქართულ პოეზიაში რომ მეგულებოდეს. გამიხარდება, თუ ვინმე შემომაშველებს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. უი, აქ პოეზია აწერია, კრიტიკის ნაცვლად… უი, აქ პოეზია აწერია, კრიტიკის ნაცვლად…
11. დღეს ერთიჩემი სორამიმი კიდევ აღმოვაჩინე, მეგობართან ხელოვნებაში პედოფილიის საკითხებზე საუბარს შევყევი და მინდოდა, ამერიკული მაგალითი დამედო იმის საჩვენებლად, რომ დროით- ისტორიული კონტექსტის გაუთვალისწინებლობა არ ეგების ასეთ დროს, თორემ გამოვა, რომ ლებანიძის,, “ციცო”, გალაკტიონის ,, ცამეტი წლის ხარ” , თვით ვეფხისტყაოსანიც ა ,, პედოფჯლური ლიტერატურის საზღვრებში მოექცევა. გამახსენდა ამერიკული ძალიან პოლულარული სიმღერა, ვეძებ იუტუბზე და არაა! , თინეიჯერ”, - არავითარი შედეგი! თურმე ამბობენ არა თინეიჯერ, არამედ “ თიინ ენჯელ” ანუ არასრულწლოვანო ანგელოზოო” დღეს ერთიჩემი სორამიმი კიდევ აღმოვაჩინე, მეგობართან ხელოვნებაში პედოფილიის საკითხებზე საუბარს შევყევი და მინდოდა, ამერიკული მაგალითი დამედო იმის საჩვენებლად, რომ დროით- ისტორიული კონტექსტის გაუთვალისწინებლობა არ ეგების ასეთ დროს, თორემ გამოვა, რომ ლებანიძის,, “ციცო”, გალაკტიონის ,, ცამეტი წლის ხარ” , თვით ვეფხისტყაოსანიც ა ,, პედოფჯლური ლიტერატურის საზღვრებში მოექცევა. გამახსენდა ამერიკული ძალიან პოლულარული სიმღერა, ვეძებ იუტუბზე და არაა! , თინეიჯერ”, - არავითარი შედეგი! თურმე ამბობენ არა თინეიჯერ, არამედ “ თიინ ენჯელ” ანუ არასრულწლოვანო ანგელოზოო”
10. ვიხალისე. ბავშვობაში boney m. - ის ერთ სიმღერაში ყველას გვესმოდა "ბიძაშვილი ბრუნდება". იქამდე რასპუტინს ახსენებდნენ თუ ეგეც არ მოგვესმა. ვიხალისე. ბავშვობაში boney m. - ის ერთ სიმღერაში ყველას გვესმოდა "ბიძაშვილი ბრუნდება". იქამდე რასპუტინს ახსენებდნენ თუ ეგეც არ მოგვესმა.
9. მადლობა, ჩემო კარგებო! ესეც აქ იდოს. ცალკე- დროითი ლიმიტის გამო ვერ ვდებ
#ეტიუდები #ლექსმცოდნეობითი_ოპუსები
ნინო დარბაისელი
ეროტიკული მონდეგრინი* (მოიძიეთ ორივეგან - შესაბამისი)
კაცი ამბობდა და:
-შენ კარგი გოგო ხარ, მაგრამ მოვა ცოლი, არის ეჭვიანი, არის ერთადერთი, მძახლის მერიდება! სულთან დავადარებ, რომ მყავს, ხომ იცოდი? რა სიტყვა იშიშვლე! ხომ სახამუშოა? (აჰა !…და მიწექი!) არ გინდა! ცოდო ხარ, ზედმეტი გახდები. პატრონი სად არის? აბა, გავიქეცი! გავედი, ბოდიში! აღარ დამელოდო!
