დაგწყევლა ფებოსმა კასანდრა, როდესაც მასთან არ დაწექი, ყოველ ნიჭს ამქვეყნად მაზანდა აქვს მისი ფლობისთვის ნაწესი.
სიგიჟედ შერაცხეს სიმართლე, წინასწარმეტყველის ხილვები, გრძნეულის სარისტა მიჩქმალეს, ბოროტი ძალების მხილების.
ხის ცხენთან შლეგივით მივარდი, როდესაც დუშმანებს ეძებდი, გინდოდა გადაწვა ჩირაღდნით კოლოსში დამალულ ბერძნების.
შეგიპყრეს მოყვასმა ბრიყვებმა, გარგუნეს საკანი პატიმრის, ასეა, დინებას მიჰყვება, მსურველი სარგებლის, პატივის,
რა მძიმე ჯვარია მიხვედრის ზენიჭი, როდესაც განგებით ამაოდ დაშვრება წინმხედი და კარგ მთქმელს არა ჰყავს გამგები!
ღვთიურ მადლს ვერასდროს შეჰხარი, ტვირთმძიმე ხვედრია კასანდრა, როდესაც რაცხავენ ჭეშმარიტ შენს ტალანტს სრულ აბრაკადაბრად!
1 ივლისი, 2023 წ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ჟანრი შემეშალა, პოეზია უნდა იყოს, ჩემი ლექსია. ჟანრი შემეშალა, პოეზია უნდა იყოს, ჩემი ლექსია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|