უილიამ ბატლერ იეიტსი - ირლანდიელი მფრინავი განჭვრეტს თავის სიკვდილს
აღსასრულს ვპოვებ ღრუბლების ზევით, ესალბუნება გულს ნაღდი სიტყვა: არ მეზიზღება, ვისაც მე ვებრძვი და ვისაც ვიცავ, მე არც ის მიყვარს.
კილტარტან კროსის სოფელში ვიშვი, სადაც ბევრ ღარიბს სჭირდება შველა, არ მიტირებენ, თუ მოვკვდი, ვიშით, არც მიანიჭებს ვიღაცას შვებას.
მე არ გავმხდარვარ მფრინავი ძვინვით, მოვალეობით, ან ხალხის ტაშით, აღფრთოვანების ეული ჟინით გულანთებული ვისწრაფი ცაში.
აწონდაწონა ავ-კარგი განსჯამ, გარდასული დრო მიმზერდა ღვრემით, მომავალს ვრაცხავ სუნთქვის ფუჭ ხარჯვად, ვიდრე სიკვდილთან ამ თამაშს დღეის.
4 ივლისი, 2023 წ.
William Butler Yeats - An Irish Airman foresees his Death
I know that I shall meet my fate Somewhere among the clouds above; Those that I fight I do not hate, Those that I guard I do not love;
My country is Kiltartan Cross, My countrymen Kiltartan’s poor, No likely end could bring them loss Or leave them happier than before.
Nor law, nor duty bade me fight, Nor public men, nor cheering crowds, A lonely impulse of delight Drove to this tumult in the clouds;
I balanced all, brought all to mind, The years to come seemed waste of breath, A waste of breath the years behind In balance with this life, this death.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
|
|
|