ქალმა - გაიგონა:
- შენ - კარგი, როგორ ხარ? მაგრად მომეწონე, ხარ ისე ჭკვიანი, ხარ ის - ერთადერთი, ძაღლის მე რიდე მაქვს, სულ თან დავატარებ, მომყავს, შემიცოდე! რას იტყვი, სიშიშვლე, ხომ სანიმუშოა? (აჰა, დამიწექი!) კარგი და, სადა ხარ! ზედ მანტო - გიხდება. პანტერის სადარი ამაღამ ვიქეცი, გავები ბადეში! აქ ხარ?! დამელოდე!
- - - * მონდეგრინი - სიტყვიერი თამაშის სახეობაა. ერთ ენაზე ვინმეს ნათქვამი სხვანაირად რომ გეყურება, გესმის და შესაბამისაც მცდარი აზრი გამოგაქვს. ზეპირმეტყველებაში - მეტად გავრცელებულია. ინგლისურენოვან იუმორისტულ პოეზიაში და ზოგადად ლიტერატურაში, ასევე კინოხელოვნებაში - გამოიყენება, როგორც ხერხი. ეს საინტერესო მოვლენა დ. უზნაძის განწყობის თეორიას, ე.წ ინტენციალობის თეორიასაც უკავშირდება. აღმქმელის, რეციპიენტის წინასწარი განწყობა, მზაობა, ისე გაიგოს ტექსტი, მოახდინოს მისი დეკოდირება, როგორც აწყობს და არა ისე, როგორც ინფორმაციის გამცემს ესმის, უნდა, ახასიათებს სასიყვარულო- ინტიმურ ურთიერთობას. შექსპირთან არსებობს ასეთი გამონათქვამიც: ,,ამაოდ ირჯება სიმართლის მთქმელი, შეყვარებულ ყურს ყველაფერი ესმის ისე, როგორც უნდა!” მოვლენა - უძველესია, მაგრამ მისი აღმნიშვნელი ტერმინი შედარებით ,, ახალგაზრდაა” - ინგლისურენოვანი წარმოშობისაა და ეტიმოლოგიურად ქალის სახელს. ,, მადამ მონდეგრინს” უკავშირდება. პირადად მონდეგრინის ქართული ნიმუში ვერ მოვიძიე ან არ გამახსენდა და მაგალითისთვის თავად შევქმენი. უკეთესს მკითხველისგან ველი! მადლობა, ჩემო კარგებო! ესეც აქ იდოს. ცალკე- დროითი ლიმიტის გამო ვერ ვდებ
#ეტიუდები #ლექსმცოდნეობითი_ოპუსები
ნინო დარბაისელი
ეროტიკული მონდეგრინი* (მოიძიეთ ორივეგან - შესაბამისი)
კაცი ამბობდა და:
-შენ კარგი გოგო ხარ, მაგრამ მოვა ცოლი, არის ეჭვიანი, არის ერთადერთი, მძახლის მერიდება! სულთან დავადარებ, რომ მყავს, ხომ იცოდი? რა სიტყვა იშიშვლე! ხომ სახამუშოა? (აჰა !…და მიწექი!) არ გინდა! ცოდო ხარ, ზედმეტი გახდები. პატრონი სად არის? აბა, გავიქეცი! გავედი, ბოდიში! აღარ დამელოდო!
ქალმა - გაიგონა:
- შენ - კარგი, როგორ ხარ? მაგრად მომეწონე, ხარ ისე ჭკვიანი, ხარ ის - ერთადერთი, ძაღლის მე რიდე მაქვს, სულ თან დავატარებ, მომყავს, შემიცოდე! რას იტყვი, სიშიშვლე, ხომ სანიმუშოა? (აჰა, დამიწექი!) კარგი და, სადა ხარ! ზედ მანტო - გიხდება. პანტერის სადარი ამაღამ ვიქეცი, გავები ბადეში! აქ ხარ?! დამელოდე!
