 | ავტორი: ნიკე... ჟანრი: პოეზია 8 ივლისი, 2023 |
მახსოვს როგორ გავაკვირვე, ტიპი ირონიული კითხვით: -პირველია ხომ დაუვიწყარი? მე კი, სრული სერიოზულობით ვუპასუხე: - ბოლო.
თავად სიყვარულში ჯერარშესული, (ამრეზით უცქერს) ისე შეცბუნდა, თითქოს მხოლოდ ცივი წყალი კი არ გადაესხა, ის ჭურჭელიც თავზე დაემსხვრა, იმ წყალს რომ აკავებდა - შეეშინდა ბოლო არ ყოფილიყო.
როგორ ცდებიან, როცა ჰგონიათ რომ სიყვარული, სიყვარულის გარდა სხვა რამეს ითხოვს. (თქვენს, ანგარიშზე მომართულ ტვინებს ნუ შემადარებთ).
ბოლო კი... ბოლო ყველა "მიყვარხარ"-ს მედგრად ედგა, მიწას აყრიდა. ისე კი არა, თესლს რომ აყრიან გასაღვივებლად, მკვდრად ცნობდა და ისე მარხავდა.
მე რომ მცოდნოდა... რომ მცოდნოდა, როგორი რთულია სიკვდილი როცა ვინმეს უყვარხარ, აღარ ვეტყოდი რომ მიყვარს. დავინდობდი. სიკვდილით მეც კი ვკვდები, მაგრამ ამ სირთულის რა გამეგება?!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მუხა :) :-* მუხა :) :-*
1. მე არავის არ დავინდობდი, ვეტყოდი, რომ მიყვარს! მე არავის არ დავინდობდი, ვეტყოდი, რომ მიყვარს!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|