#ეტიუდები
ნდს
სახალისო დავითფერული
კაცებო, ფრთხილად, ვიდრე ქალისკენ გაიწევდეთ, კაცებო ფრთხილად!
თვით კაცთა შორის უფლისათვის უსაყვარლესი - დავით მეფე, მეფეთა-მეფე, მეფსალმუნე, გახსოვთ, უფალმა როგორ დასაჯა?
არა, არ გახსოვთ!
დავითმა თავის სასახლიდან რომ გადმოიხედა და დაინახა მზის სხივებში მობანავე ქალი - ბეთშება, აენთო ვნებით უმართავით, დაუძლეველით, ქმარს გამოსტაცა ქალი იგი, ხოლო ქმარი სასიკვდილოდ გაისტუმრა. ფეხმძიმე ქალმა ძე რომ უშობა, მოკვდა ის ჩვილი და მონანული დავითი როცა მძიმედ მოსთქვამდა, უფალო ჩემო, შევცოდე და შემინდეო, რა ჰქნა უფალმა?
რა და იმდენი ცოლის პატრონს ბერშიბა - ცოლად დაუტოვა და არა მხოლოდ დაუტოვა, დავითისაგან შვილებიც მისცა. განა არ არის ეს უმძიმესი განაჩენი ღვთის ღალატისთვის?
წარმოიდგინეთ, მოინანიოთ და მაინც, მერე მთელი ცხოვრება გახდევინონ ერთი შეცდომის მძიმე ფასი!
და კიდევ კარგი, იმ ძველ დროში ხელმწიფეთათვის წესი იყო პოლიგამია და ცოლებითა და საყვარლებით გავსებული მთელი ჰარემი ეგულებოდათ!
და ბოლოს მოლბა გული უფლისა და შვილთა შორის უბრძენესი ბერშიბასაგან, სოლომონი ირჩია მეფედ, ხოლო ბერშიბა - დედოფალთა-დედოფლად დასვა! დავითი ამას არ მოსწრებია, ჰარემდიდი და წვრილშვილმრავალი.
ამას რას ვამბობ, გადავირიე?! იქნებ ასეა!
მაშინ თქვენ თვითონ ამიხსენით, ყოველი კაცი თუ ცოდვილია, ხოლო უფალს თუ ცოდვილი უყვარს, მაგრამ სძულს ცოდვა კაცთა შინა, ხოლო ცოდვის მონანიება - ძნელი საქმეა და უკვე ნიშნავს აღარასდროს გამეორებას, და ეს წესია, უფლის მიერ დადგენილი და საყოველთაო, დავითს, მხურვალედ მონანიეს ახალშობილის სიკვდილის გამო, ბეთშება ცოლად რად დაუტოვა, ან იმდენი ახალი შვილი იმავე ქალთან, რატომღა მისცა?
ვინ გაარჩიოს დროზე ადრე ერთმანეთისგან - რისხვა ღვთისა და ღვთის მოწყალება, ან სამართალი ვინ გაუგოს, ვის შეუცნია საქმე მისი სააღტაცებო…
ფრთხილად, კაცებო!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მადლობა, მუხა! ადრე ერთი ლექსი მქონდა
ნინო დარბაისელი
ასე იტყოდა ემბრიონი დედის წიაღში (ბადრი გუგუშვილის ხსოვნას)
იქნებ არცა ღირს მომწიფება და დაბადება?! წვალებ-წვალებით ვიბადებით და პირდაპირ პასუხებში გამოგვახვევენ, პასუხთა ძუძუს გვაწოვებენ, “ჩუო”, ამბობენ, ვითომ ჩვენი სიწყნარე უნდათ, სინამდვილეში სულ პასუხების ხმაურია და ყველას თითქოს გაჩუმებისა ეშინია, და არც არავის, არასოდეს არავის უნდა, ცოტა გვაცადოს, მიმოგვახედოს, არავის უნდა, რომ ვიპოვოთ ის - რაღაც კითხვა, ამ მილიონი, ამ მილიარდი პასუხიდან რომელიღაცას გამოცდილი კუტიურეს შეკერილი პიჯაკივით რომ მოერგება; კითხვა, რომელიც თითქოს ხელის გაწვდენაზეა, კითხვა, რომელიც ჩვენ გვჭირდება და რომლისთვისაც თითოეული ვიბადებით ამქვეყანაზე.
გასვენებისას ისეთი დასცხო, ჩვენ, მეგობრები სასაფლაოზე ავტობუსიდან ვერც კი ჩავედით! მადლობა, მუხა! ადრე ერთი ლექსი მქონდა
ნინო დარბაისელი
ასე იტყოდა ემბრიონი დედის წიაღში (ბადრი გუგუშვილის ხსოვნას)
იქნებ არცა ღირს მომწიფება და დაბადება?! წვალებ-წვალებით ვიბადებით და პირდაპირ პასუხებში გამოგვახვევენ, პასუხთა ძუძუს გვაწოვებენ, “ჩუო”, ამბობენ, ვითომ ჩვენი სიწყნარე უნდათ, სინამდვილეში სულ პასუხების ხმაურია და ყველას თითქოს გაჩუმებისა ეშინია, და არც არავის, არასოდეს არავის უნდა, ცოტა გვაცადოს, მიმოგვახედოს, არავის უნდა, რომ ვიპოვოთ ის - რაღაც კითხვა, ამ მილიონი, ამ მილიარდი პასუხიდან რომელიღაცას გამოცდილი კუტიურეს შეკერილი პიჯაკივით რომ მოერგება; კითხვა, რომელიც თითქოს ხელის გაწვდენაზეა, კითხვა, რომელიც ჩვენ გვჭირდება და რომლისთვისაც თითოეული ვიბადებით ამქვეყანაზე.
გასვენებისას ისეთი დასცხო, ჩვენ, მეგობრები სასაფლაოზე ავტობუსიდან ვერც კი ჩავედით!
1. მე მხოლოდ პასუხი მაინტერესებს, მე კითხვბს არ ვსვავ. მე მხოლოდ პასუხი მაინტერესებს, მე კითხვბს არ ვსვავ.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|