- - - * მონდეგრინი - სიტყვიერი თამაშის სახეობაა. ერთ ენაზე ვინმეს ნათქვამი სხვანაირად რომ გეყურება, გესმის და შესაბამისაც მცდარი აზრი გამოგაქვს. ზეპირმეტყველებაში - მეტად გავრცელებულია. ინგლისურენოვან იუმორისტულ პოეზიაში და ზოგადად ლიტერატურაში, ასევე კინოხელოვნებაში - გამოიყენება, როგორც ხერხი. ეს საინტერესო მოვლენა დ. უზნაძის განწყობის თეორიას, ე.წ ინტენციალობის თეორიასაც უკავშირდება. აღმქმელის, რეციპიენტის წინასწარი განწყობა, მზაობა, ისე გაიგოს ტექსტი, მოახდინოს მისი დეკოდირება, როგორც აწყობს და არა ისე, როგორც ინფორმაციის გამცემს ესმის, უნდა, ახასიათებს სასიყვარულო- ინტიმურ ურთიერთობას. შექსპირთან არსებობს ასეთი გამონათქვამიც: ,,ამაოდ ირჯება სიმართლის მთქმელი, შეყვარებულ ყურს ყველაფერი ესმის ისე, როგორც უნდა!” მოვლენა - უძველესია, მაგრამ მისი აღმნიშვნელი ტერმინი შედარებით ,, ახალგაზრდაა” - ინგლისურენოვანი წარმოშობისაა და ეტიმოლოგიურად ქალის სახელს. ,, მადამ მონდეგრინს” უკავშირდება. პირადად მონდეგრინის ქართული ნიმუში ვერ მოვიძიე ან არ გამახსენდა და მაგალითისთვის თავად შევქმენი. უკეთესს მკითხველისგან ველი!
8. მომეწონა კომენტარებიანად. მომეწონა კომენტარებიანად.
7. https://www.youtube.com/watch?v=AdjVZ2XLPHs
აქ აჯ კაპურის ტექსტის ორიგინალია და პარალელურად - ლათინური ასოებით, როგორ გამოითქმება. https://www.youtube.com/watch?v=AdjVZ2XLPHs
აქ აჯ კაპურის ტექსტის ორიგინალია და პარალელურად - ლათინური ასოებით, როგორ გამოითქმება.
6. https://www.youtube.com/watch?v=AdjVZ2XLPHs
აქ აჯ კაპურის ტექსტის ორიგინალია და პარალელურად - ლათინური ასოებით, როგორ გამოითქმება. https://www.youtube.com/watch?v=AdjVZ2XLPHs
აქ აჯ კაპურის ტექსტის ორიგინალია და პარალელურად - ლათინური ასოებით, როგორ გამოითქმება.
5. https://youtu.be/TdQwPwmsUC0 https://youtu.be/TdQwPwmsUC0
4. იხარეთ, ქალბატონო ნინო, კინოფილმში "სხვისი შვილები" მღერის პატარა ბიჭი რაჯ კაპურის სიმღერას სორამიმით. იხარეთ, ქალბატონო ნინო, კინოფილმში "სხვისი შვილები" მღერის პატარა ბიჭი რაჯ კაპურის სიმღერას სორამიმით.
3. მადლობა, ბატონო ოთარ, ჩავსვი. მადლობა, ბატონო ოთარ, ჩავსვი.
2. ამ სიმღერას კი ასრულებს მეორე სოლისტი - Alan Silson (ალან სილსონი).
ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი როკ-ჯგუფი იყო ახალგაზრდობაში. ამ სიმღერას კი ასრულებს მეორე სოლისტი - Alan Silson (ალან სილსონი).
ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი როკ-ჯგუფი იყო ახალგაზრდობაში.
1. კარგია, ქალბატონო ნინო, ოღონდ ,,ვოთ ქენ აი დუ”(What can I do)-ს მღერის ანსამბლი
Smokie - What Can I Do,
სოლისტი - კრის ნორმანი
https://www.youtube.com/watch?v=G09uH4p1rFY კარგია, ქალბატონო ნინო, ოღონდ ,,ვოთ ქენ აი დუ”(What can I do)-ს მღერის ანსამბლი
Smokie - What Can I Do,
სოლისტი - კრის ნორმანი
https://www.youtube.com/watch?v=G09uH4p1rFY
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|