ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: პოეზია
10 ივლისი, 2023


თეჯირი

#ლექსები
ნინო დარბაისელი

თეჯირი

ვირტუალურო მეგობარო,
შენი ნამდვილი ვინაობა რომ არ გამეგო…
ნეტავი  ისევ იმ რომანტიკულ არსებად მყავდე,
ნეტა იცოდე, როგორ დამაკლდი,
ო, თურმე  როგორ მჭირდებოდა შენი ნიღაბი.
ახლა კი, როცა მთლად დავრწმუნდი,
ვინ ყოფილხარ სინამდვილეში,
ერთი - ჩვენი,
ერთი  - ჩვენგანი,
ერთი - ჩვენზე ჩვეულებრივი,
წესით ხომ უნდა გამხარებოდა,
რა მჭირს ასეთი?
რა დამემართა!

ალბათ ასეთსაც მოგეჩვევი მერე თანდათან,
ახლა კი  ვზივარ სიმარტოვეში
და  ნამდვილი გული  მტკივა,
ნამდვილი ცრემლით მეტირება.

ვირტუალურო მეგობარო,
ხელში ჩამკვდარო წარმოსახვავ,
როგორც შორეულ ბავშვობაში,
პატარობისას.
თოჯინების  ქართულ თეატრში როცა დავყავდი,
ფინალის მერე
წარმოდგენა რომ  მთავრდებოდა,
გამოდიოდნენ თეჯირის უკან დამალული,
მოღიმარი მსახიობები,
ხელში  კი ყველას  ან გრძელ ჯოხებზე
საწყლად კისრებჩამოქინდრული
ან ხელებზე წამოცმული
ის თოჯინები ზემოთ ეჭირათ და
ტაშის ხმაში
ჩვენს დასანახად არყევდნენ და ამოძრავებდნენ…

ვირტუალურო მეგობარო, მორჩა თამაში!
ფერად-ფერადი ხავერდი, პლუში,
ო, ასაკეცი სკამების ხმები,
მუსიკაც იყო ,, პაკლონისა”
ტაში და ტაში,
ტაშიტუში
და ამ ხმაურში
ბებიის გვერდით 
კარგად დასაჩქმეტ წითელ ლოყებზე ცრემლმდინარე ბავშვი -
კალთაში!
ქვითინი - ხმაში,
მორჩა თამაში!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები