#ოპუსები
მართლაც ვერ წარმოვიდგენდი, აკაკის ,, ღამურას “ თუ მისწვდებოდა ქართველთმოძულეთა ხელი. ალ. ტოლსტოიმ - თითქმის სიტყვა-სიტყვით, პროზად გადმოიღო ეზოპეს იგავი, საკუთარი სახელი მიაწერა და მის ქმნილებად მიიჩნევენ, აკაკიმ - ეზოპეს იგავის პროზაული სიუჟეტიდან მხოლოდ ფაბულა აიღო, ანუ ჩონჩხი, ახალი სიუჟეტი, ახალი ნაწარმოები შექმნა ლექსად, სრულიად სხვა კონცეფცია ჩადო მასში და ალ. ტოლსტოის ნაწარმოების თარგმანიაო… ამაზეა ნათქვამი, ზოგისა ბამბაც ჩხრიალებს, ზოგისა - ოქროც არაო. #ოპუსები
ნინო დარბაისელი
ღამურა - ეზოპესი, ღამურა - აკაკისი
აკაკი წერეთლის ,,ღამურაზე” თუ ოდესმე მომიწევდა საუბარი, არ მეგონა. ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან ყველას ნასწავლი გვაქვს, როგორც პატრიოტული ლექსი და ბოლო დრომდე ასეც მიიჩნეოდა. ბოლო დროს კი ინტერნეტში გაჩნდა აზრი, რომ ეს მისი ორიგინალური ქმნილება კი არაა, წარმოადგენს ალ. ტოლსტოის ზღაპრის თარგმანს. კლასიკა იმისია, რომ სულ გვახსოვდეს, მაგრამ ვის გაახსენდა სწორედ ახლა ამ თემის გააქტუალურება და რა მიზნით, ვინაა პირველწყარო - საინტერესოა. მაშ ასე! - აკაკის ,, ღამურა” საკითხი, რომელზეც ახლა მინდა საუბარი, დარწმუნებული ვარ, უკვე მრავალგზის იქნება დამუშავებული ქართულ ლიტმცოდნეობაში. აკაკი ხომ ის პოეტია, რომლის ნათელიც ზემოდან ეფინება გალაკტიონის შემოქმედებასაც. ნუ ჩამითვლით პათეტიკად. თავად გენიოსი გალაკტიონი მთელი ცხოვრება ეტოლებოდა მას, როგორც პოეტის იდეალს. არსებობს ნამდვილი წერილი-აღმოჩენა ივანე ამირხანაშვილისა აკაკის პატრიოტული საქმიანობის შესახებ. პირადად რამდენჯერმე მედო საკუთარ გვერდზე, რათა ბევრ მეგობარს წაეკითხა. მე აქ ,,შემოქმედების ნაცვლად სიტყვა ,,საქმიანობა” შემთხვევით როდი გამოვიყენე. აკაკის შემოქმედების პატრიოტულ ნაწილს მიეკუთვნება ლექსი, იგავ-არაკი ‘ღამურა’. მეპატიოს, თუ აქაც და სხვაგანაც არცთუ იშვიათად, რაღაცეების თქმა პირველაღმომჩენივით მიწევს. უცხოეთში ქართულ სპეციალურ ლიტერატურაზე ფიზიკურად ხელი არ მიმიწვდება და გამომდის, რომ მეცნიერულ ეთიკას ვარღვევ, ვერ მოვიხსენიებ კოლეგებს, რომელთაც ჩემთვის საინტერესო საკითხი ფუნდამენტურად ექნებათ შესწავლილი. ამას ხომ საქართველოში ყოფნისას არაფრის დიდებით არ ვიზამდი. ამ აუცილებელი რევერანსების მერე ახლა პირდაპირ საკითხზე: ვნახოთ ალ. ტოლსტოის ზღაპარი ღამურა, რომელიც აკაკის ლექსის პირველწყაროდ სახელდება. В давнишние времена была сильная война между зверями и птицами. Летучая мышь не пристала ни к тем, ни к другим, и всё выжидала, чья возьмёт. Сначала птицы стали побивать зверей, и тогда летучая мышь пристала к птицам, летала с ними и называла себя птицей, но потом, когда звери стали одолевать. Летучая мышь передалась зверям. Она показала им свои зубы, и лапы, и соски и уверяла, что она зверь и зверей любит. Под конец всё-таки птицы победили, и тогда летучая мышь опять передалась птицам, но птицы прогнали её. И к зверям ей уже пристать нельзя было, и с тех пор летучая мышь живёт по погребам, по дуплам, и летает только сумерками, и не пристаёт ни к зверям, ни к птицам. ვიცი, წესის თანახმად, უნდა მეთარგმნა და ისე დამედო ტექსტი, მაგრამ ჯერ ერთი დარწმუნებული ვარ, ამდენი რუსული ჩემს მკითხველებს ეხსომებათ და თანაც, ორჯერ გამომივა თითქმის ოდენტური ტექსტის დადება, რადგან ტოლსტოის ზღაპარი ავტორისეულ მიგნებას კი არ ეყრდნობა, ანტიკური ავტორის, ეზოპეს იგავს თითქმის ზედმიწევნით იმეორებს. ეზოპეს, ქრისტეს შობამდე ექვსი საუკუნით ადრე დაბადებულ, ბერძენ უცნობილეს მეამბე-მეიგავეს საქართველოში უძველესი დროიდან დღემდე არანაკლებ იცნობდნენ, ვიდრე რუსეთსა და ზოგადად ევროპაში. ზოგი ვერსიით - იგი მონა იყო, ერთი მახინჯი, კუზიანი ადამიანი, (სხვათა შორის, ძველ ქართულ ხელნაწერებში მისი ცხოვრების თარგმანიც გვქონია, იქნებ გამოცემულიც კია). მას მიეწერება ოთხასზე მეტი სიუჟეტი. ყველა მათგანი მართლაც მას ეკუთვნოდა თუ არა, დღეს ვინ იტყვის. მნიშვნელოვანია ის, რომ მის ტრადიციად ქცეულ სტილში ჯდება, მისი სკოლის ნიშანი აზის. გამოთქმაც ხომ გვაქვს, ვინმეს გადატანითი ნათქვამის შესახებ, რაიმე ალეგორიულ გამონათქვამებზე, ეზოპეს ენაზე თქვაო. ეზოპეს ამბები იმთავითვე ზეპირსიტყვიერადაც ხომ ძალიან გავრცელებული იყო, ანტიკურ ხანაშივე ტრადიციად იქცა ამ ამბების ლექსად გაწყობა. ლექსად გაწყობა, პოეტური მეტყველების ენაზე გარდათქმა რაიმესი კი, მოგეხსენებათ, თან მოიყოლებს შესაბამის ცვლილებებს ტექსტის სხვადასხვა დონეზე. სიტყვა რომ არ გაგვიგრძელდეს და არც კონტექსტიდან გავიდეთ, მოკლედ აღვნიშნოთ, მისი იგავებით მოსარგებლეთა შორის ჩვენთვის ყველაზე ცნობილია: ლეონარდო და ვინჩი ლაფონტენი, ლესინგი, კრილოვი... უი, რუსებიდან ლომონოსოვი და პუშკინი არ გამოგვრჩეს და ქართველი - სულხან-საბა. ქ- მა მერი წიკლაურმა მომაშველა ცნობა, რომელსაც კომენტარში ვდებ და რომლის თანახმადაც ეზოპეს ეს იგავი ფართოდ გავრცელებულია უამრავ ქვეყანაში.* დღესდღეობით, არაერთი გამოცემა არსებობს ეზოპეს იგავთა და შეგონებათა სრული კრებულებისა ინგლისურ და რუსულ ენებზე. შესაძლოა, ქართულადაც არის გამოცემული, მე ინფორმაცია არა მაქვს. ადრე რაღაცაში დამჭირდა და ეზოპეს ორი იგავი ვთარგმნე პროზად და გავრითმე თავშესაქცევად. იქნება სადმე ინტერნეტში., მოსაძებნია. ღამურას თემას ეზოპე არაერთხელ ეხება. მართლაც საინტერესო არსებაა ღამურა, ბიოლოგიურად - ცხოველად, ძუძუმწოვარადაა მიჩნეული, ფრთები კი აქვს! იგი რაღაც გარდამავალად მოიაზრება ცხოველთა და ფრინველთა შორის. ჩემეულ ინტერპრეტაციას სჯობს, პირდაპირ ეზოპეს ის პატარა იგავი გითარგმნოთ, ძალზე პოპულარული რომაა ევროპა-ამერიკაში, მულტფილმებიც რომაა მასზე შექმნილი, სკოლებში რომ ისწავლება და ადრევე, მეცხრამეტე- მეოცე საუკუნეში საფუძვლად რომ დაედო ღამურას თემაზე შექმნილ რუსულ იგავებს:
,,ერთხელ ცხოველები და ფრინველები საომრად წაიკიდნენ. ღამურამ აღარ იცოდა, რომელი მხარე დაეჭირა. როცა მის ქანდარასთან ფრინველებმა ჩაიარეს, შესთავაზეს, მათ არმიას შეერთებოდა, მაგრამ მან უპასუხა, ‘’მე ხომ ფრინველი არა ვარ, ცხოველი ვარო’, საბედნიეროდ, ცოტა ხანში ომი აცილებულ იქნა და ფრინველ-ცხოველები დაზავდნენ. ღამურამ მიაშურა ფრინველებს, რომ მათთან ერთად ეზეიმა მშვიდობის დადგომა, მაგრამ ზურგი აქციეს და ისიც იძულებული გახდა, მარტოდდარჩენილი გაფრენილიყო. მივიდა ცხოველებთან, მაგრამ შეატყო, რომ იქ მისი ადგილი არ იყო, შეიძლებოდა ცხოველებს დაებრდღვნათ კიდეც. ‘’ოჰ, თქვა ღამურამ მაშინ, გასაგებიაო’. მორალი ანუ შეგონება: ის, ვინც დაპირისპირებული მხარეებიდან არც ერთს ეკუთვნის და არც მეორეს, უმეგობროდ რჩება.’ ამრიგად, თანამედროვე ენაზე რომ გადმოვიტანოთ, ამ იგავში გადმოცემულია მედროვე, მანიპულატორული, ორბუნებოვანი არსების გარდაუვალი მიუღებლობა მხარეთა მიერ და საბოლოო სიმარტოვე. ახლა გავიხსენოთ აკაკი წერეთელი.
ღამურა
(ზღაპარი)
ერთმა უგნურმა თაგუნამ იუკადრისა თაგვობა , დასწყევლა თვისი გაჩენა, ბუნების იწყო მან გმობა: “იმ უსამართლო ბუნებამ თაგვად რად გამაჩინაო? მე სხვაგან ყოფნა მინდოდა, მან ჭერ-ქვეშ მომცა ბინაო! “ვის ეკადრება თაგვებთან კუდის ბზეკა და ლხენაო? მე შემშვენოდა ჩიტობა, რომ მეწყო აღმა ფრენაო. “რომ ვინმე ჩიტად მაქცევდეს, გამომაბამდეს ფრთებსაო, გავფრინდებოდი, ერთს წამსა გადავივლიდი მთებსაო!” რომ დაასრულა ეს ნატვრა, ნახა, რომ ფრთები ესხმება და მეტის სიხარულითა საბრალოს თავბრუ ესხმება... ზიზღით შეხედა თვის ტოლებს, დაუყოვნებლივ ავარდა, ჩიტებში გამოერია, იმანაც გაინავარდა... ჩიტებმა ახედ-დახედეს, სთქვეს: “ვინ მოსულა ესაო? რა სჯულის ცხოველი არის? ჩვენთან ვინ გააწესაო? “თვალ-ტანადობა თაგვს უგავს, ფრთები ასხია ჩვენიო! როგორღაც კეთილ სულს არ ჰგავს... ჭირი არის და სენიო! “ ეგება მტრებმა მოგზავნეს, შემოჩენილი იყოსო! არიქა, ფრთხილად იყავით, არავინ გაგვაბრიყვოსო!...” დაჰჟღივლეს, ჩაუნისკარტეს, გაჰკრეს-გამოჰკრეს ბრჭყალები, სისხლი ადინეს ღამურას, გამოუბნელეს თვალები! დაღმა დაეშვა ღამურა, მიმართა ისევ ძველ სადგურს... მაგრამ იქ უფრო შავი დღე დაუდგა მაშინ უბედურს: თაგვებმა აითვალწუნეს, აღარ მიიღეს, რომ ნახეს, მივარდნენ ერთად საკბენად, “ჰკა მაგასაო!” დასძახეს... მაშინ კი მიხვდა ღამურა, რომ ანგარიში წაუხდა და მისი ნატვრა უგნური საჭირბოროტოდ აუხდა! გვიანღა იყო! გაფრინდა გაკიცხულ, თავლაფდასხმული, ერთ ძველ ნანგრევში შეფრინდა და მოიბრუნა იქ გული. მას შემდეგ ნანგრევში ბუდობს, დღე-დღე ვერ ჩნდება სირცხვილით და მუდამ ამას წრიპინობს კვნესით და გულის ტკივილით: “კრულ იყოს მისი სახელი, ვინც მთა გასცვალოს ბარზედა! თვის ტომის დამწუნებელსა ჭირი მიუვა კარზედა! “ნურავინ ისხამს სხვის ქურქსა და ნუ სცვლის თვისსა ენასა, თორემ ბოლო დროს მოიმკის ჩემსავით ცრემლთა დენასა! “ გადაგვარების მოსურნე ბუნებისაგან კრულია! მისი პირადი ღირსება ყოველგან დაჩაგრულია! “ ძველ ტომში გამოსხლეტილსა არ მოუშლიან კბენასა და ახალ ტომშიც გაჰკიცხვენ: დაუწუნებენ ფრენასა! “ კრულია მისი ხსენება, ვინც დაჰგმობს დედა-ენასა, თვის ტომს ჰღალატობს და მითი თვით ჰფიქრობს მაღლა ფრენასა!”.
1880
ჩემთვის ცნობილი რუსული დამუშავებანი ამ თემისა - (დ. ხვოსტოვი, ფ. მორავსკი და ა.შ.) ეზოპეს კონტექსტში რჩებიან. ვისურვებდი, აქ გადაჭრით შემეძლოს თქმა, აკაკი წერეთელი პირველწყაროდ, ძველბერძნული ორიგინალიდან ეზოპეს იღებს-მეთქი, მაგრამ უფრო სავარაუდებელია, რომ კრილოვის იგავ-არაკთა უბადლო მთარგმნელმა აკაკიმ, რუსულად გამოცემული ეზოპეს კრებულით ისარგებლა. მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსა და მეოცეს დასაწყისში ეზოპეს ცალკეულ იგავთა რამდენიმე გამოცემა არსებობდა და ერთის ფოტო ჩვენც გვედო აქ. ასეა თუ ისე, ერთი რამ გარკვევით შეიძლება ითქვას. აკაკიმ გაიზიარა იმდროინდელ რუსულ-ევროპულ ლიტერატურაში არსებული ტრადიცია ეზოპეს იგავის გალექსვისა, მაგრამ უბრალოდ კი არ გალექსა იგი, სიუჟეტი ძირეულად გადაამუშავა და პატრიოტულ ლექსად აქცია საკუთარი ქმნილება. მის ლექს-ამბავში ცხოველთა და ფრინველთა ომის თემა მოხსნილია, ღამურა - თაგვობით იწყებს და საკუთარი სურვილით, ოცნებით ''გაფრინველდება', ანუ ახალ ბუნებას შეიძენს განგების ძალით. კონფლიქტი აკაკისთან - ეზოპეს დარად, ღამურას თანდაყოლილ ბუნებასა და ინტელექტს, განზრახვას შორის კი არა, არამედ საკუთარი არჩევანით - ახდენილი ოცნებით შეძენილ ახალ ბუნებასა და რეალობას შორისაა. სხვაგვარად: ეზოპესთან თუ ღამურა მასში უკვე ჩადებული ორბუნებოვნების მარჯვედ, მანიპულატორულად გამოყენებას ცდილობს, აკაკის ღამურა მომგებიანად მიიჩნევს ''გაორბუნებოვნებას', გარეგნულად - ''ფრთები ესხმება', მაგრამ არსით ისევ ერთბუნებოვანი - თაგვია. ორაზროვნების გასაფანტად, დასკვნის სახით, მინდა ვთქვა გამოკვეთილად: აკაკიმ ეზოპეს სიუჟეტიდან აიღო ფაბულა, ჩონჩხი და ახალი ხორცი შეასხა მას - არა მხოლოდ ლექსად გარდათქვა, არამედ აქცია სრულიად სხვა სიუჟეტად, სხვა კონცეპტუალურ ღერძზე გადააწყო და ჩვენი ერის სატკივარი გამოთქვა! აკაკიმ მორალიც პატრიოტული დაურთო. როგორ თანამედროვედ ისმის ეს შეგონება დღესაც:
კრულია მისი ხსენება, ვინც დაჰგმობს დედა-ენასა, თვის ტომს ჰღალატობს და მითი თვით ჰფიქრობს მაღლა ფრენასა!
- - - - *დიალოგი
მერი წიკლაური: - ნინო, ეზოპეს ამ იგავის მოტივს თურმე ლიტერატურული დამუშავება მრავალ ქვეყანაში განუცდია : ფინეთში, ესტონეთში, ლიტვაში, ლატვიაში, ფრანგულში, ესპანურში, პორტუგალიურში, ჰოლანდიურში, გერმანულში, ჩეხურში, უნგრულში, ბერძნულში, ინდურში,ჩინურში,ლაოსურში, იაპონურში, ჩრდილო ამერიკის ინდიელებში, ნიგერიელებში.თავად ამ იგავის მოტივის ზღაპარი განთავსებულია აარნე -ტომპსონის განახლებულ გამოცემაში. ,,Hans-Jorg Uther "The Types of Interanatinal Folktales, volumes I,II, III, Helsinki , 2004. სამწუხაროდ, საქართველო და ჩვენი საამაყო აკაკი ვერ მოხვდა, იმ მიზეზის გამო, რომ დღევანდელი ქართველი ფოლკლორისტები ნაკლებ ინტერესს იჩენენ უცხოელ კოლეგებთან კონტაქტების დასამყარებლად. მე ბრიტანელთან დევიდ ჰანტთან ვმეგობრობდი 1998 წლიდან და 2016 გარდაიცვალა 86 წლის. მან უსასყიდლოდ თარგმნა ელენე ვირსალაძის ,,სამონადირეო მითი და პოეზია”, ქართული გადმოცემები და ლეგენდები” და ,,ქართული ხალხური ზღაპრები” - 100 ზღაპარი (96 ზღაპარი + ჩავრთეთ 4 მარჯორი უორდროპის მიერ თარგმნილი)
ნინო დარბაისელი: - მადლობა, კარგი ინფორმაციაა ძალიან. ჩვენში რატომღაც არასწორი დამოკიდებულებაა ფაბულა- სიუჟეტის მხატვრული დამუშავების პრობლემისადმი (თუნდაც ვეფხისტყაოსნის მაგალითი გავიხსენოთ - “ ესე ამბავი სპარსული”). აკაკის ეს ლექსი ამ მხრივ პატარა, მაგრამ მარჯვე პარადიგმაა. თუ რასაც მე ვამბობ, აქამდე საამისოდ არავის მოუცლია. იქნებ ფაბულასა და სიუჟეტის ორიგინალობის, რაგვარობის პრობლემებზე მომუშავე რომელიმე მკვლევარს გამოადგეს.
P.S.
წერილში რომ ვამბობ, ეზოპესი ადრე რაღაცეები მითარგმნია- მეთქი,
ეს ერთი ლინკი:
https://www.facebook.com/707839558/posts/10160001040599559/?mibextid=afzh1R
ესეც - მეორე:
https://www.facebook.com/groups/1295405904257620/permalink/1749332448864961/?mibextid=afzh1R
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. მადლობა ყველა ურაკპარაკელს, ვინც აქ ქულა დამიტოვა და საშუალება მომცა, რამდენადაც შემეძლო, დამეცვა აკაკი წერეთლის ,, ღამურა” და წერილი ხელმისაწვდომი გამხდარიყო ქართველი მკითხველისათვის. მადლობა ყველა ურაკპარაკელს, ვინც აქ ქულა დამიტოვა და საშუალება მომცა, რამდენადაც შემეძლო, დამეცვა აკაკი წერეთლის ,, ღამურა” და წერილი ხელმისაწვდომი გამხდარიყო ქართველი მკითხველისათვის.
9. #კრიტიკა_ლიტმცოდნეობა
#ავდარიანა
ნინო დარბაისელი
მზის ქორწილი პირამიდებში
პაოლო იაშვილის ერთ- ერთი პირველი ლექსი “ დარიანული დღიურებიდან” - ,,პირამიდებში”, რომელიც ჟურნალ ,, ცისფერი ყანწების” პირველ ნომერში (1916) გამოქვეყნდა, ასე იწყება:
იქ სადაც დუმან პირამიდები, მზის ქორწილის დროს მე დავწვები მზისფერ სილაზე.
მზის ქორწილი - მთვარესთან - ალქიმიაში მიიჩნევა უმაღლეს მიზნად, ე.წ ფილოსოფიური ქვის შექმნის საწინდრად. რუს სიმბოლისტებში პოპულარული იყო გამოთქმა-კონცეპტი ,,სიტყვის ალქიმია”, რომელიც მ. კუზმინმა შემოიტანა, ხანაც ,,პოეტური ალქიმია”. ისინი მიიჩნევდნენ, რომ პოეტს ძალუძს, სიტყვათა მეშვეობით შექმნას სასწაულებრივი პოეტური შენადნობი, ვფიქრობ, “მზის ქორწილის” ამ კონცეპტის შემოტანა ლექსის დასაწყისშივე, პაოლო იაშვილის, როგორც ავტორის ინტენციის მანიფესტირებაა.
დღეს ეზოპეს იგავის ორი თარგმანი დავდე, ერთი რუსულიდან, ერთი - ინგლისურიდან.
ეზოპე თავის იგავში არ ამბობს, თუ ვის ირთავს მზე. მაგრამ იგულისხმება, რომ მისი ცალი - მთვარეა. ქართულ პოეტურ ტრადიციაში - მზე მდედრიც შეიძლება იყოს და მამრიც. ეზოპესთან - მამრია. ქორწინების დრო - უცხელესი ზაფხულია. მე როგორც ვიცი, ეს ხდება მაშინ, როცა მზე - ლომის თანავარსვლავედში შედის, თუმცა ჩემი ცოდნა ზედაპირულია… ყოველ შემთხვევაში ,, მზის ქორწილი” არის არა რაიმე, ინდივიდუალური მეტაფორა, პოეტური სინტაგმა, არამედ უძველესი მისტიკური კონცეპტი. ეს იგავი მუდამ პოპულარული იყო რუსეთშიც. გასული საუკუნის დასაწყისში (1912 წელს გამოიცა)მასზე დაყრდნობით ლექსების ციკლი შექმნა პ. სალავიოვმა, სალავიოვის ეს წიგნი ,, მზის ქორწილი და გაზაფხული” კი საფუძვლად დაედო ამავე სახელწოდების თანამედროვე რუსულ მუსიკალურ წარმოდგენას.
ეზოპე
მზის ქორწილი
იყო და არა იყო რა, ცხელი ზაფხული დადგა. სუყველამ უნდა ვიხაროთ, მზის ქორწილია რადგან - ამბობდნენ ტყეში ნადირნი, ჟღერდა ფრინველთა ჰანგი, ჭაობში იდგა ყიყინი… რა გახარებთო, ან კი, - გაკვირვებული გომბეშო არ ერეოდა ლხინში - ნუთუ არავის არა აქვს თქვენში მომავლის შიში? საქმე სალხინოდ კი არა, სატირლად გვექცა ახლა, ერთმა მზემ ისე გვაცხუნა, ჭაობი დაშრა, გახმა. ქორწილის მერე თუ მისცა თავი ვნებასა თუ ჟინს, თავისნაირებს დააჩენს შვილებს ნახევარ დუჟინს.
ნინოს მორალი:
რად ვერ ჭვრეტენო მომავალს, რა ახარებთო ასე? ყველა ლხინშია, ვინც ფიქრობს სხვებზე, ეჭვებით სავსე.
(ინგლისურიდან გადმოაქართულა ნინო დარბაისელმა)
მზის ქორწილი
(ეზოპედამ)
მზის ქორწილია. ცხელ ზაფხულში თხოვდება იგი. შემოჯარულა მოსალოცად წვეულთა რიგი. ისმის გუბიდან ბედნიერი ხმა, სანუგეშო, მაგრამ ყიყინში არ ერევა ერთი გომბეშო. რა გვემღერება, ის დროაო, ცრემლები ვღვაროთ, კი არ ვიხაროთ, ეს ცხოვრება გადავიყვაროთ! გათხოვებამდეც მხურვალებით გვიშრობდა გუბეთ, ახლა კი მისი გათხოვებით მთლად დავიღუპეთ! რაღა ვქნათ მერე, ძეც რომ შობოს თავისნაირი, ორი მზით - ხომ სულ ამოვწყდებით! - წამიხდა ნირი - ვერ გამიგია ამ ხალხისა! - რად უხარია, ასე ძალიან ის, რაც მისთვის საწუხარია!
ნინოს მორალი: ბედნიერ ლხინშიც მუდამ არის ვინმე ისეთი, უბედურებას მერმისისას რომ გრძნობს ის ერთი!
(გადმოაქართულა ნინო დარბაისელმა) #კრიტიკა_ლიტმცოდნეობა

(გადმოაქართულა ნინო დარბაისელმა)
8. ძებნით რომ არ გაწვალოთ, ბარემ კომენტარში დავდებ ჩემს ლექს- თარგმანებს ეზოპედამ, რაც ახლებურ ინტერპრეტა იას გულისხმობს
ეს ერთი:
ნინო დარბაისელი
ღამურა, იხვი და ეკალი (ეზოპედამ)
ღამურა, იხვი და ეკალი შეამხანაგდნენ, ბიზნესი ვცადოთ, ჩვენც შევძლებთო სხვებივით მაგდენს.
მე ფულს ვისესხებ მდიდრისაგან, უთხრა ღამურამ, მისცა მდიდარმა, ისე მიესიასამურა.
მე სპილენძს ჩავდებ, შეურია ყიყინში რიხი და წილით - ფრთისქვეშ დაუბრუნდა მეგობრებს იხვი.
მე რაღა ჩავდო! არ მერჩია, დარდს მოვეკალი? ძვირფას ტანსაცმელს დავამატებ, ამბობს ეკალი.
იშოვეს გემი, გზას გაუდგნენ გმირები ჩვენი, და შუა ზღვაში გახდნენ სხვისი გადასარჩენი.
ვინ დაეძებდა ფულს ან სპილენძს, ან ძვირფას სამოსს, ნაპირზე მდგარნი შეჰხაროდნენ სიცოცხლეს ამოს.
მას აქეთ არის, რაც ღამურა თავის მევალეს დღით ემალება, შორით უთვლის “ხვალეს და მალეს”!
იხვი დაცურავს წყალში ყვინთვით - სპილენძს დაეძებს, უყვართ ბღაუჭი სხვის სამოსზე ეკლებს და ძეძვებს.
მორალი ეზოპესი: ეს საერთო აქვთ, მაძიებელ კაცებს თუ მხეცებს,- - ყველა ნასესხებს, თავის წილს და დანაკარგს ეძებს!
მორალი მთარგმნელ-გამლექსავისა: თუ საკუთარი არა გაქვს რა, ასეა წესი, არ წამოიწყო ნასესხებით რამე ბიზნესი!
მორალი მეორე მთარგმნელ- გამლექსავისა: რაც გაბადია ან გისესხია, მთლად ერთ საქმეში არ დააბანდო! თუ წააგე, გახდები ლეში.
მორალი მეოთხე, მკითხველისა (თქვენ დაამატეთ!): ძებნით რომ არ გაწვალოთ, ბარემ კომენტარში დავდებ ჩემს ლექს- თარგმანებს ეზოპედამ, რაც ახლებურ ინტერპრეტა იას გულისხმობს
ეს ერთი:
ნინო დარბაისელი
ღამურა, იხვი და ეკალი (ეზოპედამ)
ღამურა, იხვი და ეკალი შეამხანაგდნენ, ბიზნესი ვცადოთ, ჩვენც შევძლებთო სხვებივით მაგდენს.
მე ფულს ვისესხებ მდიდრისაგან, უთხრა ღამურამ, მისცა მდიდარმა, ისე მიესიასამურა.
მე სპილენძს ჩავდებ, შეურია ყიყინში რიხი და წილით - ფრთისქვეშ დაუბრუნდა მეგობრებს იხვი.
მე რაღა ჩავდო! არ მერჩია, დარდს მოვეკალი? ძვირფას ტანსაცმელს დავამატებ, ამბობს ეკალი.
იშოვეს გემი, გზას გაუდგნენ გმირები ჩვენი, და შუა ზღვაში გახდნენ სხვისი გადასარჩენი.
ვინ დაეძებდა ფულს ან სპილენძს, ან ძვირფას სამოსს, ნაპირზე მდგარნი შეჰხაროდნენ სიცოცხლეს ამოს.
მას აქეთ არის, რაც ღამურა თავის მევალეს დღით ემალება, შორით უთვლის “ხვალეს და მალეს”!
იხვი დაცურავს წყალში ყვინთვით - სპილენძს დაეძებს, უყვართ ბღაუჭი სხვის სამოსზე ეკლებს და ძეძვებს.
მორალი ეზოპესი: ეს საერთო აქვთ, მაძიებელ კაცებს თუ მხეცებს,- - ყველა ნასესხებს, თავის წილს და დანაკარგს ეძებს!
მორალი მთარგმნელ-გამლექსავისა: თუ საკუთარი არა გაქვს რა, ასეა წესი, არ წამოიწყო ნასესხებით რამე ბიზნესი!
მორალი მეორე მთარგმნელ- გამლექსავისა: რაც გაბადია ან გისესხია, მთლად ერთ საქმეში არ დააბანდო! თუ წააგე, გახდები ლეში.
მორალი მეოთხე, მკითხველისა (თქვენ დაამატეთ!):
7. ნინო ამ წუთას წავიკითხე ნინო დარბაისელი სტრონი- ჩემი ცხოვრების წიგნი, სადაც წერ "მე კითხვაზე ადრე წერა ვისწავლეო", ბოლომდე ჩავიკითხე და ძალიან მომეწოან, ძალიან კარგი იყო მესიამოვნა.
რაც შეეხება აკაკი წერეთელს ვერავინ ვერაფერს დააკლებს!წერონ და იკითხონ რამდენიც უნდათ. ნინო ამ წუთას წავიკითხე ნინო დარბაისელი სტრონი- ჩემი ცხოვრების წიგნი, სადაც წერ "მე კითხვაზე ადრე წერა ვისწავლეო", ბოლომდე ჩავიკითხე და ძალიან მომეწოან, ძალიან კარგი იყო მესიამოვნა.
რაც შეეხება აკაკი წერეთელს ვერავინ ვერაფერს დააკლებს!წერონ და იკითხონ რამდენიც უნდათ.
6. აკაკის შემოქმედება ძალიან მიყვარს, საქართველოს გამორჩეული ბულბულია. აკაკის შემოქმედება ძალიან მიყვარს, საქართველოს გამორჩეული ბულბულია.
5. აქ თქვენი ქულები მჭირდება, ვისაც რა გაქვთ, თავფურცელზე მინდა გავიდეს, რომ რაც შეიძლება , ბევრმა წაიკითხოს. ახლა აკაკი წერეთელია ამოღებული მიზანში, მისი პატრიოტული ლექსი ,ღამურა”. პირველწყაროს ჯერ ვერ მივაგენი, სულ ფეიკ- ნიკები დებენ ფეისზე, ,, საზოგადოებრივ აზრს ქმნიან” ასე. ეტყობა, ვიღაცას მწარედ ხვდება ამ ლექსის შინაარსი, რადგან საკუთარი თავი ეცნობა ღამურაში. ამოვიდა ყელში მართლა და მართლა! აქ თქვენი ქულები მჭირდება, ვისაც რა გაქვთ, თავფურცელზე მინდა გავიდეს, რომ რაც შეიძლება , ბევრმა წაიკითხოს. ახლა აკაკი წერეთელია ამოღებული მიზანში, მისი პატრიოტული ლექსი ,ღამურა”. პირველწყაროს ჯერ ვერ მივაგენი, სულ ფეიკ- ნიკები დებენ ფეისზე, ,, საზოგადოებრივ აზრს ქმნიან” ასე. ეტყობა, ვიღაცას მწარედ ხვდება ამ ლექსის შინაარსი, რადგან საკუთარი თავი ეცნობა ღამურაში. ამოვიდა ყელში მართლა და მართლა!
4. მადლობა მუხა, მზია! მართლაც ვერ წარმოვიდგენდი, აკაკის ,, ღამურას “ თუ მისწვდებოდა ქართველთმოძულეთა ხელი. ალ. ტოლსტოიმ - თითქმის სიტყვა-სიტყვით, პროზად გადმოიღო ეზოპეს იგავი, საკუთარი სახელი მიაწერა და მის ქმნილებად მიიჩნევენ, აკაკიმ - ეზოპეს იგავის პროზაული სიუჟეტიდან მხოლოდ ფაბულა აიღო, ანუ ჩონჩხი, ახალი სიუჟეტი, ახალი ნაწარმოები შექმნა ლექსად, სრულიად სხვა კონცეფცია ჩადო მასში და ალ. ტოლსტოის ნაწარმოების თარგმანიაო… ამაზეა ნათქვამი, ზოგისა ბამბაც ჩხრიალებს, ზოგისა - ოქროც არაო. მადლობა მუხა, მზია! მართლაც ვერ წარმოვიდგენდი, აკაკის ,, ღამურას “ თუ მისწვდებოდა ქართველთმოძულეთა ხელი. ალ. ტოლსტოიმ - თითქმის სიტყვა-სიტყვით, პროზად გადმოიღო ეზოპეს იგავი, საკუთარი სახელი მიაწერა და მის ქმნილებად მიიჩნევენ, აკაკიმ - ეზოპეს იგავის პროზაული სიუჟეტიდან მხოლოდ ფაბულა აიღო, ანუ ჩონჩხი, ახალი სიუჟეტი, ახალი ნაწარმოები შექმნა ლექსად, სრულიად სხვა კონცეფცია ჩადო მასში და ალ. ტოლსტოის ნაწარმოების თარგმანიაო… ამაზეა ნათქვამი, ზოგისა ბამბაც ჩხრიალებს, ზოგისა - ოქროც არაო.
3. აკაკის „ღამურა“ უფრო მსუბუქი/სუმბუქი/, საინტერესო და „ბუნებრივია“.
აკაკის „ღამურა“ უფრო მსუბუქი/სუმბუქი/, საინტერესო და „ბუნებრივია“.
2. ფაბულასა და სიუჟეტის ორიგინალობის, რაგვარობის პრობლემებზე მომუშავე რომელიმე მკვლევარი არა ვარ, თუმცა პუბლიცისტიკა ძალიან მომეწონა და დამაინტერესა. ფაბულასა და სიუჟეტის ორიგინალობის, რაგვარობის პრობლემებზე მომუშავე რომელიმე მკვლევარი არა ვარ, თუმცა პუბლიცისტიკა ძალიან მომეწონა და დამაინტერესა.
1. ეს კომენტარი ქალბატონი მერი წიკლაურისა, ძალზე მდიდარ მასალას შეიცავს ეზოპეს “ღამურას” შესახებ. გადმომაქვს ჩემი პასუხიანად:
“ნინო, ეზოპეს ამ იგავის მოტივს თურმე ლიტერატურული დამუშავება მრავალ ქვეყანაში განუცდია : ფინეთში, ესტონეთში, ლიტვაში, ლატვიაში, ფრანგულში, ესპანურში, პორტუგალიურში,ჰოლანდიურში, გერმანულში, ჩეხურში, უნგრულში, ბერძნულში, ინდურში,ჩინურში,ლაოსურში,იაპონურში, ჩრდილო ამერიკის ინდიელებში, ნიგერიელებში.თავად ამ იგავის მოტივის ზღაპარი განთავსებულია აარნე -ტომპსონის განახლებულ გამოცემაში;,,Hans-Jorg Uther " The Types of Interanatinal Folktales, volumes I,II, III, Helsinki , 2004. სამწუხაროდ საქართველო და ჩვენი საამაყო აკაკი ვერ მოხვდა, იმ მიზეზის გამო,რომ დღევანდელი ქართველი ფოლკლორისტები ნაკლებ ინტერესს იჩენენ უცხოელ კოლეგებთან კონტაქტების დასამყარებლად. მე ბრიტანელთან დევიდ ჰანტთან ვმეგობრობდი 1998 წლიდან და 2016 გარდაიცვალა 86 წლის. უსასყიდლოდ თარგმნა ელენე ვირსალაძის ,,სამონადირეო მითი და პეზია”, ქართული გადმოცემები და ლეგენდები” და ,,ქართული ხალხური ზღაპრები” -100ზღაპარი( 96ზღაპარი+ჩავრთეთ 4 მარჯორი უორდროპის მიერ თარგმნილი)
Mary Tsiklauri მადლობა, კარგი ინფორმაციაა ძალიან. ჩვენში რატომღაც არასწორი დამოკიდებულებაა ფაბულა- სიუჟეტის მხატვრული დამუშავების პრობლემისადმი (თუნდავ ვეფხისტყაოსნის მაგალითი გავიხსენოთ - “ ესე ამბავი სპარსული”). აკაკის ეს ლექსი ამ მხრივ პატარა, მაგრამ მარჯვე პარადიგმაა. თუ რასაც მე ვამბობ, აქამდე საამისოდ არავის მოუცლია. იქნებ ფაბულასა და სიუჟეტის ორიგინალობის, რაგვარობის პრობლემებზე მომუშავე რომელიმე მკვლევარს გამოადგეს. ეს კომენტარი ქალბატონი მერი წიკლაურისა, ძალზე მდიდარ მასალას შეიცავს ეზოპეს “ღამურას” შესახებ. გადმომაქვს ჩემი პასუხიანად:
“ნინო, ეზოპეს ამ იგავის მოტივს თურმე ლიტერატურული დამუშავება მრავალ ქვეყანაში განუცდია : ფინეთში, ესტონეთში, ლიტვაში, ლატვიაში, ფრანგულში, ესპანურში, პორტუგალიურში,ჰოლანდიურში, გერმანულში, ჩეხურში, უნგრულში, ბერძნულში, ინდურში,ჩინურში,ლაოსურში,იაპონურში, ჩრდილო ამერიკის ინდიელებში, ნიგერიელებში.თავად ამ იგავის მოტივის ზღაპარი განთავსებულია აარნე -ტომპსონის განახლებულ გამოცემაში;,,Hans-Jorg Uther " The Types of Interanatinal Folktales, volumes I,II, III, Helsinki , 2004. სამწუხაროდ საქართველო და ჩვენი საამაყო აკაკი ვერ მოხვდა, იმ მიზეზის გამო,რომ დღევანდელი ქართველი ფოლკლორისტები ნაკლებ ინტერესს იჩენენ უცხოელ კოლეგებთან კონტაქტების დასამყარებლად. მე ბრიტანელთან დევიდ ჰანტთან ვმეგობრობდი 1998 წლიდან და 2016 გარდაიცვალა 86 წლის. უსასყიდლოდ თარგმნა ელენე ვირსალაძის ,,სამონადირეო მითი და პეზია”, ქართული გადმოცემები და ლეგენდები” და ,,ქართული ხალხური ზღაპრები” -100ზღაპარი( 96ზღაპარი+ჩავრთეთ 4 მარჯორი უორდროპის მიერ თარგმნილი)
Mary Tsiklauri მადლობა, კარგი ინფორმაციაა ძალიან. ჩვენში რატომღაც არასწორი დამოკიდებულებაა ფაბულა- სიუჟეტის მხატვრული დამუშავების პრობლემისადმი (თუნდავ ვეფხისტყაოსნის მაგალითი გავიხსენოთ - “ ესე ამბავი სპარსული”). აკაკის ეს ლექსი ამ მხრივ პატარა, მაგრამ მარჯვე პარადიგმაა. თუ რასაც მე ვამბობ, აქამდე საამისოდ არავის მოუცლია. იქნებ ფაბულასა და სიუჟეტის ორიგინალობის, რაგვარობის პრობლემებზე მომუშავე რომელიმე მკვლევარს გამოადგეს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|